საბუნებისმეტყველო ყველაზე, ყველაზე, ყველაზე 2012, 13 ივნისი, 13:39 ყველაზე შხამიან ბაყაყად ითვლება სამხრეთ-ამერიკული ოქროს ბაყაყი (Phyllobates terribilis), რომელიც ისვრის შხამს, რაც საკმარისია 20 ადამიანის მოსაკლავად.
ყველაზე დიდი წყალხმელეთა ამფიბია – სალამანდრა (Andrias davidianus). ჩინეთში ხუნანის პროვინციაში ნახეს სალამანდრა რომლის სიგრძე 1, 8 მ, ხოლო წონა - 65 კგ. ყველაზე დიდი ხმელეთის კუ – გიგანტური კუ (Chelonoidis nigra)გალაპაგოსის კუნძულებიდან. ერთ-ერთი ასეთი კუს სიგრძე, რომელიც ცხოვრობდა ფლორიდაში (აშშ), შეადგენდა 1, 35მ, სიგანე – 1, 02მ, სიმაღლე – 68, 5 სმ, წონა კი -417 კგ. 2002 წელს იგი დაიღუპა. ყველაზე დიდ ნიანგებად ითვლებიან ზღვის ნიანგები (Crocodylus porosus), რომლებიც აზიის ტროპიკულ რეგიონებში ბინადრობენ. მათი სიგრძე 6 მეტრს აღემატება. ყველაზე გრძელი შხამიანი გველი – სამეფო კობრა (Ophiophagus haddah), რომლის სიგრძე 3, 5 -4, 5 მ აღწევს. მას ერთი კბენით შეუძლია მოკლას სპილო. ყველაზე დიდი მორიელი Heterometrus swannerdami, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ინდოეთში დაიჭირეს იყო 29, 2 სმ. ყველაზე დიდი ობობა – ობობა ჩიტიჭამიას (Theraphosa blondi) სიგრძე გაშლილი ფეხებით აღწევდა 28 სმ. იგი დაიჭირეს რიო-კავროში (ვენესუელა). აფრიკულ შავ გიგანტურ მრავალფეხას Archispirostreptus gigas, რომელიც ცხოვრობს ჯიმ კლინჯერთან (ტეხასი, აშშ) აქვს 256 ფეხი, მისი სიგრძეა 38, 7 სმ. 296 12-ს მოსწონს
|