სხვა ნამდვილი ამბავი. ზებუნებრივი ტყის სული. 2017, 13 ივნისი, 3:15 გამარჯობათ ვარ ამოუცნობი ზებუნებრივი ძალებზე მონადირე, მინახავს უამრავი უცნაური მოვლენები მაგრამ დღემდე ცოცხალი ვარ რადგან ჩემი მფარველი ჩემი ღმერთია, ღმერთმორწმუნე ადამიანი კი უშიშარია და მეც ბავშობიდან არაფრის შიში არ მაქვს. მინდა გიამბოთ ნამდვილ ამბავზე რომლის მხილველი თავად გავხდი. იმერეთის ერთ-ერთი ტყით დაფარულ მთიან რეგიონში ჩავედი უცნაური ზებუნებრივი მოვლენების შესასწავლად, ტყეში ხშირად დაუნახავთ მოჩვენება რომელიც ხის მოსაჭრელად ტყეში შესულ ადამიანს აშინებს და უფლებას არ აძლევს ერთი პატარა ხეც მოჭრას, ძალიან მაინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა ტყის მცველი მოჩვენება, როდესაც იმ ტყეში შევედი მაშინვე ვიგრძენი მისი იქ არსებობა რადგან თითქმის ყველა ხეზე ბასრი საგნით ამოტვიფრული იყო ჯვრები, ეს არ იყო ვინმე ადამიანის მიერ გაკეთებული რადგან ჩემი მეგზური დარწმუნებით ამბობდა რომ მოჩვენების ნახელავი იყო. ახლო სოფლიდან მეგზური თან წავიყვანე იმ შემთხვევისთვის რომ მარტო გზას ვერ გავიგნებდი და შეიძლება დავკარგულიყავი. ჯვრებს ფოტოებს ვუღებდი და თანდათან ტყის სიღრმეში შევდიოდით, რაც უფრო ღრმად შევდიოდი ხეებზე ჯვრებს ვეღარ ვხედავდი ამოტვიფრულს, ამასობაში დაღამდა და გავშალე კარავი, ასე გავატარეთ ტყის შუაგულში რამოდენიმე დღე და ღამე მაგრამ მოჩვენება არსად ჩანდა არადა ძალიან მსურდა მისი დანახვა და მაინტერესებდა რა ძალა ჰქონდა მას, გადავწყვიტე მისი გამოწვევა, ძალიან არ მიყვარს ხის მოჭრა ან პატარა ყვავილის უბრალოდ განადგურება უმიზეზოთ მისი მოწყვეტა და ან უბრალოდ სახლში ქოთანში ჩასადებადაც ძალიან მეცოდება, მაგრამ ისე ვიყავი აღელვებული ავიღე ნაჯახი და ამოვარჩიე ძალიან მსხვილი ხე მოსაჭრელად, დავიწყე მისი ჩეხვა იმ იმედით რომ მოჩვენება განრისხდებოდა ჩემს საქციელზე და მოქმედებას დაიწყებდა მაგრამ ის ჯერჯერობით არ ჩანდა, მომბეზრდა ეს ყველაფერი და ხის მოჭრას თავი დავანებე ხეს ბოდიში მოვუხადე, ვიფიქრე კიდევ ერთი ღამე გამეთენებინა ტყეში და დილით სახლში დავბრუნებულიყავი. იმ ღამით უცნაური შიშის მომგვრელი ჯერ მგლების ყმუილი და შემდეგ ტურების კივილი, შემდეგ ჩიტების გამაყრუებელი სტვენის ხმა გაისმა, ბოლოს ქარი ამოვარდა და ისეთი გრგვინვა დააწყებინა ხის ფოთლებს რომ ერთი წამით ვიფიქრე თითქოს სატანამ დაიღრიალა ქვესკნელიდან. ქარი რომ ჩაწყნარდა ჩემს მიერ დაჩეხილმა ხემ მწვანედ ნათება დაიწყო და ნაჭრილობები ადგილი ნელნელა ისევ მთელი გაუხდა. ჩემს მეგზურს შიშისგან ხმა ჩაუვარდა და კანკალი დაიწყო მე კი ძალიან მიხაროდა, უეცრად განათებული ხის უკან თითქოს ვიღაც დავინახე, მივუახლოვდი ხის უკან ფრთხილად გავიხედე და დავინახე ადამიანის მაგვარი არსება რომელსაც ხელის თითები ხის ტოტებივით ჰქონდა გაშლილი და ასევე თავზეც უზარმაზარი ტოტები ჰქონდა ამოსული, მას ხელი ხეზე ჰქონდა მიდებული და რაღაცას ბუტბუტებდა, როდესაც დაამთავრა ერთი შემომხედა ისეთი თვალებით თითქოს ჩემი საქციელი მაპატია შემდეგ შებრუნდა გაიარა ორი ნაბიჯი თუ არა მოულოდნელად ჯერ მგლად გადაიქცა, გზა ძუნძულით გააგრძელა, ამის შემდეგ კი ფრინველად და ხეებს შორის სიბნელეში გაუჩინარდა. დილით კი ჩემს მიერ ნატანჯ ხეზე ჯვარი დავინახე ამოტვიფრული. მეგობრებო გაუფრთხილდით ხეებს, ისინი რომ არა ჩვენ არც კი ვიარსებებდით, თუ ერთს მოჭრით მის მაგივრად დარგავით ორი, ხეები ჩვენი სიცოცხლეა. 237 8-ს მოსწონს |
ისე იქ სადაც მგელია იქ ტურა არ ჩერდება–ეს ისე განმარტებისათვის!!!