სხვა 10 სელებრითი, რომელიც აბსოლუტურად სხვანაირად გამოიყურებოდა პოპულარობამდე 2017, 6 ივნისი, 1:21 სანამ სახელს გაითქვამდნენ, ამ სელებრითებს გარეგნობით სატრაბახო ნამდვილად არ ჰქონდათ. ზოგ მათგანს ვერ იცნობთ, ზოგი გაგაცინებთ და ზოგიც ცოტათი შეგაშინებთ. მაშ, ასე:
1. ნიკოლ კიდმანი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ჰოლივუდმა შეცვალოს ჩვეულებრივი გოგონა და აქციოს ნამდვილ დედოფლად! ![]() 2. ვინ გამოიცნობდა, რომ ეს პატარა ჭორფლიანი ბიჭი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ათლეტი გახდებოდა? დევიდ ბექემმა ნამდვილად გიჟური ტრანსფორმაცია განიცადა! ![]() 3. პუბერტატულმა პერიოდმა ნამდვილად დადებითად იმოქმედა დოუცენ კრუზზე, რომელიცა ვიქტორია სეკრეტის მოდელი გახდა. ![]() 4. სნუპ? ეს ნამდვილად შენ ხარ? როგორ ახერხებ, რომ ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურები? ![]() 5. კარგი, ვაღიაროთ, რომ სანდრა ბალოკი ფიზიკურად დიდად არ შეცვლილა, მაგრამ სტილი კი უდაოდ გაიუმჯობესა. ![]() 6. კეინი ვესტს ყოველთვის კარგი გემოვნება არ ჰქონია ჩაცმის სტილში. ნახეთ მისი ფოტოები პოპულარობამდე. ვერავინ იფიქრებდა, რომ ოდესმე ის მოდური ტანსაცმლის ხაზს გამოუშვებდა. ![]() 7. თუ გიოცნებიათ, რომ მეგან ფოქსივით გომოიყურებოდეთ, ფრთხილად! თქვენთვის საგანგებო შეტყობინება გვაქვს!.. ის ყოველთვის ისე არ გამოიყურებოდა, როგორიც დღესაა. აქამდე მან დიდი გზა გამოიარა. ![]() 8. დენზელ ვაშინგტონი უფრო სიმპათიური ხდება, რაც ასაკი ემატება. პოპულარობამდე ის სრულიად სხვა ადამიანს ჰგავდა. ![]() 9. ავრილ ლავინმა პოპულარობა საკმაოდ ახალგაზრდამ მოიპოვა, მაგრამ სტილის ჩამოყალიბებამდე ის ჩვეულებრივი, სტანდარტული გარეგნობის გოგო იყო. ![]() 10. ბრედ პიტის ბავშვობის ფოტო ნამდვილად სასაცილოა, მაგრამ კარგად აჩვენებს, რა გზის გავლა შეიძლება "სოკოს" ვარცხნილობიდან მსოფლიოს უსიმპათიურესი მამაკაცის ტიტულამდე ![]() 1141 1-ს მოსწონს
|