ტექნოლოგიური სიახლეები რუსეთში განხორციელდა "ბოინგის" კონკურენტის,რუსული МС-21-ის საცდელი ფრენა(ვიდეო) 2017, 28 მაისი, 14:39 28 მაისს ირკუტსკში განხორციელდა ახალი რუსული თვითმფრინავის, МС-21 საცდელი ფრენა, როგორც თვითმხილველები იტყობინებიან ავიალაინერმა წარმატებით ჩააბარა პირველი გამოცდა.
საჰაერო ხომალდით დაინტერესდა უკვე რამდენიმე ავიაკომპანია, როგორც რუსეთში ასევე მის ფარგლებს გარეთ.შეკვეთა უკვე მიღებულია 185 მანქანაზე. თვითმფრინავი Ирку́т МС-21(იშიფრება როგორც-XXI საუკუნის მაგისტრალური თვითმფრინავი)საჰაერო ხომალდი გათვალისწინებულია, როგორც ახლო, საშუალო მაგისტრალური და საშუალო ფუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი, კონკურენტი ისეთი ტიპის თვითმფრინავებისა, როგორებიცაა Boeing-737 MAX და Airbus A320neo. თვითმფრინავის სერიული წარმოება 2020 წლიდანაა დაგეგმილი. 389 6-ს მოსწონს 1-ს არა
|