x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
7 ფაქტი მაკდონალდსის შესახებ, რომლის გაგების შემდეგ, იქ ვიზიტებს შეამცირებთ

image

image

…«მაკდონალდსი» არის სკოლებში, გემებზე, კინოთეატრებში...

…1970 წელს ამერიკელები საკვებზე 6 მლრდ. დოლარი დახარჯეს, 2001 წელს – 110 მლრდ. რაც უფრო მეტია, ვიდრე უმაღლეს განათლებაზე, კომპიუტერებზე და ავტომობილებზე. მეტი, ვიდრე წიგნებზე, ფილმებზე, ჟურნალ-გაზეთებზე, ვიდეოზე და მუსიკაზე – ერთად.

…ყოველ დღე, ზრდასრული ამერიკელების მეოთხედი ფასტფუდში სადილობს და ერთი საშუალოსტატისტიკური ამერიკელი, კვირის მანძილზე, 3 ჰამბურგერს და 4 ულუფა კარტოფილს მიირთმევს. ფასტფუდი არის და ყოველთვის იქნება, მიუხედავად იმისა, მოსახლეობის რა რაოდენობა არის მისი მომხმარებელი.

… «მაკდონალდსის» რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა იხარჯება მსოფლიო მასშტაბით.

imageimage

image1. სპეციალურად «მაკდონალდსისთვის» ქათმის ჯიში «მისტერ MD» გამოიყვანეს, რომელიც სხვა ქათმებისგან, დიდი მკერდით გამოირჩევა.

2. «მაკდონალდსის» წყალობით, ბავშვებში, გაზიანი სასმელის მოხმარება გაიზარდა. 50-იან წლებთან შედარებით, დღეს თითო ულუფაზე, 2-ჯერ მეტი კოკა-კოლა გაიცემა. რამაც, საბავშვო დიაბეტის «გაახალგაზრდავება» გამოიწვია.

3. გემოს გამაძლიერებლის (ნატრიუმის გლუტონატი (E621) წყალობით, რომელსაც კომპანიაში იყენებენ, კერძები უფრო გემრიელიც არის და მომხმარებელს მასზე დამოკიდებულს ხდის, – ეს ნამდვილი ნარკოდამოკიდებულებაა!!!

საქმე ისაა, რომ ადამიანი ისე სწრაფად ეჩვევა «ხელოვნურ» გემოს, რომ ბუნებრივი საკვები, გემოს გამაძლიერებლის გარეშე, უკვე აღარ მოსწონს. ასეთ სიტუაციაში, წონის მომატება — მხოლოდ დროის საკითხია.

4. კარტოფილის გემო «მაკდონალდსში» ყველას მოსწონს. ათეულობით წლის მანძილზე, ის მხოლოდ ცხიმზე იყო დამოკიდებული, რომელიც საქონლის ცხიმის (93%) და ბამბის ზეთის (7%) ნაზავისგან შედგებოდა. მაგრამ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ქოლესტერინის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, ხალხის მოთხოვნით, ფასტფუდების ქსელი 100%-იან მცენარეულ ზეთზე გადავიდა. მაგრამ, გემო იგივე დარჩა! დღეს, «მაკდონალდსში», რომ მოითხოვოთ ინფორმაცია კერძის შემადგენლობის შესახებ, გრძელი სიის ბოლოს, «ნატურალური არომატიზატორი» იწერება, – ეს იმის უნივერსალური ახსნაა, თუ რატომ არის იქ ყველაფერი გემრიელი.
5. ჰამბურგერების და კარტოფილის რეცეპტების ძებნას კულინარულ წიგნებში და საიტებზე ნუ დაიწტებთ. თუ რამის გაგება გადაწყვიტეთ, «კვების მრეწველობის ტექნოლოგიის» შრომებს უნდა გაეცნოთ. ის, რასაც ჩვენ მივირთმევთ, უკანასკნელი 40 წლის მანძილზე უფრო მეტად შეიცვალა, ვიდრე მის წინამორბედ, 40 000 წლის პერიოდში. ჰამბურგერის და ყველა კერძის გემო, რაც კი ამ კომპანიის კვების ობიექტებში მზადდება, აშშ-ს უდიდეს ქიმიურ ქარხნებში იქმნება.
6. რაც შეეხება კერძების სუნს, მასზე «International Flavors and Fragrances» (საერთაშორისო გემო და არომატი) კომპანია ზრუნავს, რომელშიც ისეთი პოპულარული სუნამოების არომატებია შექმნილი, როგორებიც არის: «Estee Lauder Beautiful», «Tresor», «Lancome»... გარდა ამისა, იქვე იქმნება არომატები საპნებისთვის, ჭურჭლის სარეცხი საშუალებების, შამპუნების და სხვა საყოფაცხოვრებო სარეცხი და საწმენდი საშუალებებისთვის.
7. ძროხებს, რომლებიც კომპანიის საჭიროებისთვის იკვლება, ვიდრე სასაკლაოზე მოხვდებიან, სამი თვის მანძილზე, მარცვლეულით და ანაბოლიკებით კვებავენ.

image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image

რამდენად მავნებელია ფასტფუდი (სწრაფი კვება)

6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება

ყველაზე საშიში სასმელი მსოფლიოში

2
188
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
188
  
2018, 16 თებერვალი, 0:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 15 თებერვალი, 11:17
ეჰ.კოკა კოლაზეც ბევრი იწერება ,მაგრამ :D :D არც ერთს ტოვებენ და არც მეორეს :))
0 1 2