არქიტექტურა რაკოცბრუკე – ხიდი, რომელიც თვით ეშმაკმა ააგო 2 აგვისტო, 8:31 მსოფლიოში ბევრი მომხიბლავი და იდუმალი ადგილია... და ერთ-ერთი მათგანი, რაკოცბრუკეს ხიდია, რომელიც გერმანიის დენდროლოგიურ პარკში, ქ. გაბლენცის (საქსონია) მახლობლად მდებარეობს. წყალზე აღმართული, ეს ქვის რკალი 1860 წელს ააგეს და დღემდე ბევრს აოცებს თავისი სიზუსტით და თვალწარმტაცი გარემოთი. ისტორიამ, იმ არქიტექტორის სახელი, რომელმაც ეს უჩვეულო თაღოვანი ხიდი შექმნა, არ შემოინახა. მაგრამ, ამბობენ, რომ მშენებლობის დროს, მან გარიგება ეშმაკთან დადო და პროექტი სწორედ მან დაასრულა. შეთანხმების პირობა კი ასეთი იყო: ეშმაკს იმის სული უნდა წაეღო, ვინც ხიდზე პირველი გაივლიდა. მაგრამ, არქიტექტორმა იეშმაკა და ხიდის დასრულების შემდეგ, მასზე პირველი ძაღლი გაუშვა. ასე დარჩა ბოროტი სული ჯილდოს გარეშე და განრისხებული, წყალში გადახტა. ხოლო, მას შემდეგ, აღარც გამოჩენილა... სწორედ ამ ადგილობრივი ლეგენდის გამო, ხიდს მეტსახელად — «ეშმაკის ხიდსაც» ეძახიან. რაკოცბრუკეს ხიდი 35 მეტრზეა გადაჭიმული და როგორც უკვე აღვნიშნეთ, იდეალურ რკალს წარმოადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ ტბაში წყლის გარკვეულ დონეზე, ხიდი და მისი ანარეკლი, სრულყოფილ წრეს ქმნის... და ეს, დაკვირვების წერტილის მიუხედავად ხდება. ითვლება, რომ ხიდის თაღი, სხვა სამყაროში გასასვლელ პორტალს წარმოადგენს. 1983 წელს, პარკში 2 შვედი ტურისტი დაიკარგა და როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, ბოლოს ისინი სწორედ «ეშმაკის ხიდთან» ნახეს. ხოლო, თუ მისტიკას დავივიწყებთ, — ხიდზე ასვლა, ადმინისტრაციული სასჯელით დასრულდება, რადგან ამ ღირსშესანიშნაობაზე სიარული აკრძალულია!მიზეზი კი, მეტად ტრივიალურია: თუ ტურისტები რეგულარულად ივლიან ბაზალტის მყიფე თაღზე, ის ძალიან მალე ჩამოინგრევა. მისი ფუნქცია ხომ, უფრო დეკორატიულია, ვიდრე პრაქტიკული?! თუმცა, მსგავსი აკრძალვა არ აჩერებთ მათ, ვისაც სოციალური ქსელებისთვის ეფექტური ფოტოს გადაღება სურთ.
* როგორ უღალატა ჰიტლერს მისმა უახლოესმა გარემოცვამ* «ეგვიპტის ისტორია» – ნაშრომი, რომელსაც საფუძვლად, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხანძრის დროს დამწვარი დოკუმენტები უდევს* სტალინის კეთილი საქმეები და ფაქტები, რომლებიც გაგაკვირვებთ* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ374 2-ს მოსწონს
|