ჯანმრთელი კვება 9 კულინარიული ხრიკი, რომელიც არაერთჯერ გიშველით 2017, 2 ივნისი, 8:32 ![]() კულინარია ეს ხელოვნებაა, რომელიც მოთმინებასა და ხანგრძლივ პრაქტიკას მოითხოვს. კარგი რეცეპტის ქონა არ ნიშნავს, რომ ამ საქმეში ხელოვანი გახდებით. იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიოთ, საჭიროა იცოდეთ: როგორ შევინახოთ პროდუქტები და სხვა წესები, რომლებიც აუცილებელია ვიცოდეთ. * თუ გჭირდებათ სწრაფად დაარბილოთ გაყინყლი კარაქი, რომელიც ეს წუთია მაცივრიდან გამოიღეთ, უბრალოდ ერთი წუთით ჩაასხით ჭიქაში მდუღარე წყალი, შემდეგ გადაღვარეთ და ჭიქა გადმოამხეთ თავზე კარაქის ნაჭერს. ![]() ![]() ![]() * იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ახალია თუ არა კვერცხი, საჭიროა ჩადოთ ის ღრმა წყლიან ჭიქაში. თუ ის ფსკერზე გაჩერდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ე.ი. ძალიან ახალია, თუ ფსკერზეა და წვეროს ზემოთ ააშვერს, ნიშნავს, რომ მისი ხმარება ჯერ კიდევ შეიძლება, (იხმარეთ ის თბური დამუშავების შემდეგ) თუ ზედაპირზე ამოტივტივდა, სასწრაფოდ გადააგდეთ, მისი ხმარება არ შეიძლება. ![]() ![]() ![]() * გაყინეთ პროდუქტი საყინულეში. თუ საყინულე ცარიელი არ იქნება, იქ შენარჩუნდება სიცივე და ელექტროენერგიას დაზოგავთ, თანაც დახოცავთ მავნე ბაქტერიებს. * ნუ შეინახავთ მაცივრის ზედა თაროზე ბევრ პროდუქტს. იქ ყველაზე უფრო "თბილა", რადგან შედარებით თბილი ჰაერი მაღლა მიიწევს და ადვილად გაგიფუჭდებათ. * და ბოლოს ყველაზე გავრცელებული კულინარიული შეცდომა - ნუ დაყრით შეწვისას ტაფაზე ბევრ პროდუქტს. იმისათვის, რომ ის თანაბრად და კარგად შეიწვას, გარშემო ადგილი სჭირდება.
5 უგემრიელესი დაბალკალორიული დესერტი, რომელიც პირში დნება და ზაფხულს გაგიხალისებთ
ბლინები ფქვილის გარეშე - უბრალოდ პირში დნება!
თურმე ერბო-კვერცხს შეცდომით ვამზადებდით - ამერიკელი შეფ-მზარეულის რჩევა
522 4-ს მოსწონს |