სასმელები იცით რითი განსხვავდება სინამდვილეში კოკა-კოლა და პეპსი? - ეს ბევრმა არ იცის! 2017, 6 ივნისი, 0:03
ხშირად ამბობენ, რომ სამყაროში უკვე ყველაფერი გამოგონებულია, რისი გამოგონებაც შეიძლებოდა. ძნელია არ დაეთანხმო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენი მსგავსი პროდუქტი დევს მაღაზიების დახლებზე. განსაკუთრებით საინტერესოა ყველასათვის საინტერესო ბრენდები, რომლებიც წლების მანძილზე ერთმანეთს ეჯიბრებიან მყიდველის ყურადღების მიპყრობაში. ქვემოთ სწორედ ერთ-ერთ მათგანზე ვისაუბრებთ. Pepsi vs. Coca-Cola ამ მხრივ კაცობრიობა შეიძლება ორ ძირითად ნაწილად გავყოთ: კოკა-კოლას მოყვარულებად და პეპსის გულშემატკივრებად. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მათ შორის განსხვავებას საერთოდ ვერ ამჩნევენ. არადა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ამ სასმელების გემო ნამდვილად განსხვავდება ერთმანეთისგან. Pepsi უფრო ტკბილია და და ოდნავ ციტრუსის გემო აქვს. მისი კონკურენტი კი ვანილის არომატით გამოირჩევა. შემადგენლობა კი კოკას და პეპსის თითქმის ერთნაირი აქვს. თუმცა Coca-Cola-ს ეტიკეტზე შემადგენლობა პირდაპირ არის მითითებული, Pepsi-ს შეფუთვაზე კი ბევრი რამ დაფარულია სხვადასხვაგვარი "E"-ების ქვეშ. მაგ. ორთოფოსფორის მჟავა მითითებულია, როგორც E338. კვებითი ღირებულების ანალიზმა ცხადჰყო, რომ Pepsi ოდნავ მეტ შაქარს, კალორიებსა და კოფეინს შეიცავს, ხოლო Coca-ში შედარებით მეტი სოდაა. სხვათა შორის, ბევრმა ალბათ იცის, რომ Coca-Cola-ს ნამდვილი ფორმულა მკაცრად არის გასაიდუმლოებული, შესაბამისად, შემადგენლობაც საზოგადოებისთვის ბოლომდე ვერ იქნება ცნობილი (მეტის შესატყობად გადადით ბმულზე). Pepsi-ს შემადგენლობას კი მწარმოებლები არ მალავენ. კოკა-კოლასა და პეპსი-კოლას შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან დაიწყო, როცა ორმა ბრენდმა ერთმანეთის კონკურენტული სატელევიზიო სარეკლამო კამპანიები დაიწყო. ამ პროცესს ხშირად "კოლათა ბრძოლად" მოიხსენიებენ. მას შემდეგ ამ უდიდეს ბრენდს შორის კონკურენცია არ შეწყვეტილა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ფალსიფიცირებული მინერალური წყალი - როგორ გავარჩიოთ და რა ზიანი მოაქვს! 2. არასოდეს გადააგდოთ პლასტმასის ბოთლები - ეს საოცარი რამ ყველამ უნდა იცოდეს! 3. რა არის სინამდვილეში საღეჭი რეზინი - წარმოუდგენელი რამ, რაზეც არავინ დაფიქრებულა! 4. რას უშვრებიან ბანანს, რომელიც ჩვენთან იყიდება - ეს ბევრმა არ იცის! 5. იცით რით განსხვავდება ეს ბულგარულები და რომელი უნდა გამოვიყენოთ? - გაითვალისწინეთ! 2181 5-ს მოსწონს
|