x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
დედამიწაზე პირველი მოსახლეობა 500 მლნ. წლის წინ გაჩნდა (დედამიწის ქრონიკები – I ნაწილი)

ძველი წყაროების ცნობით, დედამიწაზე პირველი მოსახლეობა, მინიმუმ 500 მლნ. წლის წინ გაჩნდა. ინდური ვედების მიხედვით, პლანეტაზე, ჩვენს ცივილიზაციამდე, 24 ცივილიზაცია უკვე არსებობდა...

ქვემოთ მოცემულ ტექსტში, შესაძლებელია ქრონოლოგია ზუსტი არ იყოს. ამიტომ, რთული სათქმელია, რეალურად, როდის გამოჩნდა პირველი ადამიანი დედამიწაზე. მაგრამ, ყველაზე უძველესი ძვალი, რომელიც ადამიანს ეკუთვნოდა, 185 მლნ. წლის კვარციტში იყო განამარხებული. ეს აღმოჩენა ამერიკის ტერიტორიაზე, საუკუნე ნახევრის წინ იყო გაკეთებულ. შედარებით ახალი აღმოჩენებიდან, აღსანიშნავია 2007 წლის დასაწყისში, ბრიტანელი პალეონტოლოგების მიერ, გობის უდაბნოში, 45 მლნ. წლის ასაკის ქანებში, ნაპოვნი ადამიანის ჩონჩხია.


image


რაც შეეხება ადამიანების მიერ დედამიწის ათვისების ქრონოლოგიას, იგივე ვედურ წყაროებზე დაყრდნობით, ასეთია:


1 500 მლნ. წლის წინ — მიდგარდზე (ვედურ ლიტერატურაში, ხშირ შემთხვევაში, დედამიწა ასე არის მოხსენიებული) თეთრი ადამიანები გამოჩნდნენ. პლანეტის კლიმატი ჯერ კიდევ შეუფერებელი იყო ადამიანებისთვის და ისინი მზის სისტემის სხვა პლანეტებზე დასახლდნენ.


800 - 200 მლნ. წლის წინპროტეროზოურ და პალეოზოურ ერებში, ადამიანის ცხოვრებისთვის შეუფერებელი გარემო პირობების გამო, დედამიწაზე მოსახლეობა ჯერ არ იყო. თუმცა, დროდადრო, კოსმოსიდან მოსული, თეთრი რასის წარმომადგენლების დროებითი ბაზები ჩნდებოდა.


200 მლნ. წლის წინმეზოზოურ ერაში, დედამიწაზე ემიგრანტების ახალი ტალღა გამოჩნდა. მათ გამოაცოცხლეს პალეოზოური პერიოდის ბოლოს, ვულკანური პროცესების შედეგად, თითქმის გადამწვარი დედამიწა და ახალი ცივილიზაციის განვითარებას დაუდეს სათავე. სწორედ ეს ადამიანები ცხოვრობდნენ დინოზავრებთან ერთად. მათ შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ თეთრი რასის წარმომადგენლები იყვნენ.


100 მლნ. წლის წინ — სირიუსიდან წითელი გიგანტების რასის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მათ ზღვის სანაპიროებზე გადახურული ქალაქები შექმნეს. ისინი საფრენი აპარატებით დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე და კოსმოსში მოგზაურობდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ მათ მიერ ან მათი შთამომავლების მიერ იყოს შექმნილი ნასკას პლატოს გეოგლიფები.


66 მლნ. წლის წინ — დედამიწაზე კატასტროფა მოხდა და ამერიკელი ინდიელების ლეგენდების თანახმად, ადამიანებმა იცოდნენ მოსალოდნელი უბედურების შესახებ. მათმა ნაწილმა დედამიწა დატოვა. ხოლო, ვინც დარჩა, მიწისქვეშ თავშესაფრები ააშენა და მოსალოდნელ სტიქიას იქ დაემალნენ. ძველი ეგვიპტური ტექსტების მიხედვით, ცეცხლოვანი კატასტროფის შემდეგ, წითელი გიგანტები დედამიწაზე, კიდევ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ.


18 მლნ. წლის წინ — შორეული კოსმოსიდან, თითქმის ერთდროულად, დედამიწაზე ორი რასის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ: ორიონის თანავარსკვლავედიდან ე. წ. თეთრი ღმერთების რასა, ხოლო სირიუსის ორმაგი ვარსკვლავიდან – შავი რასა.

იმ პერიოდისთვის, დედამიწა თითქმის ისე გამოიყურებოდა, როგორც ახლა და ცივილიზაციები შემდეგნაირად გადანაწილდნენ: ამერიკის კონტინენტებზე წითელი გიგანტები ცხოვრობდნენ. ორიონიდან მოსულები, ევრაზიის კონტინენტზე დასახლდნენ, ხოლო სირიუსიდან ჩამოსულებმა – აფრიკის კონტინენტის ათვისება დაიწყეს.


image


2 მლნ. წლის წინ — ადამიანებმა წყნარი ოკეანის სანაპიროს ათვისება დაიწყეს. წითელკანიანმა და შავთმიანი, თეთრი რასის წარმომადგენლებმა, წყნარ ოკეანეში მდებარე, მუს (ლემურია, იგივე პაციფიდა) კონტინენტზე დაიწყეს დასახლება.


700 000 წლის წინ — ლემურია და მისი მოსახლეობა, კონტინენტზე ჩამოვარდნილმა ასტეროიდმა, ან მძლავრმა ვულკანურმა პროცესმა შეიწირა. ძველი წყაროების ცნობით, 68 მლნ–მდე ადამიანი დაიღუპა. ხოლო, კონტინენტი 1 ღამეში, ოკეანემ შთანთქა. გადარჩენილი ადამიანების ნაწილი, ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად: წითელკანიანები ჩრდ. ამერიკის ტერიტორიაზე დასახლდნენ, თეთრკანიანები – სამხ. ამერიკაში. მოსახლეობის ნაწილი კი, წყნარი ოკეანის კუნძულებზე გაიფანტა.


და დედამიწამ, ზუსტად ისეთი სახე მიიღო, როგორიც ის დღეს არის. თუმცა, ერთი განსხვავება მაინც იყო – იმ დროს, ლეგენდარული ატლანტიდა, ჯერ კიდევ არსებობდა...


image

სხვა სიახლეები:


* ბიბლიური სასწაულები და მათი ახსნა მეცნიერული თვალსაზრისით

* რა მოხდა 65 მილიონი წლის წინ და რატომ ამოწყდნენ დინოზავრები? (ასტეროიდი დამნაშავე არ არის)

* 10 საინტერესო ფაქტი კეისრის შესახებ

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
277
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0