x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138417
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სპინერის ამ საოცარი თვისების შესახებ ბევრმა არ იცის! - როგორ და რატომ უნდა ავარჩიოთ სწორად

image
სულ რაღაც რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიო მოიცვა ე.წ. "სპინერომანიამ". სპინერი ანუ ტრიალა განსაკუთრებით პოპულარულია 6-დან 14 წლამდე ბავშვებში და ოფისში მომსახურეთათვის.


სპინერის დადებითი ეფექტები


image

- ნერვული დაძაბულობის მოხსნა. ამ მხრივ სპინერი მართლაც კარგი საშუალებაა, მაგალითად ოფისში მომუშავე ადამიანისთვის, რომელიც მთელი დღის მანძილზე სტრესის ქვეშ იმყოფება. ტრიალა ადვილად უხსნის მას სტრესს, უარყოფით ემოციებს და მოდუნებაში ეხმარება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც, როგორც ბევრი მასწავლებელი აღნიშნავს, სპინერის შეძენის შემდეგ გაცილებიტ დამშვიდებულები არიან და ადვილად ჩერდებიან გაკვეთილებზე.



- მცირე მოტორიკის განვითარება, ტაქტილური შეგრძნებისა და თითების კუნთების ტონუსის ამაღლება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებისთვის და მათთვის, ვისაც ტრავმისა თუ ავადმყოფობის შემდეგ რეაბილიტაცია ესაჭიროება.


- კონცენტრაციის ამაღლება, მხედველობითი და სმენითი აღქმის და მეხსიერების განვითარება. შესაბამისად, ახალი ინფორმაციის უკეთ მიღება.


- შემოქმედებითი აქტივობის, ტვინის მუშაობისა და არასტადარტული გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება.


- სპინერის საშუალებით ადამიანს ადვილად შეუძლია გადაეჩვიოს მავნე ჩვევებს, როგორიცაა თითების ტკაცუნი, მაგიდაზე თითების კაკკუნი, ფეხის ბაკუნი და ქნევა, ფრჩხილების კვნეტა - ანუ ყველა ის ე.წ. "ტიკი", რაც ნერვულ სტრესს ახასიათებს.


image

- ბავშვებში ყურადღების დეფიციტის სიდრომისა და ჰიპერაქტიურობის მოხსნა, რაც დამტკიცებულია კალიფორნიის უნივერსიტეტში - UC Davis-ში ჩატარებული კვლევების მიერ.


- რაც ყველაზე საგულისხმოა, სპინერის საშუალებით გაცილებით მარტივია თამბაქოს მოწევაზე თავის დანებება.


ამგვარად, სპინერის დადებითი ზემოქმედება ეჭვს ნამდვილად არ იწვევს, რასაც ამტკიცებს კიდეც ჟურნალში "Forbes" გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით "Fidget Spinners Are The Must-Have Office Toy For 2017" ("ფიჯეტ-სპინერი 2017 წლის აუცილებელი სათამაშოა").


image


როგორ ავარჩიოთ სწორად სპინერი


ხელის სპინერები რამდენიმე მასალისგან მზადდება.


1. პლასტმასისგან დამზადებული მოდელები ბაზარზე უამრავია. მათი წარმოება ყველაზე მარტივი, იაფი და სწრაფია. შესაბამისად, არც თუ ისე ხარისხიანია.


image

2. ორგანული მინისგან საკმაოდ სტილიზებული სპინერები იქმნება, მაგრამ ამავდროულად არც თუ ისე გამძლეა.


image

3. ხისგან დამზადებული სპინერები ძალიან სასიამოვნოა. ამ მასალისგან თავადაც მარტივად შეგიძლიათ მისი დამზადება ოდნავ მაინც თუ ხართ გათვითცნობიერებული ხეზე მუშაობაში.


image

4. მეტალისგან (რკინა, სპილენძი, ტიტანი, თუჯი) დამზადებული სპინერები ყველაზე გამძლე და ყველაზე ძვირადღირებულია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი მოდელი სინამდვილეში პლასტმასისგან არის წარმოებული და მხოლოდ დაფარულია მეტალის საღებავით, რაც არც თუ ისე ადვილად შესამჩნევია. ცხადია, ასეთი მოდელები ნამდვილი მეტალის სპინერებს ხარისხით დიდად ჩამოუვარდება.


image

თუ თქვენი მიზანია ეთეტიკურად მიმზიდველი ტრიალას შეძენა, სჯობს უპირატესობა მიანიჭოთ ალუმინის, ლატუნის ან ტიტანის მოდელებს. ისინი ყველაზე მსუბუქია და ტრიალის დროს ხელში თითქმის შეუმჩნეველია. უჟანგავი ფოლადი შედარებით სათუთ მოპყრობას ითხოვს, სამაგიეროდ ეფექტურად გამოიყურება. ხის მოდელების ხარისხი მთლიანად მასალის დამუშავებაზეა დამოკიდებული - შესაბამისი ტექნოლოგიის დაცვით შესაძლებელია იდეალურად გლუვი და თანაბარი ზედაპირის მიღება.


შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სპინერის ტრიალის ხანგრძლივობას დიდი მნიშვნელობა არა აქვს - ალბათ არავინ დაელოდება მის ტრიალს 3-4 წუთი!


კარგი მოდელები, როგორც წესი, მინიმუმ 1 წუთს უნდა ტრიალებდეს. უფრო მნიშვნელოვანია, ტრიალის სიმსუბუქე და მოქნილობა.


გასათვალისწინებელია ასევე სათამაშოს მასაც. ხანგრძლივი მოხმარების შედეგად მძიმე სპინერმა შეიძლება ხელი დაგიღალოთ. ამიტომ თავიდან უმჯობესია უფრო მსუბუქი, თუნდაც პლასტმასის სპინერის გამოყენებით დაიწყოთ და მხოლოდ გავარჯიშების შემდეგ შეიძინოთ ძვირადღირებული მეტალის მოდელები.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. "ტყლარწის" წარმოუდგენელი თვისება, რომელიც ცოტამ თუ იცის - აი, რატომ არის იგი "ცოცხალი სათამაშო"

image

2. რატომ აქვს ბანქოში გულის მეფეს თავში გარჭობილი ხანჯალი - დაფიქრებულხართ?

image

3. როგორ გავაკეთოთ ბამბის ნაყინის აპარატი სახლში - საჭიროა მხოლოდ ბოთლი და ძველი სათამაშო

image

4. როგორ მოვამზადოთ "ტყლარწი" სახლში - 2 იაფი და ეფექტური ხერხი

image

5. რატომ არის შავ-თეთრი და რისი ფორმა აქვს სინამდვილეში ფეხბურთის ბურთს - ეს ბევრმა არ იცის!

image


0
991
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
991
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0