სასარგებლო პროდუქტები ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მარწყვი უფრო შეგიყვარდებათ! 2017, 30 მაისი, 14:21 მარწყვი გამოირჩევა ვიტამინების სიუხვით, ფოლიუმის მჟავა მასში იმაზე მეტია, ვიდრე ჟოლოში ან ყურძენში. ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს. მარწყვი აძლიე- რებს იმუნიტეტს და სისხლძარღვების კედლებს. ის იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან, და მისი მიღება რეკომენდირებულია გაციების პროფილაქტიკისთვის.ის არის ძლიერი ან- თების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალება. მარწყვი ასევე შეიცავს იოდს. ამიტომ ზაფხულის პერიოდში მისი საკმარისი რაოდენობით მიღება საშუალებას გვაძ- ლევს უარი ვთქვათ სხვა იოდის შემცველი საკვების მიღებაზე. მარწყვის ტკბილი გემოს უკან იმალება შაქრის დამწევი შესაძლებლობები. დილით მიღებული ჭიქის მეოთხედი მარწყვის წვენი გვეხმარება კუჭის დაავადებების დროს. ის საუკეთესო საშუალებაა გახ- დომის მსურველთათვის.თუ რა თქმა უნდა მათ არ აწუხებთ ალერგია.ასევე მისი დიდი რაოდენობით მიღებისას არ უნდა დაგვავიწყდეს შარდმდენი თვისებები. ის ორგანიზმს ეხმარება გათავისუფლდეს ზედმეტი წყლებისგან. მისი ფოთლების ნახარში არეგული- რებს არტერიულ წნევას და ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. ამასთან ეს კენკრა გვეხ- მარება უძილობის დასაძლევად.მარწყვი აუცილებლად უნდა მიიღონ ანემიით დაავადე- ბულებმა. ძალიან სასარგებლოა ასევე ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, გულის იშემი- ური დაავადებების დროს. მარწყვისგან აკეთებენ სახის ნიღბებს. სუფთა კანზე წაისვით მარწყვის წვენი, შემდეგ 10-15 წუთით დაიდეთ სახეზე მარწყვის გახეხილი მასა. სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან გრილი რძით.ასეთი ნიღაბი ძალიან მოუხდება მათ ვისაც აქვს მშრალი კანი.მარწყვის შემადგენლობაში ასევე შედის: რკინა, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, რიბოფლაბინი, რუტინი და ნიკოტინის მჟავა.მარწყვი გვეხმარება გულ-სისხლ- ძარღვთა დაავადებების დროს, ასევე არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, კუჭის წყლულის, ნაწლავების ინფექციისას, თირკმელების დაავადებების დროს. ხალხ- ურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც ანტიმიკრობული საშუალება.მარწყვი შეგიძლიათ შეინახოთ 6 თვის განმავლობაში გაყინული სახით. კენკრა ისე უნდა გავაწყოთ, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ, შემდეგ გავყინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიტანოთ სპეციალურ პაკეტებში. 425 6-ს მოსწონს
|