საბუნებისმეტყველო რატომ დგანან ფლამინგოები ცალ ფეხზე? - საიდუმლო ამოხსნილია! 2017, 26 მაისი, 11:12 რატომ არიან ფლამინგოები სხვა ფრინველებისგან განსხვავებულნი? - რათქმაუნდა ძალიან ბევრი თვისებით, თუმცა ყოველთვის გამოკვეთილად ფიგურირებდა მათი დგომის სტილი და აქედან გამომდინარე, ყველას ებადებოდა კითხვა - თუ რატომ დგანან ფლამინგოები ცალ ფეხზე?!
ამერიკელ მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის თანახმადაც კითხვაზე მარტივი დასკვნითი პასუხი გამოიტანეს. მეცნიერების მტკიცებით, ცალ ფეხზე დგომით ფლამინგოები უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ. BBC -სთან ინტერვიუს დროს, პროფესორი იონგ ლიუ ჩენი: "როდესაც ამ ფრინველს დააკვირდებით, მიხვდებით რომ დგას მხოლოდ ცალი ფეხით, ხოლო მეორე ფეხს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კანქვეშ ინახავს. ეს არის ამ ფრინველის ფეხზე დგომის მექანიზმი." ფლამინგოები ფრინველთა ქვერიგი ლაკლაკისნაირთა რიგისა არიან. მათი სიგრძე 90—120 სმ, მასა 2.5—4, 5 კგ აღწევს. გავრცელებული არიან სამხრეთ–დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ–დასავლეთ აზიაში, აფრიკასა და ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. აქვთ მასიური ნისკარტი, რომლის კიდეებზე რქოვანი ფირფიტებია საკვების მოპოვების დროს წყლის გასაწურად, გრძელი კისერი და ფეხები. ფერად თეთრთია, მოვარდისფრო, ფრთებზე თითქმის მოწითალო იერით, მომქნევი ბუმბული შავია. ქვერიგში 1 ოჯახის 6 სახეობაა. კასპიის ზღვის ჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროზე და ცენტრალურ ყაზახეთის მლაშე ტბებზე გავრცელებულია ჩვეულებრივი ფლამინგო (phoenicopterus roseus). ბუდობს კოლონიურად, ბუდეს იკეთებს დაჭაოებებულ მლაშობებზე. დებს 1—2 (არაუმეტეს 3) კვერცხს.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1. NASA -მ სივრციდან დედამიწას უახლესი, შთამბეჭდავი ფოტოები გამოუგზავნა 2. ლიდს იუნაიტედს ახალი მფლობელი ჰყავს! 3. ინდონეზიაში ჰომოსექსუალურ წყვილს გაამათრახებენ!!! 4. აუტიზმით დაავადებული ბავშვი და პოლიციელი - ფოტო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო! 5. კივანჩ თათლითუგი - 17 საინტერესო ფაქტი თუქრი სუპერვარსკვლავის შესახებ! 6. საკვები პროდუქტები, რომელიც მაისში აუცილებლად უნდა მივირთვათ! 7. რა ხდება სიკვდილის შემდეგ?! 947 9-ს მოსწონს
|