x
image
ცუდი ბავშვი
წიგნი რომელიც ცოცხალია
image


მახსოვს ჩემს ბავშვობაში როდესაც ბებიასთან სტუმრად ჩავედი სარდაფში შემთხვევით ვიპოვე წიგნი რომელიც ჩაკეტილი იყო და გასაღების გარეშე არ იხსნებოდა, როდესაც ნაპოვნი წიგნი ბებიას ვაჩვენე მას თვალები გაუფათოვდა და წიგნი ხელიდან ისე გამომგლიჯა შემეშინდა, წიგნი სასწრაფოდ გადამალა, შემდეგ ჩემთან მოვიდა ბოდიში მომიხადა და წიგნის შესახებ მითხრა რომ მისი გადაშლა და წაკითხვა საშინელებას გამოიწვევდა რადგან ეს წიგნი უხსოვარი დროიდან არსებობს და ის ცოცხალია.


მას შემდეგ გავიდა რამოდენიმე წელიწადი მე გავიზარდე, ერთ დღეს ბებია გარდაიცვალა, მისი ქონება ანდერძად ჩემს სახელზე დატოვა. ბებიას სიკვდილიდან რამოდენიმე თვის შემდეგ სოფელში ისევ ჩავედი სახლის დასალაგებლად, როდესაც სახლი დავალაგე შემდეგ სარდაფში ჩავედი რომ იქაც მიმელაგებინა. სარდაფს რომ ვალაგებდი კედლიდან უცნაური ხმა გავიგონე. მივედი კედელთან ყური მივადე და იქიდან ვიღაცის ჩურჩლის ხმა შემომესმა. ავიღე დიდი რკინა და კედელს დავარტყი, კედლის ნახევარი სულ ჩამოიფშვნა და იქიდან ის წიგნი გადმოვარდა რომელიც ბავშობაში ვიპოვე, ბებიას ნაამბობი წიგნის შესახებ სულ გადამავიწყდა, წიგნის საკეტი ჩაქუჩით გავხსენი და როდესაც წიგნის პირველი გვერდი გადავშალე საშინელი სიცივე ვიგრძენი, ამას ყურადღება არ მივაქციე ვიფიქრე ალბად ორპირი ქარის ბრალი იყო, წიგნში რამოდენიმე მოთხრობა ეწერა საშინელ ამბებზე, ვიფიქრე საღამოს წავიკითხავ დაწოლის წინ და წიგნი ზემოთ ავიტანე ჩემოდანში ჩავდევი და წამოვიღე თბილისში. მას შემდეგ რაც თბილიში ჩამოვედი სიცივის შეგრძნება არ მშორდებოდა, არადა ძალიან ცხელოდა აგვისტო იყო. წიგნი აღარც მახსოვდა და ერთ ღამეს ჩემი გარდერობიდან ისევ ჩურჩულის ხმა შემომესმა ავდექი გავაღე კარადა თუ არა იქიდან წიგნი გადმოვარდა, ამან ძალიან გამაოცა. წიგნი ავიღე გადავშალე და მოულოდნელად ფანჯარაში ცივი ქარი შემოვარდა, ფანჯარა მივხურე, დავიწყე წიგნის პირველი გვერდიდან კითხვა, პირველი მოთხრობა იყო უცნაურ ბავშვზე რომელსაც დედამისი სახლიდან არ უშვებდა რადგან ის ხანდახან მეზობლებს სახლში უვარდებოდა იატაკზე წვებოდა და საშინელი ხმით ყვიროდა, როდესაც ბავშვი ასე იქცეოდა იმ მეზობელს მეორე დღეს ცუდი რამ ემართებოდა. ბავშვს არ უყვარდა კატები და ძაღლები, თუ სადმე მათ დაიჭერდა საშინლად აწამებდა, ბოლოს კი ბავშვი და მისი მშობელი დედა ერთ დღეს გაუჩინარდა, არავინ იცოდა სად უნდა ეძებნათ და მის კვალს ვერსად მიაკვლიეს.


ამ მოთხრობის დროს ძილი მომერია და ჩამეძინა, დილით საშინელმა კოშმარულმა სიზმარმა გამაღვიძა, სიზმრად ვნახე უცნობი ბავშვი რომელიც მომიახლოვდა ჩემს ფეხებთან იატაკზე დაწვა და ყვირილი დაიწყო. სიზმარს ყურადღება არ მივაქციე ვიფიქრე რომ წიგნში წაკითხული ძილში ჩამყვა. ავდექი და სამსახურში წავედი, საღამოს სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი მანქანით შუქნიშნის გაჩერებაზე ავარია მომივიდა, შუქნიშანთან ვიდექი ველოდებოდი როდის აინთებოდა მწვანე ფერი და ამ დროს უკნიდან ისეთი სიძლიერით დამეტაკა დიდი სატვირთო რომ ჩემი მანქანა წინ მდგარ სხვა მანქანას მიახეთქა და საშინლად დაიჭეჭყა, ბედზე გადავრჩი იმიტომ რომ ჩემი დაკუჭული მანქანიდან გამოყვანა მაშველების დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო, საბედნიეროდ ერთი ნაკაწრიც კი არ მქონდა რაც ყველას ძალიან გაუკვირდა. შემდეგ ბებიას ნათქვამი გამახსენდა როდესაც ბავშვობაში მითხრა წიგნის შესახებ და მიხვდი რომ დღევანდელი ჩემი შემთხვევა წიგნის ბრალი იყო. ამან უფრო დამაინტერესა და ერთი სული მქონდა სახლში როდის მივიდოდი რადგან სხვა მოთხრობებიც წამეკითხა, ძალიან დამაინტერესა. საღამოს ისევ გადავშალე წიგნი და ისევ ნაცნობი სიცივის შეგრძნება მქონდა, დავიწყე მეორე მოთხრობის კითხვა.



გაგრძელება შემდეგ სტატიაში.


image



1
125
6-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
125
  
2021, 20 ოქტომბერი, 23:56
ძალიან მაგარია!
0 1 1