x
სპინერი?!-ანტისტრესი თუ უბრალოდ ტრუალა?
ოცდამეერთე საუკუნეში ბოლო დროის განმავლობაში "მოდაში" შემოიტანეს ბევრი "უაზრო" რამ, რაც ჩემი აზრით უბრალოდ სისულელეა. 2015-2016 წლებში ამზადებდნენ რეზინის სამაჯურებს სხვადასხვა ფერში. მალე კი ეს რეზინის სამაჯურები "მოდიდან გადავიდა" და ახლა გამოიგონეს ე.წ. "სპინერი".


imageრაც შეეხება სპინერს, ეს არის იგივე ტრუალა. ეს არის ანტისტრესული სათამაშო, რომელიც წარმოადგენს ბორბალს, რომელზეც გადაკრულია 3 ან 2 ასეთივე "ბორბალი".

imageხალხის თქმით, ეს სათამაშო ემარება მოუსვენარ ადამიანებს დაწყნარებაში. მაგალითად, თუ არაფერს არ აკეთებ და მოუსვენრად დგახარ ან ვინმეს ელოდები, შეგიძლია ეს ტრუალა ატრიალო ხელში და თითქოს დაგაწყნარებს.

imageმაგრამ, ჩემი აზრით ეს ასე არ არის. სპინერი უბრალოდ ტრუალაა. ეს მახასიათებლები გამოიგონეს უბრალოდ იმისთვის რომ პროდუქცია გაიყიდოს, როგორც "ტყლარწი". ესენი უბრალოდ სათამაშოებია, რომლებსაც არანაირი ფუნქცია არ აკისრიათ. ეს უბრალოდ ჩვენი თაობის მინუსია, რომ გვინდა უაზრო ნივთებსა თუ საგნებს ფუნქცია მივაწეროთ.



დღეისათვის სულ ეს იყო.





სტატიის ავტორი: ანდრია თოფჩიძე

0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ანდრიაკო თოფჩიძე
ანდრიაკო თოფჩიძე
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0