x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
12 ქალი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
image


მსოფლიო ისტორიის განმავლობაში ქალები და გოგონები ბევრ გამოწვევას შეეჭიდნენ და ბევრ უსამართლობას გაუმკლავდნენ. სტატიაში გაგაცნობთ 12 ქალს, რომლებმაც ბარიერების გაალახვით მსოფლიო შეცვალეს.


ბევრი ქალი იყო და არის მსოფლიოში, რომელთა სამამაცემ და თავგანწირვამ მსოფლიო შეცვალა. გთავაზობთ 12 მათგანს, რომელბსაც, ვფიქრობთ, რომ ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით ამაში. თუ ვინმეს დაამატებდით სიაში, გთხოვთ, თქვენი აზრი დააფიქსიროთ კომენტარის სახით.


1. სიუზენ ენტონი


სიუზენ ენტონი იყო ამერიკელი ფემინისტი და ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი აქტივისტი. დაიბადა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ადამსში, განათლება კერძო სკოლაში მიიღო და დაეუფლა პედაგოგის პროფესიას. 1851 წელს სიუზენ ენტონიმ დაიწყო თანამშრომლობა ელისაბედ კედი სტენტონთან და 1852 წელს ერთობლივი ინიციატივით ჩამოაყალიბეს ქალთა საზოგადოება. ორივე ქალბატონი ერთად აწარმოებდა ბრძოლას ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანასწორობისათვის. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლმა გამოსცა ემანსიპაციის დეკლარაცია, ენტონიმ და სტენტონმა ჩამოაყალიბეს „ქალთა ლიგა“ და თავის გარშემო შემოიკრიბეს ცნობილი ფემინისტები. ლიგა გაუქმდა 1865 წელს, ხოლო ლინკოლნის მიერ აშშ-ში მონობის გაუქმების შემდეგ 1869 წელს ერთობლივად დააარსეს „ქალთა თანასწორუფლებიანობის ეროვნული ასოციაცია“ (“NWSA”), რომელიც 1892 წელს გაერთიანდა ლუსი სტოუნის მიერ დაარსებულ "ამერიკის ქალთა თანასწორუფლებიანობის ასოციაციასთან" და მისი ხელმძღვანელობა დაევალა ელისაბედ კედი სტენტონს, რომელიც ამ ორგანიზაციას 1900 წლამდე ედგა სათავეში.

image

2. ელიზაბეთ ბლეკუელი

ამერიკელი მედიკოსი ქალი. იყო პირველი ქალი, რომელმაც მიიღო სამედიცინო ხარისხი აშშ-ში. იყო ქალთა სამედიცინო განათლების პიონერი, ასევე სოციალური და მორალური რეფორმატორი აშშ-სა და ბრიტანეთში. ექიმ მერი ზაკრეუეზსკასთან და თავისთან დასთან ერთად, რომელიც, ასევე, ექიმი გახდა, ელიზაბეთმა გახსნა "ნიუ იორკის საავადმყოფო ქალებისთვის და ბავშვებისთვის" 1857 წელს, საავადმყოფო საშუალებას აძლევდა ქალ ექიმებს, განვითარებულიყვნენ პროფესიულად.

image


3. მარი სკლოდოვსკა-კიური

მარი სკლოდოვსკა-კიური დაიბადა ვარშავაში 1867 წელს. 1883 წელს დაამთავრა ვარშავის გიმნაზია, 1895 კი - პარიზის უნივერსიტეტი. ცოლად გაჰყვა პიერ კიურის და მუშაობა დაიწყო მის ლაბორატორიაში, ინდუსტრიულ ფიზიკისა და ქიმიის სკოლაში. 1903 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ რადიოაქტიურ ნივთიერებათა გამოკვლევა“ . მეუღლის სიკვდილის შემდეგ დაიკავა მისი კათედრა პარიზის უნივერსიტეტში. იყო ამ უნივერსიტეტის პირველი პროფესორი ქალი. 1914 წლიდან ხელმძღვანელობდა პარიზის რადიუმის ინსტიტუტის ფიზიკა-ქიმიის განყოფილებას.

მარი სკლოდოვსკა-კიურის შრომები რადიოაქტიურ ნივთიერებათა შესწავლის შესახებ საფუძვლად დაედო ფიზიკისა და ქიმიის ახალ დარგებს.

სკლოდოვსკა-კიურის ორჯერ მიენიჭა ნობელის პრემია: 1903 (ფიზიკაში: პიერ კიურისა და ბეკერელთან ერთად) და 1911 (ქიმიაში). იყო მსოფლიოს მრავალი აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი, მათ შორის პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1907) და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1926). 1923 წლიდან საპატიო დირექტორი იყო ვარშავის რადიუმის ინსტიტუტისა, რომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა.

image


4. დედა ტერეზა

დედა ტერეზა იყო ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები“ და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში.
მისიონერთა ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, მისმა წევრებმა სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს საქველმოქმედო საქმიანობა და უკვე 1970-იანი წლებისთვის დედა ტერეზა მსოფლიოში განთქმული გახდა ჰუმანიტარული საქმიანობისა და ღარიბთა და უმწეოთა დახმარებისთვის.

გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი ნეტარად შერაცხა, ხოლო 2016 წელს პაპმა ფრანცისკემ ის წმინდანად შერაცხა.

image


5. ანა ფრანკი

ანა ფრანკი ებრაელი გოგონა იყო, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს ოჯახით ნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში სამალავში აფარებდა. ის განთქმული „ანა ფრანკის დღიურით“, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა და რომელიც დღეისთვის მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი. თავის დღიურში ანა ფრანკი მოგვითხრობს, თუ როგორ იყვნენ შევიწროებულნი ებრაელები ნაცისტებისგან. ებრაელებს ეკრძალებოდათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიარული. მათ აიძულებდნენ მკერდზე ეტარებინათ ვარსკვლავი. ფაშისტების სოციალური გეგმის ნაწილი იყო ებრაელი ერის მოსპობა. ანა ფრანკი თვითონ იყო მოწმე, როგორ გაჰყავდათ თავისი მოძმენი საკონცენტრაციო ბანაკებში, საიდანაც ისინი აღარ ბრუნდებოდნენ.

ანა ფრანკი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image


6. ელენ ჯონსონ-სირლიფი

ელენ ჯონსონ-სირლიფი ლიბერიის პოლიტიკური მოღვაწეა, ასევე, ლიბერიის პრეზიდენტია 2006 წლიდან. ის არის ქვეყნის მეორე ქალი პრეზიდენტი რუთ პერის შემდეგ.
2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა მშვიდობის განმტკიცების დარგში ტავაკულ კარმანისთან და ლეიმა გბოვისთან ერთად. მათ ჯილდო გადაეცათ „ქალების უსაფრთხოებისა და ქალების უფლებებისთვის არაძალადობრივი ბრძოლისა და სამშვიდობო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის გამო“.

image


7. ვანგარი მაატაი

ვანგარი მაატაი კენიელი საზოგადო მოღვაწეა. 2004 წელს ის გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში და პირველი აფრიკელი, ვისაც ნობელის აღნიშნული პრემია გადაეცა. ვანგარი მაატაი აქტიურად იბრძოდა კენიაში დემოკრატიის განვითარებისათვის, იყო მოძრაობა "მწვანე სარტყლის" დამაარსებელი, უფლებადამცველი და კენიის პარლამენტის წევრი.

image


8. აუნ სან სუ ჩი

აუნ სან სუ ჩი არის მიანმელი (ბირმა) პოლიტიკოსი ქალბატონი, ადამიანის უფლებათა დამცველი, პაციფისტი. 1991 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

2003 წლის 30 მაისს სოფელ დეპაინში ხუნტის მიერ დაქირავებული შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ მის ავტომობილს, რომლის დროსაც მრავალი მისი მომხრე იქნა მოკლული და დაჭრილი. აუნ სან სუ ჩიმ მის მძღოლთან ერთად თავს გაქცევით უშველა, მაგრამ იგი მალევე დააპატიმრეს და ქალაქ იანგონის ციხე ინსეინში მოათავსეს. 2003 წელს გადატანილი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ იგი კვლავ შინაპატიმრობის რეჟიმში იქნა გადაყვანილი მიანმარის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მიანმარის ოპოზიციის ლიდერი დღემდე შევიწროვებულია საკუთარ ქვეყანაში და შეზღუდული აქვს ქვეყნის შიგნით გადაადგილების უფლება.
2010 წლის 13 ნოემბერს გათვისუფლებულ იქნა შინაპატიმრობიდან.

image


9. შირინ ებადი

ის ირანელი იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველია, დააარსა ბავშვთა უფლებების დამცველი ასოციაცია ირანში.
2003 წლის 10 ოქტომბერს მას ნობელის პრემია გადასცეს მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში, განსაკუთრებით კი დევნილების, ქალებისა და ბავშვების საკითხში. შირინი პირველი ირანელია, რომელსაც ასეთი პრემია ხვდა წილად.

image


10. ბენაზირ ბჰუტო

ბენაზირ ბჰუტო პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო 1988-1990 და 1993-1996 წლებში და პირველი შიიტიმუსლიმი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. იგი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზულფიკარ ალი ბჰუტოს ქალიშვილი და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის – ასიფ ალი ზარდარის მეუღლე იყო.

2007 წლის 27 დეკემბერს ქალაქ რავალპინდში, ბენაზირ ბჰუტო გახდა ტერორისტული აქტის მსხვერპლი, სადაც თავისი მომხრეების წინაშე მიტინგზე გამოდიოდა. ბჰუტომ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. ადგილობრივი დროით 17:35 სთ-ზე გადაიყვანეს საავადმყოფოში და საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა 18:16 სთ-ზე. თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე მან განაცხადა:
„მე საფრთხეში ვაგდებ ჩემს სიცოცხლეს, რადგანაც ჩვენი ქვეყანა საფრთხეშია. ხალხი შეშფოთებულია, მაგრამ ჩვენ ყველა ერთად გამოვიყვანთ ქვეყანას კრიზისიდან.“

ბენაზირ ბჰუტო დაკრძალულია მშობლიურ ქალაქ ლარკანაში, საოჯახო მავზოლეუმში. არაბული პრესის თანახმად, „ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობა იყო ორმაგი მკვლელობა – ერთი მხრივ, დიდი (შეიძლება უდიდესიც) პოლიტიკური მოღვაწის და, მეორე მხრივ, პაკისტანის დემოკრატიული განვითარებისა.“

image


11. მეი ჯემისონი

მიიღო სამედიცინო განათლება, მუშაობდა მშვიდობის კორპუსში 1985-87 წლებში. ის გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ქალი, რომელმაც იმოგზაურა კოსმოსში. ეს მოხდა 1992 წლის 12 სექტემბერს.

image


12. მალალა იუსაფზაი

მალალა იუსაფზაი არის პუშტუნი პაკისტანელი უფლებადამცველი, რომელიც მთელს მსოფლიოში ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის გამოდის. მისი უფლებადამცველობითი საქმიანობის გამო, 2012 წლის 9 ოქტომბერს ძლიერად იქნა დაჭრილი ტერორისტული მოძრაობა „ტეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტან“-ის მებრძოლების მიერ. 2013 წელს მიიღო ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია და სახაროვის პრემია. 2014 წელს გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ინდოელ კაილაშ სატიართისთან ერთად.
2014 წლის 29 ოქტომბერს მიენიჭა კიდევ ერთი პრესტიჟული პრემია, მსოფლიოს ბავშვთა პრემია, რომელსაც მედია ნობელის ბავშვთა პრემიას უწოდებს.

image


0
990
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
990
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0