ფოტოგრაფია ისტორიული ფოტოები 2012, 13 ივნისი, 15:29 დიდი სამეული იალტის კონფერენციაზე. ფოტო გვიჩვენებს მოკავშირე ძალების სამ ლიდერს – უინსტონ ჩერჩილი (დიდი ბრიტანეთი), ფრანკლინ რუზველტი (აშშ) და იოსებ სტალინი (სსრკ). ისინი 1945 წელს შეიკრიბნენ იალტაში, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს და ევროპის ბედი განიხილეს. იალტის კონფერენციას მეორენაირად ერქვა ყირიმის კონფერენცია, კოდური სახელი კი არგონავტთა კონფერენცია იყო. ფოტოს გადაღებიდან ორ თვეში რუზველტი გარდაიცვალა. იაპონიაზე გამარჯვების დღე თაიმზ სქვერში. ფოტო გადაღებულია ალფრედ აიზენშტატის მიერ ნიუ-იორკის თაიმზ სქვერში 1945 წლის 14 აგვისტოს, როცა ოფიციალურად გამოცხადდა მეორე მსოფლიო ომის დასასრული. შემდგომში ამ ფოტომ ჟურნალ “ლაიფის” (LIFE) გარეკანი დაამშვენა. მეზღვაურისა და ექთანის ვინაობა საიდუმლოდ დარჩა, თუმცა სხვადასხვა დროს რამდენიმე ვარიანტი წამოჭრილა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრის აზრით, სურათზე რომანტიკული კოცნაა, სინამდვილეში ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვის უცნობები იყვნენ. ფოტოგრაფის თქმით, მეზღვაური იმ არეალში ყველა ქალს კოცნიდა. “ჩელენჯერის” აფეთქება. 1986 წლის 28 იანვარს კოსმოსური ხომალდი “Challenger” გაშვებიდან 73 წამში ნაწილებად დაიშალა და ეკიპაჟის შვიდივე წევრი იმსხვერპლა. ინციდენტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ამბავი გახდა, მოვლენიდან 1 საათში ამერიკელთა 85%-მა უკვე იცოდა მასზე. ამ უბედურმა შემთხვევამ “შატლის” პროგრამის 32 თვით შეჩერება გამოიწვია. მოვლენას განიხილავენ ხოლმე ინჟინერულ უსაფრთხოებაზე საუბრისას. კაცი, რომელიც ვარდება. რიჩარდ დრიუს ფოტოზე ჩანს ერთ-ერთი ადამიანი იმ 200-დან, რომლებიც სავაჭრო ცენტრიდან გადმოხტნენ 2001 წელს, ნიუ-იორკზე 9/11-ის ტერორისტული შეტევის დროს. სხვების მსგავსად, მანაც სწრაფი სიკვდილი არჩია კვამლში გაგუდვას და ცოცხლად დაწვას. არაოფიციალური ცნობით, ეს ადამიანი არის 43 წლის ჯონათან ბრაილი, რესტორან “Windows on the World”-ის თანამშრომელი. ავღანელი გოგონა. “ნეიშენალ გეოგრაფიკის” ჟურნალის გარეკანზე განთავსებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო. სტივ მაკკურიმ 13 წლის ლტოლვილი შარბატ გულა გადაიღო. 260 2-ს მოსწონს
|