სისხლის სამართალი ქართველი ახალგაზრდა ქალი,რომელიც თურქეთში წამებით მოკლეს 2017, 25 მაისი, 10:27 23 მაისს სტამბულში ათათურქის ქუჩაზე №41 სახლში სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს საქართველო მოქალაქის 34 წლის ელენე გოკაძის გვამი, რომელსაც ყელი ჰქონდა გამოჭრილი და წამების კვალი ეტყობოდა.გარდაცვლილი სადარბაზოში მცხოვრებმა თურქმა მეზობელმა იპოვა.
ემიგრანტებზე მომუშავე შოთო სიხარულიძემ ელენე გოკაძის მკვლელობის დეტალები დაწვრილებით გაახმაურა: - პირველ სართულზე ცხოვრობდა მკვლელი. ელენეს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას, მკლელობაში ბრალდებულის სახლის წინ უნდა გაევლო. ჩაუსაფრდა და დანის მუქარით სახლში შეიყვანა. გარეთ დარჩა ელენეს ტუფლი და ჩანთა. იმით მოიძებნა და დილით იპოვეს. მან სკამზე სკოჩით მიბმული ახალგაზრდა ქალი სასტიკად აწამა, გადაუჭრა ვენები და ბოლოს ყელი გამოჭრა... მკვლელობაში ბრალდებულის გვარ-სახელია მეთინ არზიკი. მან გაქცევა სცადა, თუმცა თურქმა სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. ჩვენმა ერთიანმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, თუმცა აღიარებს თუ არა მკვლელობას და მკვლელობის მოტივად რას დაასახელებს ამ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. ელენე წარმოშობით ზესტაფონიდან იყო და მას დედ-მამა ცოცხალი არ ჰყავს.იგი 13 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში. 1038 7-ს მოსწონს 1-ს არა
|