ანეკდოტები ანეკდოტები სოციალურ თემაზე 2017, 3 ივნისი, 9:24 ***სმარტფონი არის ტელეფონი, სადაც ტელეფონი მეორეხარისხოვანია.. ***მამაკაცი ძალიან ლამაზ ქალზეც ხუჭავს თვალს იმ შემთხვევაში, თუ თვითონ სამარშუტო ტაქსში ზის, ხოლო ის თავზე ადგას. ***მეტროში:მოხუცი ქალი ბიბლიას კითხულობს, უცებ ახალგაზრდა გოგონასკენ მიტრიალდა და ეკითხება: -გოგონა ღმერთის გწამთ? -არა! -სწორია, მეც მასე ვფიქრობ! ***როგორ გახადოთ მამაკაცი ბედნიერი? 1) მასთან სექსით დაკავდეთ 2) აჭამოთ 3)არ შეაწუხოთ ***-არ მიყვარს მარწყვი -რატომ, ალერგია გაქვს მასზე? -არა პრეზერვატივის სუნი ასდის. **** ბავშვობიდანვე მაფრთხილებდნენ, რომ პასპორტი არ დაკარგო, ან არავის მისცე, რადგან შესაძლებელია შენზე კრედიტები გააფორმონ, დაგაქორწინონ ან მონად გაგქციონ....პასპორტი არ დამიკარგავს, თუმცა ყველაფერი ეს მაინც მოხდა.. ***-როგორ განვასხვავო ნამდვილია ექსტრასენსი თუ თაღლითი? -სთხოვეთ მინდორზე თავიდან ბოლომდე გაიაროს და უკან დაბრუნდეს....დანაღმულ მინდორზე! ***-ამბობთ, რომ სუფთა შალია, ეტიკეტზე კი სინთეტიკა აწერია. -ოო, ამით ჩრჩილს ვატყუებთ! ***მოდის ქმარი მთვრალი სახლში, ცოლი სამზარეულოში ფუფუსებს. -ვინ არის ამ ოჯახში უფროსი?-დაიღრიალა ქმარმა და მაგიდას მუშტი დაჰკრა. ცოლი ქმარს მოუტრიალდა, გლიჯა თავში ტაფა და დარეტიანებული იქვე გააგორა. შემოდის მეზობლის ქალი, ხედავს კაცი შუა სამზარეულოშია გაშხლართული. -შენი ქმარი სამზარეულოში რატომ წევს? -ოჯახის უფროსია და სადაც უნდა იქ დაწვება. *** უფულოდ რომ არ ვიჯდე, ავდექი და წამოვწექი *** იდეალური დილა, გავიღვიძე, გავიზმორე, გავიღიმე, გადავტრიალდი და ისევ დავიძინე. 119 4-ს მოსწონს 1-ს არა
|