სისხლის სამართალი მკვლელი პოლიციელები 2017, 16 ივნისი, 11:39 სამწუხაროდ ისეც ხდება, რომ იმის ნაცვლად, რომ პოლიციელმა მოქალაქეები დაიცვას, მათ უსაფრთხოებაზე იზრუნოს და დამნაშავე დაააკავოს, თვითონ ხდება კრიმინალი და მეტიც, ზოგჯერ სერიული მკვლელი ან მოძალადე.ქვემოთ გაეცნობით ყველაზე გახმაურებულ ფაქტებს მთელი მსოფლიოდან.
1)ანტონიო ლუის კოსტა-(დაბ.1953წ)პორტუგალია, პოლიციის გვერდიის ოფიცერი, სერიული მკვლელი. 2005-2006 წლებში მოკლა სამი ახალგაზრდა ქალი.2007 წელს სასამართლომ ლუის კოსტას 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2)როჯერ როჯერსონი-(დაბ.1941წ)ავსტრალია, ახალი სამხრეთი უელსი-როჯერსონი იყო ერთ-ერთი სამაგალითო პოლიციელი, დაჯიდლოებული იყო 13-ჯერ მამაცობისთვის, მათ შორის საქმისადმი თავდადებული ერთგულებისათვის უმაღლესი საპოლიციო ჯილდო-პიტერ მიტჩელის პრემიით. 1999 წელს როჯერსონი დააკავეს მინიმუმ ორი მკვლელობის, მექრთამეობის და ნარკოვაჭრობის ბრალდებით.2016 წელს როჯერსს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 3)სტეფანიე ლაზარუსი-(დაბ.1960წ)1986 წელს შერი რასმუსენი მოკლული აღმოაჩინეს საკუთარ სახლში ვან ნუისში(შტატი კალიფორნია)სადაც ის საკუთარ ქმართან ჯონ რეტენთან ერთად ცხოვრობდა, ეს საქმე 20 წლის განმავლობაში გაუხსნელი იყო. საქმე მხოლოდ 20 წლის შემდეგ, დნმ ანალიზის შემდეგ გაიხსნა, მკვლელი აღმოჩნდა პოლიციელი ქალი სტეფანიე ლაზარუსი, რომელმაც მოკლა ქალი შურიძიების გამო.როგორც მოგვიანებით გაირკვა ერთ-დროს ლაზარუსს და ჯონ რეტენს ურთიერთობა ჰქონდათ, ლაზარუსს იმედი ჰქონდა, რომ მისი ცოლის მოშორებით დაიბრუნებდა ყოფილ შეყვარებულს.2012 წელს პოლიციელს 27 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 4)სერგეი ტკაჩი(დაბ.1952წ)-მილიციელი და ექსპერტ-კრიმინალისტი, უკრაინელი სერიული მკვლელი.1980 წლიდან 2005 წლამდე დანაშაულის ადგილი მოიცავდა ყირიმის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის მხარეებს. მსხვერპლს აუპატიურებდა, მათ შორის გარყვნილ ფორმაში, შემდეგ კლავდა. უმეტესად 9 წლიდან 17 წლამდე გოგონებს. პირველად მკვლელობა ჩაიდინა ქალაქ სიმფეროპოლში 1980 წელს, სადაც მოახერხა, დაახრჩო და გააუპატიურა ახალგაზრდა ქალი, შემდეგ თვითონვე დარეკა პოლიციაში. უკანასკნელი მსხვერპლი გახდა 9 წლის ეკატერინა. სერგეი ტკაჩს მრავალი წელი ეძებდნენ. თუმცა მისი დაკავება მხოლოდ 2005 წლის ზაფხულში მოხერხდა. სამჯერ იყო დაქორწინებული, ჰყავს ოთხი შვილი. თავად ტკაჩი ამტკიცებდა, რომ მოკლა 100-მდე ადამიანი, თუმცა დაუმტკიცდა 37 მკვლელობა.2008 წელს ტკაჩს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 5)ბარენდ სტრიდომი-(დაბ.1965წ) სამხრეთ აფრიკა, პოლიციელი, ორგანოებიდან დაითხოვეს მას შემდეგ, როდესაც ავტოავარიის ადგილზე თავმოკვეთილ მსხვერპლთან ფოტო გადაიღო.23 წლის იყო, როდესაც სტრიდომის მოედანზე(პრეტორია) 7 შავკანიანი მოკლა და 15 დაჭრა, ამის გარდა ერთი წლით ადრე(1987 წელს) მოკლა ქალი და დაჭრა კიდევ ერთი ადამიანი. სტრიდომს 1990 წელს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილი მიესაჯა. 6)მიხაილ პოპკოვი-(დაბ.1964წ)-მილიციელი, სერიული მკვლელი და მანიაკი, 1994-2000 წლებში მოკლა მინიმუმ 22 ქალი, მთლიანად აღიარა 81 ქალის მკვლელობა.დაუმტკიცდა 60. 2017 წელს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. 7)პატრიკ კელი-კანადა-პოლიციელი, ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურის ოფიცერი.1984 წელს საკუთარი ცოლი, ჟანეტ კელი 17-ე სართულის აივნიდან გამოაგდო.მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.2010 წელს ციხიდაან გაანთავისუფლეს, თუმცა 2012 წელს ისევ დააბრუნეს ციხეში. 8)დრიუ პეტერსონი(დაბ1954წ)-აშშ, პოლიციის სერჟანტი, სამართალდამცავები მაშინ დაინტერესდნენ პოლიციელით, როდესაც 2007 წელს მისი მეოთხე ცოლი სტეისი უგზოუკვლოდ გაუჩინარდა, სამი წლით ადრე, დრიუს მესამე ცოლი კეტლინი აბაზანაში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს, მაშინ ეს უბედურ შემთხვევად მიიჩნიეს, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ ბევრი ფაქტი მიუთითებდა იმას, რომ შესაძლოა მკვლელობა იყო ჩადენილი. 2009 წელს გამოძიების, ექსპერტიზის შედეგების მიხედვით პროკურატურას საკმარისი მასალა დაუგროვდა, რომ პოლიციელისთვის ბრალდება წაეყენებინათ.2016 წელს პეტერსონს სამუდამო პატიმრობა და დამატებით 40 წელი მიესაჯა. 9)გრეგ ალან პეიერი-(დაბ.1950წ)აშშ, პოლიციის პატრული, სერიული მოძალადე და მკვლელი.პეიერი სარგებლობდა თავის უფლებამოსილებით, აჩერებდა მარტოხელა ქალ-მძღოლებს, ადებდა ხელბორკილებს და აუპატიურებდა.1988 წელს მისი მორიგი"ნადირობა" მსხვერპლით დასრულდა, სტუდენტ კარა ნოტას პოლიციელმა ჯერ ფანარი ჩაარტყა, შემდეგ თოკით გაგუდა და ხიდიდან გადააგდო. გრეგ ალან პეიერს 25 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 10)ჟერარდ ჯონ შეფერი-(დაბ.1946წ)(აშშ)-პოლიციის პატრული 1971 წლიდან, სერიული მკვლელი.1971-72 წლებში მოკლა 30 ქალი და გოგონა.დააკავეს 1973 წელს. 1995 წელს შეფერი ციხის კამერაში მოკლული აღმოაჩინეს. 174 6-ს მოსწონს 1-ს არა
|