რელიგია ინდოეთში დაიბადა ხბო,რომელსაც ადამიანის სახე აქვს და მას ეთაყვანებიან(ვიდეო) 2017, 13 ივნისი, 13:16 უტარ -პრადეშში(ჩრდილოეთ ინდოეთი) მოხდა ადგილობრივების აზრით მოხდა ნამდვილი სასწაული.
ქალაქ -უტარ პრადეშში ხალხის რიგი დგას იმისთვის, რომ მკვდარ ხბოს თაყვანი სცენ.პირუტყვმა დაბადებიდან მხოლოდ 1 საათი იცოცხლა, ხოლო გარეგნულად იმდენად უცნაურად გამოიყურებოდა, რომ იგი მოწმუნეებმა მიიჩნიეს ღმერთი ვიშნუს ავატარად, რომელსაც 24 გარდასახვა გააჩნია.გვამი შუშის სარკოფაგში განათავსეს, ადგილობრივი მაცხოვრებლები მას ეთაყვანებიან, ამის შესახებ იუწყება Discoverer24. ხბოს თავი ძალიან წააგავს ადამიანის სახეს, თავის ქალა საერთოდ არ წააგავს ძროხას. ხბოს გვამს სამი დღის შემდეგ კრემაციას გაუკეთებენ, ხოლო ფერფლს მოაყრიან იმ ტაძარში, რომელსაც სპეციალურად ვიშნუს სახელზე ააგებენ. 432 4-ს მოსწონს 1-ს არა
|