ასტროლოგია რომელია თქვენი ფერი ზოდიაქოს მიხედვით 2017, 3 ივნისი, 18:25 გგონიათ რომ რომელიმე კაბას ან შარვალს იღბალი მოაქვს? თვლით რომ ბედნიერი ადამიანი ხართ? ან იქნებ ხანდახან გეჩვენებათ, რომ რაღაც ისე ვერაა, ან სულაც გგონიათ, რომ არ გიმართლებთ? ეს იოლი შესაცვლელია, ყველაფერი კი ფერებზეა დამოკიდებული. თქვენთვის ბედნიერება მოაქვს ფერს, რომლის გარემოცვაშიც იმყოფებით. მაგრამ რომელია თქვენი ფერი? როგორც ჩანს, ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი ფერი აქვს. გაარკვიეთ თქვენი და გახდით უფრო იღბლიანი. ვერძი ზოდიაქოს ამ ნიშანს შეესაბამება წითელი ფერი და ყველა მისი ტონები. ეს ფერი ასოცირდება აქტიურობასთან, ენერგიასთან, ძალასა და გამბედაობასთან. კურო თქვენი ძირითადი ფერია ცისფერი, რომელსაც თქვენთვის სიმშვიდე და თავდაჯერებულობა მოაქვს. ასევე დამამშვდებლად მოქმედებს ვარდისფერი და ერთმანეთში შერეული თეთრ-წითელი ფერები, რომლებიც თქვენს კომფორტისადმი მისწრაფებას უსვამს ხაზს. ტყუპები ტყუპებს ყველაზე მეტად მიესადაგება ყვითელი, რადგან ის ნათელი და ენერგიულია, მოძრაობის სიმბოლოა. ის ტყუპებს შემოქმედებით ძალებს უღვიძებს. ასევე შეესაბამება მწვანეც, რომელიც ჯანმრთელობას უმაგრებს და თვითდაჯერებულს ხდის. კიბო მისი მთავარი ფერებია ვერცხლისფერი და რუხი. ისინი მთვარესთან და სიმშვიდესთან ასოცირდება. განწყობის გასაუმჯობესებლად კი ვურჩევთ ნარინჯისფერს, ის კიბოს ოპტიმიზმს შესძენს. ლომი ოქროსფერი სიმდიდრისა და სილამაზის ფერია, ამავე დროს ის ასოცირდება ლომის გულუხვობასთან. სტაბილურობისთვის ვურჩევთ თეთრს და განწყობის ასამაღლებლად ნარინჯისფერს. ქალწული ქალწულებს მწვანე და ყავისფერი შეესაბამება. ყავისფერი უფრო პრაქტიკულ ქალწულებს შეესაბამება, ხოლო მწვანე მის გონებას ასტიმულირებს. სასწორი სასწორს პასტელის ფერებს შევთავაზებთ, პირველ რიგში ცისფერს, მწვანეს და ზღვის ტალღისფერს. მაგრამ მთავარი მაინც ცისფერია, რომელიც წონასწორობის დაცვასა და ჰარმონიულობაში ეხმარება სასწორს. მორიელი მორიელის წინააღმდეგობრივ და მძიმე ხასიათს ჩინებულად შეეფერება შინდისფერი და წითელის ყველა მუქი ტონი. ის ძალასა და იდუმალებასთან ასოცირდება. იდეალურად შეესაბამება შავიც. მშვილდოსანი ამ ნიშანს ვურჩევთ არჩევანი მელნისფერზე შეაჩერონ, რომელიც ამბიციების გამოვლენის, სიმდიდრის და ფუფუნების ფერია. ის ლურჯის და წითლის შერწყმით მიიღება, ორი საპირისპირო ფერის, ისევე, როგორც მშვილდოსნის ხასიათი - ორი საპირისპიროს შერწყმა. თხის რქა თხის რქის სტაბილურ და ჯიუტ ხასიათს ყავისფერი შეესაბამება, რამდენადაც ის სიმშვიდესა და სტაბილურობასთან ასოცირდება. ისე კი ამ ნიშანს შეეფერება მუქი ტონები, რადგან ისინი თავშეკავებულობასთან ასოცირდება და თხის რქისთვის მახასიათებელია. მერწყული მერწყული უპირატესობას ანიჭებს ნაკლებადმკვეთრ ფერებს, ცისფერს და მწვანეს. მერწყულების მთავარი მახასიათებელია ცოდნისკენ მისწრაფება და სწორედ ეს ტონები ეხმარება მას აზროვნებაში. თევზები ყველა ლილისფერი და იისფერი ტონი საოცრად უხდება ამ ნიშანს. ისინი გარდაქმნებთან ასოცირდება და ხელს უწყობს თევზების შესაძლებლობებს გაიზიაროს სხვისი გრძნობები და ემოციები.რომელი ქოთნის მცენარე შეგვეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რაში გვეხმარება ის მეცნიერებმა გამოიკვლიეს თუ რა ემართებათ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ როგორ მოვიქცეთ თუ ტელეფონი წყალში ჩაგვივარდა ავირიდოთ დაავადებები, რომლებიც ზაფხულის ცხელ ამინდში მწვავდება 1974 4-ს მოსწონს |