x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ეკლესიამ პედოფილ მღვდელს აპატია 30 ბავშვის გაუპატიურება
imageაი-ინფექციით დაავადებულ პედოფილ მღვდელს, რომელმაც აღიარა 5-იდან 10-წლამდე გოგონების გაუპატიურება, რომის კათოლიკურმა ეკლესიამ შეუნდო და სასამართლოს არ გადასცა.ამის შესახებ ესპანურენოვანი გამოცემა Urgente 24 იტყობინება.


მღვდელი ხოსე ატაულფო გარსია განთავისუფლებული იქნა მექსიკის მთავარი არქიპესიკოპოსის თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც აღიარა ათეულობით ინდიელი ბავშვის გაუპატიურება შტატ ოაკახაში.

ცოტაა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც თავისი ნებით აღიარეს სექსუალური ძალადობა 30 გოგონაზე, რომელთა ასაკი 5-იდან 10 წლამდე მერყეობს, ამასთანავე როგორც გაირკვა სასულიერო პირი აივ-ინფექციითაა დაავადებული.


მექსიკის ხელისუფლება და ადამიანის უფლებების დამცველი სდუმან, არც ერთი კომენტარი არ გაკეთებულა მომხდარ ფაქტზე.


აღსანიშნავია, რომ კათოლიკურ ეკლესიას ძალიან დიდი ზეგავლენა და ავტორიტეტი აქვს ამ ქვეყანაში, მსხვერპლი გოგონებიდან მხოლოდ ორმა დაადასტურა ძალადობის ფაქტი, დანარჩენები სდუმან.


ერთ-ერთი მსხვერპლის დედამ ითხოვა აუდიენცია რომის პაპთან, თუმცა პაპმა განაცხადა, რომ "საქმე დახურულია."


სამწუხაროდ ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, რომის კათოლიკური ეკლესია მრავალჯერ არის შემჩნეული პედოფილიაში და დიდი ხნის ისტორიას ითვლის...


თვით მექსიკაში კი ერთ-ერთი ბოლო სკანდალური საქმე იყო 2004 წელს მღვდელ მარსიელა მასიელას წინააღმდეგ, რომელიც არასრულწლოვანების გარყვნა გაუპატიურებაში იქნა მხილებული...ისიც აღსანიშნავია, რომ მარსიელას 6 შვილი ჰყავდა სამი სხვადასხვა ცოლისგან..

ვატიკანმა მხოლოდ 2006 წელს მოახდინა რეაგირება ფაქტზე და აიძულა მღვდელს დაეტოვებინა პოსტი, ისევ დასჯის გარეშე.



იქნებ ღმერთი უშვებს მსგავს საქციელს?მაგრამ აი რას ამბობდა იესო ბავშვებთან ურთიერთობაზე:


"ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან."(მათეს სახარება თავი 18:6)


მაშ რატომ ცდილობს კათოლიკური ეკლესია მსგავსი ფაქტების მიჩქმალვას და რატომ სათანადოდ არ დასჯის მსგავს სასულიერო პირებს?



2
441
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
441
  
2017, 8 ივნისი, 14:32
5-დან 10 წლამდე ბავშვებიო, ხალხოოოოო(
2017, 7 ივნისი, 18:02
ჩალითაა ეტყობა მანდ ქვეყანა დახურული, ეს უფლის კი არა სატანის მსახური იმსახურებს სარზე გასმას.
ახი არ იქნება დაზარალებულმა ოჯახებმა ეს ცოცხლად დაწვან!?
0 1 2