სხვა აღარასოდეს იყიდოთ ხილი ამ "სტიკერით" 2017, 30 აგვისტო, 10:18 ყველა თქვენგანს უყიდია და შეუმჩნევია ხილზე არსებული "სტიკერები", რომელზეც არა მარტო "ლოგო", არამედ კოდური რიცხვებიც არის. ისინი საერთაშორისო სტანდარტებისთვის გამოიყენება და აწვდის მომხმარებელს ძალზედ სასარგებლო ინფორმაციას.
"სტიკერები" ძირითადად იმპორტირებულ ხილზე– ბანანზე, ვაშლსა და ფორთოხალზეა და რას განსაზღვრავს ის, ან რისი ცოდნის ვალდებულება გვაქვს ჩვენ, სწორედ დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ. რომელი "სტიკერის" შემცველი ხილი არ უნდა ვიყიდოთ? 1. ოთხნიშნა კოდი, რომელიც იწყება 3 ან 4-ით. ეს ნიშნავს, რომ ხილი გაიზარდა "ჩვეულებრივი" სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების მიხედვიით და მოყვანის პერიოდში გამოიყენებოდა პესტიციდები. 2. ხუთნიშნა კოდი, რომელიც იწყება 9–ით. ეს ნიშნავს, რომ ხილი გაიზარდა "ორგანულად", აბსოლიტურად ჩვეულებრივ ბაღში და ყველა შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესოა. 3. ხუთნიშნა კოდი, რომელიც იწყება 8–ით. უმჯობესია მსგავსი "სტიკერის" შემცველი ხილის ყიდვაზე უარი თქვათ, რადგან რიცხვი რვის შემცველი სტიკერი განსაზღვრავს, რომ ის გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტია, რაც საყოველთაოდ ცნობილია როგორც გენმოდიფიცირებული (როგორც GM) P.S. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია გაიაზროთ და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით აუცილებლად გაითვალისწინოთ. ასევე გაუზიარეთ მასალა მეგობრებს, რათა მათ თავიდან აიცილონ GM პროდუქტების შეძენის ფაქტი. ჯანმრთელობას გისურვებთ! იხილეთ აგრეთვე: ● რატომ არ უნდა დავლიოთ ენერგეტიკული სასმელები ● რატომ არის მავნებელი სოსისი და ძეხვი? ● ვაშლის ჭამამდე ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ ●10 ყველაზე ბინძური პროდუქტი, რომელთაც ყოველდღიურად მივირთმევთ ● როგორ გამოვდევნოთ ბოსტნეულიდან ქიმიკატები? ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ ● რა სერიოზული საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას ჩვეულებრივმა პურმა? ● როგორ გამოვდევნოთ ხილიდან ქიმიკატები? ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ (მე-2 ნაწილი) ● ის, რაც ჭინჭარზე დღემდე არ იცოდით ● როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავად 131 11-ს მოსწონს
|