ორ ფეხზე მოსიარულე უმადური არსება.
ადამიანი უგუნურია, ფენომენალურად უგუნური ანუ თუნდაც სრულებითაც არ იყოს უგუნური, ისეთი უმადური იქნება, მსგავს ვერსად მოიძიებ.
ყოველ ადამიანს ყველგან და ყოველთვის ისე მოქცევა უყვარდა, როგორც მოისურვებდა და არა ისე, როგორც გონიერება და სარგებლიანობა უკარნახებდა. სურვილი კი, შესაძლოა, ხანაც უსათუოდ თავის სარგებლის საწინააღმდეგო იქნეს. საკუთარი ნებსითი და თავისუფალი სურვილი, თუნდაც სრულიად უცნაური კაპრიზი, ზოგჯერ სიგიჟემდე მისული ფანტაზია, დიახ ეს გახლავთ სწორედ ის გამოტოვებული, უსარგებლო სარგებელი, რაც ვერავითარ კლასიფიკაციაში ვერ თავსდება და რომელიც ყველა სისტემისა და თეორიის გამაცამტვერებელია. იმ ბრძენთა ბრძენებმა საიდან გამოჩხრიკეს, რომ ადამიანს მაინცდამაინც ნორმალური, მაღალზნეობრივი წადილი ესაჭიროება? ადამიანს მხოლოდ დამოუკიდებელი წადილი ესაჭიროება, ეს დამოუკიდებლობა რადაც არ უნდა დაუჯდეს და სადამდეც არ უნდა მიიყვანოს. ხოლო წადილი წადილი ხომ ეშმაკმა უწყის...
ვთქვათ ადამიანი უგუნური არ არის. მაგრამ უგუნური თუ არ არის, საშინლად უმადური მაინც გახლათ. ფენომენალურად უმადური! ისიც კი მგონია რომ ადამიანის საუკეთესო განსაძღვრა ეს არის: იგი ორ ფეხზე მოსიარულე უმადური არსებაა.