x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ერთადერთი ვარცხნილობა, რომელიც ყველა ქალს უხდება - გაითვალისწინეთ!
image


როცა შესაფერისი ვარცხნილობის შერჩევის საკითხი წამოიჭრება ხოლმე, ძნელია თავგზა არ აგებნეს იმდენად დიდია სახელწოდებებისა თუ ვარიაციების არჩევანი. მაგრამ არის ვარცხნილობა, რომელიც მიუხედავად სიგრძისა, ნებისმიერი ასაკისა და აღნაგობის ქალს უხდება - ეს არის ე.წ. ბობი.


ქვემოთ გთავაზობთ თვალი გადავავლოთ სხვადასხვა ვარიაციებს ვარცხნილობისა, რომელიც თითქმის ყველა ცნობილ ადამიანს ერთხელს მაინც აურჩევია.



მოკლე ბობი



image

"თოჯინურ" სახეებს, როგორიც აქვს ემა სტოუნსა თუ მირანდა კერის, ძალიან უხდებათ კლასიური სიგრძის - ყურებამდე ან ნიკაპამდე ბობი. ამასთან, კარგი იქნება, თუ ვარცხნილობას ოდნავ დაუდებრობის ეფექტს შესძენთ თავისუფალი კულულების დამატებით.


image
აღნიშნული ვარცხნილობის კიდევ ერთ პოპულარულ ვარიანს წარმოადგენს წინ დაგრძელებული და უკან მოკლე თმა, როგორც მაგალითად, კირა ნაიტლის. ასეთი ვარცხნილობა თხელი თმის მქონე ქალბატონებს მოუხდებათ. ნიკაპის სიგრძის, დახვეწილი ბობი, როგორც ჯენიფერ ლოურენსს, გამოადგებათ იმათ, ვისაც არ უყვარს თმის დავარცხნაზე დიდი დროის ხარჯვა.

გრადუირებული ბობი


image

განსხვავებული სიგრძის კულულები თმას მოცულობას ანიჭებს, მოხერხებულად მალავს ნებისმიერ ნაკლს და ხაზს უსვამს სახის ნაკვთების ღირსებებს. ვარცხნილობის ეს ვარიანტი ყველაზე მეტად მოუხდება გოგონებს, რომლებსაც სახის კუთხოვანი მოყვანილობა ან შედარებით მძიმე ნიკაპი აქვს, როგორც რეიჩელ მაკადამს (მარცხნივ).

დაგრძელებული ბობი


image


კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც უჭირს ვარცხნილობაში არჩევანის გაკეთება - ასეთი სიგრძის თმა მალე გაგეზრდებათ. ამასთან ასეთი ტიპის ვარცხნილობა კარგად გამოიყურება როგორც სწორი, ასევე ტალღოვანი თმის შემთხვევაში.

ასევე გაითვალისწინეთ:


1. ვარცხნილობის 10 ხერხი, რომლებიც მინიმუმ 5 წელს მოგაკლებთ - გაითვალისწინეთ!

image


2. იცით რითი განსხვავდება სინამდვილეში კოკა-კოლა და პეპსი? - ეს ბევრმა არ იცის!

image


3. 7 შეცდომა ჩაცმულობაში, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს გმატებთ - გაითვალისწინეთ!

image


4. რასთან უნდა ვატაროთ ბოტასები და კედები - არ დაუშვათ შეცდომა, ეს ბევრმა არ იცის!

image


5. 10 ნიშანი იმისა, რომ გემოვნება არ გაქვთ - არ დაუშვათ ეს შეცდომები!

image


ა ბევრი სხვა საინტერესო რჩევა იხილეთ ბმულზე.



0
5251
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
5251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0