x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
ჩრდილოეთ კორეაში ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ მათი კოსმონავტი მზეზე დაეშვა!!!
image
ჩრდილოეთ კორეაში პროპაგანდა ძალიან ძლიერია.
რამდენიმე წლის წინ მთელი მსოფლიო იცინოდა მათ „ახალ ამბავზე“ ჩრდილოეთ კორეის ფეხბურთის ნაკრების გამარჯვების თაობაზე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში.



ახლა კი მათ მთელი სერიოზულობით განაცხადეს სახელმწიფო ტელევიზიის ეკრანებიდან, რომ მათი ჩვიდმეტი წლის კოსმონავტი მზის ზედაპირზე დაეშვა. და უკან დაბრუნებაც კი შესძლო.


რა თქმა უნდა, პროპაგანდისტებს ამ თეზისების არავითარი დამამტკიცებელი ფაქტი არ წარუდგენიათ. ახალი ამბავი ტელეწამყვანმა წაიკითხა - და მორჩა.


„კოსმონავტი“, რომელიც ალბათ ნაციონალური გმირი გახდება, ჰუნგ ილ ჰონგია. დეტალებიდან ცნობილია მხოლოდ ის „ფაქტი“, რომ მან იმოგზაურა „გვიან ღამით,
რათა მაღალი ტემპერატურის ზეგავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო“. და ის, რომ ფრენა
გრძელდებოდა 18 საათი. (მზემდე მიღწევას კი მხოლოდ 4 საათი დასჭირდა).






ახლა კოსმონავტი სამშობლოში დაბრუნდა და ძალების აღდგენის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ირთან ელოდება შეხვედრა.



თუ ვინმემ საერთოდ გაიგო, რაშია უზუსტობა, ეგრევე გეტყვით: მზის ზედაპირზე
ტემპერატურა დაახლოებით 6 000 გრადუსია, ასე რომ დაშვება მასზე შეუძლებელია.

აბა, როგორ მოგწონთ ეს ახალი ამბავი?!( შენიშვნის სახით მოგახსენებთ: ეს მოხდა 2014 წელს).


იხილეთ ასევე:

1. მსოფლიოს დიდი პოლიტიკოსების კურიოზები.(ნაწილი 2)


2. მსოფლიოს დიდი პოლიტიკოსების კურიოზები.


3. 15 საიდუმლო აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტებზე, რაც თქვენ არ იცოდით


4. სიკვდილით დასჯა ჩინეთში ხელისუფლების უმაღლეს დონეზე!!!


5. ლიუდმილა პუტინას სენსაციური განცხადება: „ჩემი მეუღლე უკვე დიდი ხანია მკვდარია“







8
2238
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
2238
  
2019, 28 სექტემბერი, 10:40
ავტორ; თუ ვინმემ არ იცის მზეზე რო ძალიან ცხელა დაე ნურც გაიგებს, მაგრამ დანარჩენებს დარწმუნებული იყავი ახსნა არ გვჭირდება :) :)
2017, 14 ივნისი, 19:03
რა კაცია მიშას დროს რომ ყავდათ ხალხი ისეა ზუსტად
2017, 14 ივნისი, 9:13
მართალი ბრძანდებით, სატელიტიც აქვთ და ინტერნეტიც, მაგრამ ამ ტექნოლოგიებით, 25 მილიონიან ქვეყანაში, მხოლოდ პოლიტიკური ელიტა და მათთან დაახლოებული პირები სარგებლობენ, დაახლოებით 1000 კაცის ოდენობით.
2017, 13 ივნისი, 18:16
ჩემს მიერ გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიებს გაეცანით და გაიგებთ, მე რა და როგორ მგონია
2017, 13 ივნისი, 16:39
აჰა,მასე გონიათ...თავად როგორ გგონიათ?
2017, 13 ივნისი, 16:38
ნუ ყვებით რა ზღაპრებს,ამ საღორეს მიხედოს ხალხმა ჯობია,ჩრდილოეთ კორეის დაცინვას,მზეზე დაშვება და მსოფლიოს მოგება თქვენივე მოგონილი ზღაპრებია,კორეაში მაგას არავინ ამბობს,რეალობა კიდევ რაცაა,ჩრდილო კორეა კოსმოსში რაკეტებს უშვებს და საკუთარი სატელიტებიც აქვს,საკუთარი პომიდორისტვის ვერ მოგვივლია ჩვენ!
2017, 13 ივნისი, 12:48
ეჰ, ნეტა მაგათი გეოგრაფიის სახელმძღვანელოები მანახა :) ალბათ, დედამიწა ბრტყელი გონით და მაშინ თენდება, მზე რომ თვალებს გაახელს (:
0 1 8