x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რა არის ბედნიერება

რა არის ბედნიერება? აქვს თუ არა ჩვეულებრივ მოკვდავს ამ კითხვაზე პასუხი?! რა თქმა უნდა აქვს! და თითოეული ადამიანის პასუხი ინდივიდუალურია, განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე...

სინამდვილეში ოცი წლის ასაკში ადამიანი ამაზე არ ფიქრობს, რადგან ის თავისთავად ბედნიერია, მიუხედავად იმისა თუ რა პირობებში უწევს მას ცხოვრება: სიღარიბეში თუ სიმდიდრეში, მარტო თუ დიდ ოჯახთან ერთად. მიუხედავად იმისა დაკავებულია პიროვნება თუ უსაქმური, მეოცნებე შემოქმედებითი ნატურაა იგი თუ ყოფითი ცხოვრების უღელში ჩაბმული რეალისტი, მოკლედ არა აქვს არსებითი მნიშვნელობა მდგომარეობას, პირობებს, საქმიანობას... უბრალოდ ამ ასაკში ადამიანს არა აქვს ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე რომელიც ბადებს კითხვას: რისთვის დავიბადე? რა სარგებლობა მომაქვს? რა შემიძლია შევცვალო, გავაკეთო ისეთი რომ ვიყო რეალიზებადი, დაკავებული და წარმატებული?! ამგვარი კითხვები და აზრები ჩნდება დაახლოებით ოცდაათი წლის ასაკში, ან ოდნავ გვიან, როდესაც ადამიანმა გაიარა მოზღვავებული ვნებების და ემოციების პერიოდი, "სიგიჟის წლები", უდარდელი ცხოვრება. თუმცა დარდი შეიძლება ბავშვობიდანვე ახლდეს ადამიანის ცხოვრებას მაგრამ ადრეულ ასაკში იგი ბოლომდე ვერ წვდება და ვერ აცნობიერებს მას ბოლომდე.ყველაფერზე დაფიქრება იწყება მაშინ, როდესაც ამ ყველაფერმა ასე თუ ისე გაიარა, ადამიანი " დანაყრდა" ყველაფრით, შეიცნო ეს თითქოსდა შეუცნობელი სამყარო, მობეზრდა ყოველივე, თითქოსდა დამთავრდა... მაგარამ ამავე დროს არ დამთავრებულა, არამედ დაიწყო ახალი ეტაპი, დაღვინებული და ჩამოყალიბებული პიროვნების ცხოვრების ახალი ეტაპი.

და აი ადამიანი ფიქრობს სად არის ბედნიერება, რაშია იგი? კიდევ ვიმეორებ ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს.ჩემი პირადი მოსაზრება კი ძალიან მარტივია და ვფიქრობ სავსებით რეალურია.

ბედნიერება არის სრული ჰარმონია საკუთარ თავთან და სამყაროსთან, ბედნიერება არის სიმშვიდე შენარჩუნებული ცხოვრებისეულ ქაოსში, ბედნიერება არის საკუთარი თავისა და მოყვასის სიყვარული.ბედნიერება არის განთავისუფლება ყოველგვარი წყენისაგან და დაძაბულობისაგან, ბედნიერება არის სილამაზის აღქმა, ბედნიერება არის სიჩუმე და ყვირილი, ღიმილი და ტირილი, ბედნიერებაა ძილი და გამოღვიძება. და ბოლოს ბედნიერებაა ჩაუქრობელი იმედის ნაპერწკალი, პატარ–პატარა ან ერთი დიდი მიზანი–ასრულებული ან თუნდაც აუსრულებელი.ბედნიერება შენშია ადამიანო, ეძებე იგი განუწყვეტლივ, ეზებე და აუცილებლად იპოვი.image

0
497
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ნატროშვილი
თამარ ნატროშვილი
497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0