x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
5 მოწყობილობა, რომლებიც ელექტრო ენერგიას გამორთულ რეჟიმშიც წვავს. ეს უნდა იცოდეთ!
ბევრმა თქვენგანმა აქამდე ალბათ არ იცოდით, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები (ტექნიკა) გამორთული რეჟიმის მიუხედავად ელექტრო ენერგიის წვას მაინც აგრძელებენ. რაოდენ წარმოუდგენლადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს 5 მოწყობილობა ენერგიის ხარჯვას გამორთულ მდგომარეობაშიც აგრძელებენ, ამიტომ ეცადეთ მუდმივად გქონდეთ ისინი კონტროლის ქვეშ და არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ კვებაზე.



1. შესაძლოა დაუჯერებლად ჟღერდეს, თუმცა ჩამრთველები როდესაც ელექტრო კვებაზეა დატოვებული, მიუხედავად იმისა არის თუ არა ჩართული მოწყობილობა, ელექტრო ენერგია მაინც იხარჯება და თქვენი მრიცხველი განაგრძობს "ტრიალს". გარდა იმისა, რომ მისი კვებიდან გამორთვით აირიდებთ თავიდან ზედმეტ ხარჯს, ასევე გაუფრთხილდებით ტექნიკას, რომელიც შემთხვევით მოვარდნილი დიდი ძაბვის გამო შეიძლება გადაიწვას.

image



2. ტექნიკის ისეთი მოწყობილობები, რომელთაც აქვთ მრიცხველი (თაიმერი), დასრულების მიუხედავად მაინც აგრძელებენ ელექტრო ენერგიის ხარჯვას. ამიტომ მოხმარების შემდეგ უმჯობესია მსგავსი ტექნიკა საერთოდ გამორთოთ კვებიდან.image




3. კომპიუტერი და ნოუთბუქი, რომლებიც კვებაზეა დატოვებული, მიუხედავად იმისა, რომ ჩართული არაა, მაინც განაგრძობენ ელექტრო ენერგიის ხარჯვას. ასევე გაზარალებთ ისინი, როდესაც კომპიუტერი ძილის რეჟიმშია, რადგან ენერგია ამ დროსაც ჩვეულებრივად იხარჯება, როგორც ჩართულ მდგომარეობაში.image



4. როგორც აღმოჩნდა, როდესაც ტელევიზორს ვთიშავთ სამართავი მოწყობილობით ("პულტიდან"), ის უბრალოდ გადაგვყავს ძილის რეჟიმზე და სინამდვილეში სულაც არ გვაქვს გამორთული, რაც ბუნებრივია ელექტრო ენერგიის უაზრო ხარჯვაა.image



5. ციფრული ტელევიზიის კვების ბლოკებიც საგრძნობლად წვავს ელექტრო ენერგიას, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორი გადართულია ამ სისტემიდან. ელექტრო ენერგიის წვა კი ამ დროს 5–ჯერ იზრდება.image




იხილეთ აგრეთვე:


თუ თქვენ ეკონომ-ნათურებს მოიხმართ, სასწრაფოდ შეწყვიტეთ!

იცოდით Wi-Fi ვინ და რატომ გამოიგონა?

მეტალო პლასტმასის ფანჯრებზე თქვენ ამას არავინ გეტყოდათ, აუცილებლად უნდა იცოდეთ!- დაიმახსოვრეთ!

აი როგორ განვასხვავოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისგან


7
28328
20-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
28328
  
2017, 25 ივლისი, 0:47
ჩემს სტატიას თქვენი რჩევა მოყვება და ვინც წაიკითხავს, პანიკაში აღარ ჩავარდება :)))) არ გეწყინოთო წერთ, მაგრამ მაინც საწყენია, როცა არ იცით ჩემი განათლების შესახებ (სკოლა და ფიზიკის გაკვეთილები), დამამცირებელი განაცხადი არ უნდა გააკეთოთ, ვინაიდან საიტზე ვწერ მხოლოდ ისეთ სტატიებს, რომელთაც სხვადასხვა წყაროებიდან ვთარგმნი და არაფერს ვამატებ. სკოლიდან მიღებული განათლებით კი, თუ კერძოდ არ ემზადები, ან მოწოდება არ გაქვს კონკრეტული საგნის მიმართ, 20 წლის შმდეგ შორს ვერ წახვალთ!
2017, 24 ივლისი, 20:06
სანამ არ შეიკვრება წრედი დენი არ იხარჯება..
ის, რომ მავთულში გგადის დენი ეს ა რაფერს არ ნიშნავს, კაბელი სანამ არ დაიტვირთება ანუ არ შეიკვრება წრედი დენის დახარხვა ნულოვანია.
2017, 24 ივლისი, 14:48
ამ სტატიაში ნახევარი მაინც არის სიმართლე, მაგრამ ჩიტი მართლა ბდღვნად არ ღირს. როგორ შეიძლება გამორთული ელექტრო ტექნიკა 5-ჯერ მეტს წვავდეს, ვიდრე ჩართული? ფიზიკის ერთ გაკვეთილს მაინც ხომ უნდა დავსწრებოდით სკოლაში? (არ გეწყინოთ) :) დენის ხარჯვა, რომელიც კოლოვატებში იზომება, მიმდინარეობს ელექტრო ხელსაწყოების ხმარებისას. გამორთული ტექნიკის შტეფსელში დატოვებული ვილკის შემთხვევაში - ხარჯი უმნიშვნელოდ იმატებს. ხარჯი აქვს ელექტრო გამტარ მავთულებსაც. თუ მრიცხველიდან სადენი მოდის თქვენთან რამოდენიმე სართულის მანძილზე, ხოლო თქვენ სახლში არა ხართ და ყველაფერი გამორთული გაქვთ დატოვებული, მრიცხველი მაინც აუცილებლად დაწერს რამოდენიმე თეთრს. ეს დამოკიდებული იქნება ყველა იმ მავთულის სიგრძეზე, რომლებზეც დენი თავისუფლად "დარბის" მოხმარების გარეშე. ანუ, აქ ითვლება თქვენი ბინის კედლებში ჩაშენებული მავთულებიც. "თქვენს გარეშე" მოხმარებული დენის ღირებულება თვეში შეიძლება იყოს 20-80 თეთრი. ეს არის "მთელი ფლანგვა".
2017, 22 ივნისი, 14:13
თანამედროვე ტექნიკას უყენია ზემგრძნობიარე ნახევარგამტარები. მარტივი ენით, რომ ვთქვათ "დიოდები", რომლებიც ამა თუ იმ ტექნიკის გამორთვისას კვების წყაროდან ტექნიკის კვების წყაროს ანუ ელექტრონულ ბლოკს არ აწვდის დენს მოთხოვნამდე ანუ ჩართვამდე. კომპიუტერზე არაა საუბარი....
2017, 21 ივნისი, 7:34
დაახლოებით 5 წლის წინ დისქოვერზე ვუყურე ზუსტად მაგაზე გადაცემას.....ტელევიზორის,დვდ-ს თუ სხვა მოწყობილობის ინდიკატორებების ნათურები 0,8, ან 0,6 ვატია,ახალი ლედ მოწყობილებების კიდევ უფრო ნაკლები ანუ დაახლოებით 150 ჯერ ნაკლებს წერს ჩვეულებრივ 100 ვატიან ნათურასთან შედარებით,მობილური მოწობილობების 3 ან 3,5 ვატი........ასე რომ როზეტში შეერთბულმა მხოლოდ ინდიკატორებმი მთელი თვის განმავლობაში დაახლოებოთ იმდენს წერს ,რასაც 1500 ვატიანი უთო ნახევარ საათში დაწერს...მთლიანად თვეში ჰა ჰა 60-70 თეთრი დაგიწეროს,ერთი პურის ფული....ასე რომ ჩიტი ბრდღვნად არა ღირს...რაც შეეხება კომპიუტერს,ნამდვილად ძილის რეჟიმში თითქმის იმდენივეს წერს
2017, 20 ივნისი, 16:27
ზოგჯერ, თურმე მეც შორე, გავითვალისწინებ ამ სტატიის შემდეგ.
2017, 20 ივნისი, 14:45
ოხ,რა გაუფრთხილებელი ვყოფილვარ
0 1 7