ფეხბურთი პოლონელებსა და რუსებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა 2012, 13 ივნისი, 16:12 პოლონელებსა და რუსებს შორის დაპირისპირება, რომ მოხდებოდა ამას მთელი ევროპა ხვდებოდა. ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე რუს გულშემატკივრებს, რომლებიც ერთ-ერთ რესტორანში სადილობდნენ 100 პოლონელი დაესხა თავს. გაწევ-გამოწევა დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი გულშემატკივრები სხვადასხვა მხარეს დაიფანტნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ კი ჩხუბის წამომწყებების დაკავება ვეღარ შეძლო. თვითმხილვევლის ცნობით, ჩხუბის დროს ერთ-ერთმა რუსმა გულშემატკივარმა თავიც გაიტეხა. სხვადასხვა ინფორმაციით, ამ შეტაკებაში 100-ის ნაცვლად 50 ნიღბიანი მონაწილეობდა, რომლებიც რესტორნის მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, მათ შორის შაშხანებსაც. საბოლოოდ პოლიციამ შეძლო სიტვაციის დარეგულირება. მათ დააკავეს 180 ადამიანი საიდანაც 20 რუსია. 63 1-ს მოსწონს
|