ქალი და მამაკაცი Top ტრაგიკული სიყვარულის ისტორიები (ფილმები) 2012, 13 ივნისი, 11:37 ფილმები რომელიც ნამდვილ სიყვარულზეა, ფილმები რომელსაც არ აქვს ბედნიერი დასასრული.
1) Moulin Rouge
![]() / / 2) titanic ![]() ამ კინოს ბევრი კომენტარი ალბათ არ ჭირდება. ფილმი რომელიც ერთერთ უდიდეს ტრაგედიაზე მოგვითხრობს, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და უალამაზესი სიყვარულის ისტორია კლასიკად ქცეული ''ტიტანიკი'' -1997 წელი. / / 3) 10. Phantom of the Opera ![]() ოპერის მოჩვენება 2004 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე, მაყურებლის სიყვარულიც მალე მოიპოვა. ეს ის ბედნიერი დრო იყო ქართულ ტელეარხებზე ნორმალურ ფილმებს როცა აჩვენებდნენ და სწორედ მაშინ ვუყურე პირველად. ჩემი სუბიექტური აზრით ერთერთი ულამაზესი ისტორია, უძლიერესი საუნდტრეკებით / / 4) Ghost (1990) ![]() დარწმუნებული ვარ ეს ფილმი ყველას გექნებათ ნანახი, მისი ცნობილი საუნდტრეკიც ალბათ ყველას გაქვთ მოსმენილი. ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი ამ თემაზე. / / 5) The Curious Case of Benjamin Button (2008) ![]() ყველაზე მეტად რაც ამ ფილმში მომეწონა იდეაა, რომელიც ალბათ მეტნაკლებად ყველასგან განსხვავებულია. სიყვარული ადამიანისა რომელიც დაიბადა მოხუცი და ნელ ნელა ახალგაზრდავდება. სასიამოვნო ფილმია. / / დასასრულს მინდა ჩემთვის ერთერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა დაგიტოვოთ ''მულენ რუჟიდან'', თუკი თავიდან არ მოგეწონებათ, ან ბოლომდე ყურება დაგეზარებათ, მოუსმინეთ 1.50 დან, ევან მაკგრეგორის ''შეყვანა' -' უძლიერესი ხმა, ტექსტი, უდიდესი ემოცია და ტრაგიზმი. 593 1-ს მოსწონს
|