იცოდით,
რომ ცეზარს მხოლოდ ერთი უახლოესი მეგობარი ჰყავდა - მისი პირადი ექიმი.
ისტორიკოსების მტკიცებით, ცეზარი მხოლოდ თავის ექიმს ენდობოდა. ერთხელ,
როდესაც ცეზარი ცუდად გახდა, მისმა ექიმმა გადაწყვიტა მოემზადებინა
ბალახეულით დამზადებული სპეციალური წამალი. ამასობაში, სანამ ცეზარის
პირადი ექიმი ამზადებდა წამალს, ცეზარს ანონიმურად მიუვიდა წერილი, სადაც
ეწერა, რომ მის უახლოეს მეგობარს (მის პირად ექიმს) განზრახული
ჰქონდა მისი მოწამლვა და შესაბამისად წერილის ავტორი აუწყებდა ცეზარს, რომ
მას არ დაელია ის წამალი, რომელსაც მისი პირადი ექიმი მისცემდა. წერილის
წაკითხვის შემდეგ, როდესაც ცეზარის პირადი ექიმი მივიდა მასთან რათა წამალი
მიეცა, ცეზარმა გამოართვა მას ეს წამალი და სანამ იგი ბოლომდე სვავდა ამ
სითხეს, მან მისცა თავის ექიმს ეს ანონიმური წერილი და ამასობაში ის
წამალიც ბოლომდე დალია.
წერილის წაკითხვის შემდეგ, გაოგნებულმა ექიმმა
თავის ცეზარს ჰკითხა, თუ რატომ ენდო ცეზარი მის პირად ექიმს, ხოლო ამ დროს
ცეზარმა მიუგო:" უმჯობესია მოვკვდე, ვიდრე ჩემს საუკეთესო მეგობარში ოდესმე
დავეჭვდეო"