სხვა ბანანის ქერქის სასუქი. სასარგებლო თვისებები და შეზღუდვები, მცენარეთა სახეობების მიხედვით 2017, 11 ივნისი, 12:15 ბანანის ქერქის სასუქი ოთახის მცენარეებისთვის უკვე დიდი ხნია რაც გამოიყენება, მაგრამ უფრო დიდ ფართობზე მისი გამოყენება ამ ბოლო წლებში დაიწყო და როგორც აღმოჩნდა, ის საკმაოდ ეფექტური ორგანული სასუქია, განსაკუთრებით ახალგაზრდა მცენარის ფესვთა სისტემის განვითარების და გაძლიერებისთვის. შედგენილობა და მოქმედება ბანანის ქერქი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს და შედარებით ნაკლები რაოდენობით ფოსფორს. მასში აზოტი ცოტაა, მაგრამ სამაგიეროდ, დიდი რაოდენობით არის კალციუმი და მაგნიუმი. ვინც აგროქიმიაში კარგად ერკვევა, მისთვის უკვე გასაგები იქნება, რომ მცენარე ამ ელემენტების კომპლექსის მიღების შემდეგ, უფრო მეტ ყვავილს გამოიტანს, უფრო მეტად ნაყოფიერი იქნება და მართალია, აზოტს დიდი რაოდენობით არ შეიცავს, მაგრამ იმისთვის კი საკმარისია, რომ მწვანე მასა მოემატოს. მაგნიუმი ხელს უწყობს ფოტოსინთეზის პროცესს და ის განსაკუთრებით ფასეულია ოთახის მცენარეებისთვის, რომლებიც გამუდმებით სინათლის უკმარისობას განიცდიან. დადებითათ მოქმედებს ეს ელემენტი სათბურის მცენარეებზეც, რომლებიც დრო და დრო, ასევე განიცდიან სინათლის ნაკლებობას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბანანის ქერქი ვერ ჩაანაცვლებს ყველაფერს და მცენარეს ჩვეულებრივ ესაჭიროება მისთვის დადგენილი სრულფასოვანი კვება და ოპტიმალურად სტრუქტურირებული ნიადაგი, რადგან ფესვთა სისტემის ნორმალურად ფუნქციონირების გარეშე, ის დალპება. ამიტომ, ბანანის ქერქის სასუქად გამოყენების შემთხვევაში, მისი კომბინირება აუცილებელია ჰუმატებთან, რომელსაც საფუძვლად ბუნებრივი კომპონენტები (ტორფი, ნახშირი) უდევს. მითუმეტეს, რომ ეს უკანასკნელი, მცენარეს იცავს ბანანის ქერქში არსებული ქიმიური პესტიცილების მავნე ზემოქმედებისგან. ამასთან, ის არც ისე ძვირია.
უკუჩვენება და უსაფრთხოების ზომები იდეალური არაფერია და არც ბანანის ქერქის სასუქია, ამ მხრივ, გამონაკლისი. ბანანის ჭეშმარიტი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ მისი ნაყოფის რბილობში, პრაქტიკულად, არა გროვდება უცხო ნივთიერებები. ეს კი პესტიციდების გამოყენების საშუალებას იძლევა, რომლის დაგროვება ქერქში ხდება. უტილიზაციის დროს, ეს პესტიციდები ნიადაგში ხვდება და ამიტომ, ქერქის გამოყენება მცენარეებისთვის, რომელიც ნაყოფს იძლევა, შერჩევით უნდა მოხდეს. შეიშვნა: გარეცხვა ვერ მოაცილებს ბანანს ქიმიურ ნივთიერებებს, რადგან პესტიციდები, ქერქის შიდა შრეებში გროვდება. ზოგიერთ მცენარეს ბიოფილტრები აქვს აგროქიმიკატებისგან თავის დასაცავად. ასეთებია ძაღლყურძენისებრთა (კარტოფილი, ბადრიჯანი, პომიდორი, თამბაქო...) და რთულყვავილოვან (მაგ. მზესუმზირა) მცენარეთა ოჯახების წარმომადგენლები და ამიტომ, მათი მოყვანის დროს, ბანანის ქერქის სასუქად გამოყენება შეიძლება, განსაკუთრებით ზრდისა და ყვავილობის პერიოდში. ნაყოფის (ხილი/ბოსტნეული/მარცვლეული/ბოლქვიანი) მომცემ, ყველა დანარჩენი მცენარისთვის, ბანანის ქერქის სასუქი რეკომენდირებული არ არის. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ყვავილოვან მცენარეებზე, მაგრამ რადგან ბანანის ქერქში სასარგებლო ნივთიერების კონცენტრაცია დიდი რაოდენობით არის, მისი სასუქად გამოყენება მხოლოდ დარგვისა და გადარგვის დროს შეიძლება, ფესვების ძირში დადებით – ვიდრე მცენარის ფესვები განვითარდება, ბანანის ქერქი დალპება და ნიადაგს შეერევა. ინ შემთხვევაში, თუ ბანანის ქერქს ნიადაგის ზედაპირზე მოათავსებთ, შეიძლება, მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები ფესვებამდე ვერც მივიდეს ან უდროოდ დროს მივიდეს, რაც საზიანო იქნება მცენარისთვის. ბანანის სასუქის სასუქი სტაბილურად კარგ შედეგს იძლევა ვარდებთან და გვიმრებთან გამოყენების შემთხვევაში. თუმცა, სხვა ყვავილოვანი მცენარეებისთვისაც სასარგებლო იქნება. შენიშვნა: ბანანის ქერქის სასუქად გამოყენების წესი პომიდვრის ჩითილების დარგვისას, ისეთივეა, როგორც ვარდის შემთხვევაში, მაგრამ თითოეულ ორმოში არა მთლიანი ბანანის ქერქი, არამედ მისი 1-1, 5 სმ-ს სიგანის ზოლის ნახევარი უნდა მოათავსოთ ანუ ქერქი ჯერ წვრილ ზოლებად უნდა დაყოთ, ხოლო შემდეგ, თითოეული მათგანი შუაზე უნდა გაყოთ. ორმოში ჩითილის ჩარგვამდე, ბანანის ქერქს მიწა მიაყარეთ, რომ ფესვებსა და ქერქს შორის, უშუალო კონტაქტი არ იყოს. ამ მეთოდით დარგული პომიდორი ბევრად უფრო ძლიერი და გამძლე არის ამინდის ცვალებადობასთან მიმართებაში, რადგან ბანანის ქერქი სასარგებლო ნივთიერებების გარდა, ლპობის პროცესში, სითბოსაც გამოყოფს.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: როგორ გავასუფთავოთ ბაღი და აგარაკი მავნებლებისგან. და არანაირი ქიმია ნათესებისთვის ბოსტანას მოცილების და ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღების ხერხები ვარდები ეზოში და სახლის ირგვლივ ხეივნის ვარდები: დარგვის (მაის-ივნისი) და მოვლის ყველა ხრიკი + გასხვლის და გამრავლების საიდუმლოებები 1124 5-ს მოსწონს
|