x
image
მადამ ფისუნია
კონსტრუქტივიზმი და 1920 -იანი წლების ქართული არქიტექტურა

image

კონსტრუქტივიზმი საბჭოთა რუსეთში დაიბადა 20-იანი წლების არქიტექტურაში ნოვატორული იდეები შემოიტანა. მან იქონია გავლენა დეკონსტრუქტ ივზე, რომელიც წინამორბედად კონსტრუქტივიზმს მიიჩნევდენენ. 1920 -იან წლების მეორე ნახევარში ჩვენთანაც დაინტერესდნენ კონსტრუქტივიზმით, მაგრამ 1920 -იანი წლების საქართველოს არიტექტურას 3 რამ განაპირობებდა : 1)“ისტორიზმი“, რომელიც ქართული ეროვნული არქიტექტურის პრინციპების ათვისებას ისახავდა მიზნად. 2) კონსტრუქტივიზმი, რომელიც იგრძნობოდა 1925 წლის შემდეგ 3) საბჭოთა სოციალისტური იდეოლოგია, რომელიც პარტიული მითითებებით ახდენდა საბჭოთა არქიტექტურის ფორმირებას. საბჭოთა არქიტექტურაზე წერისას ვახტანგ ბერიძე გამოჰყოფდა ორ ხაზს: 1)ეროვნული არქიტექტურის „აღორძინებაზე“ მიმართულია და 2)კონსტრუქტივისტული მიმდინარეობის ათვისებაზე ორიენტირებული. ვახტანგი შეცდომად მიიჩნევს ტერმინს „ქართული სტილი“, რადგან „სტილი დროითი კატეგორიაა, გარკვეულ დროს ახასიათებს“. ამდენად, საუბარი შეიძლება ქართულ ხუროთმოძღვრებაზე და არა სტილზე. ვახტანგი აკრიტიკებს ეროვნული ხუროთმოძღვრების შექმნის სწორხაზოვან გაგებას, ცალკეული არქიტექტურული ფორმის, ან ჩუქურთმის გამოყნებით „ქართული“ხასიათის შექმნის მცდელობებს და არა ხუროთმოძღვრების არსობრივ გაგებას.ვახტანგ ბერიძე აკრიტიკებდა კონსტრუქტივიზმის არსებობას საქართველოში და აღნიშნავდა, რომ აფერხებდ არქიტექტურის განვითარებას და ჩვენთან ხელოვნურად იყო გადმონერგილი. მსგავს აზრს იზიარებდნენ სხვა ხელოვნებათმცოდნეებიც. კონსტრუქტივიზმი 1920 წელს დაიბადა (ამ წელს ძმებმა ნაუმ გაბომ და ანტონ პევზნერმა მანიფესტი გამოსცეს კონსტრუქტივიზმის შესახებ) (ამასთანავე, ამ მიმდიანრეობის ჩასახვა 1914 წლიდანაც ივარაუდება, როგორც ავანგარდული ხელოვნების მიმართულება, რადგან ტატლინი აბსტრაქტულ რელიფებს რევოლუციამდეც ქმნიდა და „კონსტრუქციებს“ უწოდებდა.) და 1930-იანი წლების დასაწყისში დასრულდა. თავიდაპირველად, საბჭოთა რუსეთში კომუნისტური მშენებლობის გამოხატულებად მოიაზრებოდა. მოგვიანებით კი- ბურჟუაზიულ მოვლენად მონათლეს და აკრძალეს. კონსტრუქტივიზმის იდეების სიახლე მისი თამამი პროექტებით გამოიხატებოდა. ამ მიმდიანრეობამ დაბადა დინამიკური ფორმების იდეა, მან კავშირი გაწყვიტა კლასიკურ წესებთან და გამოიყენა სუფთა გეომეტრიული ფორმები. „ტატლინის კოშკი“- ადმინისტრაციული შენობა და მსოფლიო რევოლუციის კომიტეტის სააგიტაციო-პროპაგანდისტული ცენტრი.ტატლინის კოშკი შედგებოდა ლითონის ბურჯებისა და 4 სხვადასხვა სიჩქარით მოძრავი გამჭირვალე მოცულობისგან. ეს იდეა ჩანაფიქრის დონეზე დარჩა, ისევე როგორც ელ ლისეცკის ვერტიკალური ცათამბრჯენები. კონსტრუქტივიზმი განვითარებას აღწევს ძმები ვესნინების შემოქმედებაში.პირველად გამოჩნდენ მოსკოვის შრომის სასახლის კონკურსზე 1922წელს. მათი მნიშვნელოვანი პროექტებია „ლენინგრადსკაია პრავდა“-შენობა. საბჭოთა არქიტექტურის მკვლევარმა სელიმ ჰან - მაგამედოვმა შემოიტანა „პოსტკონსტრუქტივიზმის“ ცნება. მან ცალკე გამოყო თავისებური გარდამავალი ეტაპი საბჭოთა არქიტექტურის ისტორიაში: 1932-36წწ. ესაა პერიოდი, როცა ნელ -ნელა კონსტრუქტივიზმს ცვლიდა „სტალინური ამპირი“.კონსტრუქტივისტული იდეები ჩვენთნაც შემოდის 1920 წელს, მაგრამ აქ ვითარებასხვანიარი დახვდა. 1920 წლებში ეროვნული ფორმის ძიების საკითხი მწავედ იდგა. 1920-იანი წლების არქიტექტურა ისწრაფვოდა ერთი მხრივ, ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებულ არქიტექტურის შექმნას და მეორე მხრივ, კონსტრუქტივიზმის ათვისებას. 1920 -იანი წლების დასაწყისი გვიჩვენებს რომ ძიებები მიდის ტრადიციული ფორმის ათვისების მიმართულებით.მაგალითად, ჩისლიევის პროექტით აშენებული ტრამვაის მუშათა სახლები -ძველთბილისური აივნის გადამუშავებული ვარიანტი. დეკორი -ქართული ტრადიცული მოტივები. კინოსტუდიის შენობა (ბუზოღლი) - სამთაღიანი კარიბჭე, გალერეა, სვანური კოშკის ფორმა, დეკორის მოტივები. ნიშანდობლივია, რომ ცალკეული ფორმების გადმოღება ისტორიული არქიტექტურიდან კი ხდება, მაგრამ ახალ მთლიანობას უკავშირდება. ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს შენობა ჩიტაძის ქუჩაძე საუკეთესო ნიმუშია კონსტრუქტივიზმისა. არქიტექტორმა სევეროვმა ყურადღება გაამახვილა მოცულობებზე, კონსტრუქციულ სიცხადეზე და არა ცალკეულ ფასადსა, დეკორსა თუ ორნამენტზე. რელიეფი კიბის უჯრედში შესრულებულია ნიკოლოზ კანდელაკის მიერ, სხდომათა დარბაზი კი მოხატეს ლანსერემ და კირილ ზდანევიჩმა. ინტერიერში განთავსებული იყო ლენინის სკულპტურული პორტრეტი მხატვრობითა და კერამიკული ფილებით გაფორმებული.მხატვრობაც ინდუსტრალიზაცისა და სოფლის მეურნეობის თემებს ეძღვნებოდა, მაგრმა შემდგომ, მხატვრული ფორმები დაუწუნეს. –“ზედმეტად სქემატური და მოდერნიზებული იყო“. 20-იანი წლების დასასრულს კონსტრუქტივიზმის სტილის შენობები აღარ აშენებულა.1927 წელს არქიტექტორი მიხეილ მაჭავარიანი წერდა: „კონსტრუქტივიზმის მიმართულება თავის დადებით, საღ შედეგს მოიტანს. სახელდობრ მას, რომ ის გასწმენდს კომპოზიციას იმ გადამეტებული, ცრუ წარმოდგენებისაგან, რომლის მიხედვით კომპოზიცია თითქმის მარტო ფასადის ღირსებით ფასდებოდა. ისეთი ფასადის, რომელიც ორგანულად არ იყო დაკავშირებული გეგმასთან, არ გამომდიანროებდა მისგან და არამცთუ სრულებით არ ამჟღავნებდა კონსტრუქციას და შენობის შინაგან მოცულობის ხასიათს, არამედ ზოგჯერ განძრახ მალავდა მას“. თუ მასალასა და კოსტრუქციას ვარგუნებთ გადამწყვეტ მნიშვნელობას, ...ჩვენ გვექნება უსასრულო, თუმც გამძლე ჩონჩხი...ნამდვილი ქართული სტილის სულისა და ხასიათის გადმოცემას მეტად დავშორდებით და შესაძლოა სრულებითაც ვერ შევქმანთ ქართული სტილის მომაგონებელი რამ, მასაშადამე ჩვენს სტილში არ უნდა ჰქონდეს ადგილი ფეტიშიზმს და კონსტრუქტივიზმის უაღრესად განხორციელება -გაღმერთებას.“..- ამ სიტყვებში იკვეთება ის რაციონალური დამოკიდებულება არქიტექტურული ძებების მიმართ რაც არსებობდა 20-იან წლებში. მანამ სანამ, სტალინური ამპირი „შევიდოდა“ „ექსპლუატაციაში“.

0
390
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0