x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
მოდა გადის, მაგრამ სტილი რჩება- კოკო შანელი
მოდა გადის, მაგრამ სტილი რჩება- კოკო შანელი ყოველთვის საინტერესოა ცნობილი ადამიანების ცხოვრების კულისებში ჩახედვა, ხოლო როცა ეს ადამიანი განუმეორებელი კოკო შანელია, ინტერესი მეტად მძაფრდება.

მოდა გადის, მაგრამ სტილი რჩება-ამბობდა კოკო შანელი.

გაბრიელ შანელი დაიბადა 1883 წლის 19 აგვისტოს ღარიბთა თავშესაფარში. 18 წლისა მუშაობდა ტანსაცმლის მაღაზიაში გამყიდველად, თავისუფალ დროს კი კაბარეში მღეროდა.

მისი საყვარელი სიმღერა გახლდათ Ko Ko Ri Ko და Qui qua vu Coco, რის გამოც დაერქვა მეტსახელი Coco.


პირველი მაღაზია კოკო შანელმა გახსნა 1910 წელს პარიზში, სადაც ყიდდა ქალის შლიაპებს, შემდეგ Chanel მოდის სახლი გადავიდა კამბონის ქუჩაზე 31 ნომერში, სადაც დღემდეა განთავსებული.

მადამ შანელმა შეცვალა საზოგადოების ხედვა მოდაზე. ის გახლდათ პირველი მოდელიერი, რომელმაც ადგილი დაიკვიდრა მაღალ საზოგადოებაში, მან მოდის მიმდევრებს გაუადვილა ცხოვრება, რადგან აჩვენა, რომ სისადავე და ლაკონურობა გახლავთ სტილის და მაღალის მოდის მთავარი შემადგენელი ნაწილი.

კოკო შანელი აძლევდა ტონს საზოგადოებას, ის გახლდათ ხატება, რომელსაც ბაძავდნენ, იმეორებდნენ და რომლისაც შურდათ.

ამ ქალბატონმა აჩუქა მსოფლიოს ნაქსოვი ჟაკეტი, პატარა შავი კაბა, დალიანდაგებული ქსოვილის ჩანთა და მოდა ნამზეურზე.

50-იან და 60-იან წლებში კოკო თანამშრომლობდა ჰოლივუდის ვარსკვლავებთან. მისი თაყვანისმცემლები იყვნენ ოდრი ჰეპბერნი და ლიზ ტეილორი.

გაბრიელ შანელი გარდაიცვალა 87 წლის ასაკში.

მისი ცნობილი გამონათქვამებია:

-ყველა გოგონას მუდამ უნდა ახსოვდეს ორი რამ: რა და ვინ სურს მას;

-მსოფლიოში საუკეთესო ფერი გახლავთ ის, რომელიც თქვენ გიხდებათ;

-მე მიყვარს, როცა მოდა გადის ქუჩაში და არ ვუშვებ, რომ ის ქუჩიდან მოვიდეს;

-არაფერი ისე არ აბერებს ქალს, როგორ ძალიან მდიდრული კოსტუმი;

-მოდა, როგორც არქიტექტურა პროპორციის საკითხია;

-მოდა გადის, მაგრამ სტილი რჩება;

-მოერიდეთ ორიგინალურობას ქალთა მოდაში, რადგან ორიგინალურობა ქმნის მასკარადს;

-არ ვიცი, რატომ სურთ ქალებს ყველაფერი ის, რაც გააჩნიათ კაცებს, ქალებს ხომ ყველაფერთან ერთად მამაკაცებიც ჰყავთ.

გთავაზობთ ფოტო-ექსკურსიას კოკო შანელის სახლში პარიზში.

image

image

image

imageimage

imageimageimageimage
image






0
224
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0