x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ყველაზე საინტერესო და რეალური ფაქტები

image

1. ამაზონის ტროპიკული წვიმის ტყე პერიოდულად სასუქს საჰარიდან იღებს. ქარს ქვიშის ნაწილები (მტვერი) ნუტრიენტებით (საკვები ნივთიერება) ოკეანეს გადაღმა, ტროპიკებში გადააქვს, სადაც ის ტყეს ეფინება და მცენარეებისთვის სასუქს წარმოადგენს.

NASA-ს მეცნიერების გამოთვლებით, ყოველწლიურად, ქარს 27, 7 მლნ. ტ. მტვერი გადააქვს კონტინენტიდან კონტინენტზე, რომელიც 0, 08%-მდე ფოსფორს შეიცავს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამაზონის ტყეები, ყოველწლიურად, 22 ათას ტ. ფოსფორს ღებულობს აფრიკიდან. ეს კი, დაახლოებით, იმდენივეა, რამდენის გამორეცხვაც ხდება ხსენებული ტყეების ნიადაგებიდან, წვიმების და წყალდიდობების პერიოდში. სამხრეთ ამერიკის ეს რეგიონი მუდმივად განიცდის ფოსფორის ნაკლებობას და რომ არა საჰარა და «საჰარის სასუქი», შესაძლებელია, ამაზონის ტყეებიც არ ყოფილიო.
2. ატაკამას უდაბნოში (ჩილე) წვიმა არასოდეს მოსულა.
3. 75 წლის ასაკის საშუალო სტატისტიკურ ადამიანს 23 წელი ძილში აქვს გატარებული.

4. ლოქორას 4 ცხვირი აქვს.
5. კოლიბრის 350 სახეობიდან ყველაზე დიდი 22 სმ-ია. ხოლო, ყველაზე პატარა, რამდენიმე სანტიმეტრი არის და სულ რაღაც 2 გრამს იწონის. ეს ყველაზე პატარა ფრინველია პლანეტაზე. მისი გავრცელების არეალი კუბაა.

image

image
6. დღეისთვის, ზვიგენის 450 სახეობამდე არის ცნობილი. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 20-30 წელია. მაგრამ, ქიცვიან ზვიგენს 100 წლამდე შუუძლია იცოცხლოს.
7. დადგენილია, რომ კოღოებს უფრე მეტად ლურჯი ფერი იზიდავთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფერი.
8. კენგურუს უკან სიარული არ შეუძლია.
9. ყველაზე დიდი, დარეგისტრირებული (1887 წ.), ფიფქის დიამტრი 38.1 სანტიმეტრი არის.
10. დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან, მხოლოდ კოალას და ადამიანს აქვს თითის ანაბეჭდები.

image

image
11. რვაფეხას 3 გული აქვს. ერთი (მთავარი) სხეულში სისხლის მოძრაობას უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენი 2 გული — სისხლით ლაყუჩებს ამარაგებს.
12. დიდი რაოდენობით სტაფილოს შეჭმის შემთხვევაში, ადამიანი ნარინჯისფერი ხდება.
13. კაშალოტებს ყველაზე მძიმე და მოცულობითი ტვინი აქვთ – ის, დაახლოებით, 9 კგ-ს იწონის.
14. ვებხვისებური ზვიგენის ემბრიონები, დედის საშვილოსნოში, ერთმანეთს სამკვდროდ ებრძვიან. ბუნებრივი გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ ძლიერები იბადებიან.

15. ინდური «City of Montessori School» სკოლა, ყველაზე დიდი კერძო სკოლა მსოფლიოში, რომელშიც 27 000-მდე ბავშვი სწავლობს. მას იუნესკო-ს პრემია აქვს მიღებული და გინესის რეკორდების წიგნში არის შეტანილი.

image

image
16. პიზის კოშკიდან 250 ადამიანი არის გადმოვარდნილი.
17. ლურჯი ვეშაპის ენა უფრო მეტს იწონის, ვიდრე სპილო.

18. თავისუფლების ქანდაკების საჩვენებელი თითი 2, 44 მ-ია.

19. ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

20. ადამიანის ტვინში უფრო მეტი სინაფსია*, ვიდრე ვარსკვლავი ჩვენს გალაქტიკაში.

image* სინაფსი – ნერვული უჯრედების (ნეირონების) კონტაქტის ადგილი.


imageimage

0
713
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
713
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0