x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამ ინფორმაციის გცნობის შემდეგ, თქვენ აღარასდროს გამოიყენებთ ყურის საწმენდ ჩხირებს!

უამრავი ადამიანისთვის, ბამბიანი ჩხირი — ჩვეულებრივი, პირადი ჰიგიენის ნივთია, რომელსაც ყურის საწმენდად იყენეს. თუმცა, დღეს ოტოლარინგოლოგები ამტკიცებენ, რომ ბამბის ჩხირები ისეთი სასარგებლო არ არის, როგორც აქამდე ითვლებოდა.


image
როგორც ექიმები ამბობენ, ამ ჩხირების ინტენსიურად გამოყენება, ჯანმრთელობისთვის საზიანოა და შეიძლება ყურის ანთებაც გამოიწვიოს. მათი თქმით, ყურის გოგირდი მნიშვნელოვანია ჩვენი სმენის ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ასე, მაგალითად, ის უზრუნველყოფს ყურის ნიჟარის შიდა ნაწილის კანის სინოტივეს, რომლის არ არსებობის შემთხვევაში, მინიმალური რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს – გაუსაძლისი ქავილის შეგრძნებაა.
გოგირდი ყურს მტვრისგან, კანის მკვდარი უჯრედებისგან და სხვა ჭუჭყისგან იცავს. ის არც მავნე ვირუსებს და ბაქტერიებს უშვებს ყურის სიღრმეში.

ყურის ნიჟარის შიდა ზედაპირი, ჯირკვლებით არის დაფარული, რომლებიც ლორწოს და სხვადასხვა საპოხ ნივთიერებას გამოიმუშავებენ. სასმენი მილის ეს დამცავი ფენა იმდენად მგრძნობიარეა, რომ მასზე ბამბის ჩხირის გადატარება, ვენახში ტანკის გავლის ტოლფასია.

გარდა ამისა, ყურის წმენდა ჩხირით, ბრმად ხდება და რამდენად ღრმად შედის ის ყურში, ძნელი გასასარკვევია. ეს კი არ გამორიცხავს, სმენის მილის ბოლოს მოთავსებული თხელი აპკი დაზიანებას.

ბამბიანი ჩხირი გოგირდის ნაწილს ყურის სიღრმეში სწევს და დროთა განმავლობაში, შესაძლებელია, ყურის საცობიც შექმნას. ეს კი, ადამიანს სმენის პრობლემას უქმნის და ექიმთან წასვლის და მკირნალობის მიზეზი ხდება, რადგან დამოუკიდებლად საცობის ამოღება შეუძლებელია.

image

imageრადგან ყურის ჩხირები მავნებელია, ლოგიკურად ისმის კითხვა: არსებობს, თუ არა, ყურის წმენდის ალტერნატიული საშუალებები?

ექიმები ამბობენ, რომ ყურის ჰიგიენის დაცვა, ჩვეულებრივი დაბანით შეიძლება. შხაპის მიღების დროს, საჭიროა მხოლოდ, საჩვენებელი თითით, ყურის გარეთა ნაწილის სათანადოდ გამორეცხვა. ყველაფერ დანარჩენს, ორგანიზმი თავად აკეთებს: როდესაც საკვებს ვღეჭავთ, ქვედა ყბის მოძრაობისას, ყურის სიღრმიდან, ნიჟარის გარეთა მხარეს, ჭარბი გოგირდის გამოდევნა ხდება. ხოლო იმ ადგილს, სადაც ეს გოგირდი გროვდება, ადამიანის თითი თავისუფლად სწვლება და მისი მოცილება, ბანაობის დროს, შეიძლება.

image

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* როგორ ავიცილოთ თავიდან სმენის დაკარგვის საფრთხე, მუსიკის ყურსასმენებით მოსმენის შემთხვევაში. ექიმის რჩევები

* 10 შეცდომა, რომელსაც შხაპის მიღების დროს, უმრავლესობა უშვებს

* ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ...

1
583
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
583
  
2017, 22 ივნისი, 10:44
ყური მაქ დაჩირქებული და მგონი ჩხირების ბრალია, ისე მტკივა... აწი აღარ გამოვიყენებ.
0 1 1