x
image
ცუდი ბავშვი
სატანის მედალიონი. დასასრული
სტატიის დასაწყისი იხილეთ აქ: პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე.


image


ჩემი ახალი ზებუნებრივი უნარით უკმაყოფილო ვიყავი, ეს იმ შემთხვევაში მემართებოდა როდესაც ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი. საბოლოოდ გადავწყვიტე მივსულიყავი ნათელმხილველთან, იმედი მაქვს რამით დამეხმარება რადგან ადამიანის ასე სასტიკად მოკვლა არ მსურდა. ჩავედი მასთან სოფელში და კარზე ფრთხილად დავაკაკუნე, ისევ იმ პატარა ქალმა გამიღო კარები მიცნო და მშვიდად მომესალმა მაგრამ მის თვალებში ისევ შიშს ვხედავდი. შემიყვანა ოთახში და მთხოვა დავლოდებოდი, რამოდენიმე წუთის შემდეგ ისიც შემოვიდა და ხელში საკმაოდ მძიმე დიდი და ძალიან ძველი წიგნი ეკავა რომელიც სავსე იყო უძველესი მითებით და ლეგენდებით, მან წიგნი მაგიდაზე დადო და სადღაც წიგნის შუაში ფურცლებს შორის შეაცურა თითი ისე რომ არც კი დაუხედავს წიგნზე და ზუსტად იმ გვერდზე გადაშალა სადაც ამ მედალიონის შესახებ ეწერა. მითხრა მე თვითონ წამეკითხა.


მაშ ასე დავიწყე კითხვა: 555 წელს მეხუთე თვის 15 მაისი კვირის მეექვსე დღეს შაბათს დაიბადე ბიჭი რომელიც იზრდებოდა სიღარიბეში და მის ოჯახს ძალიან უჭირდათ, მათ ჰქონდათ მიწის პატარა ნაკვეთი მაგრამ მიწაზე მუშაობით ბევრი ვერაფერი რჩებოდათ. ბიჭი ძალიან კეთილი და უთქმელი იყო მას მოზარდი თანატოლები სულ დასცინოდნენ აწვალებდნენ და საპასუხოდ ვერაფერს აკეთებდა, სურდა კარგი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონოდა მაგრამ ამის საშულება არასოდეს მიეცა. მას მოწონდა განმარტოებით ყოფნა და თავის ფიქრებთან მარტო დარჩენა, ერთ დღესაც მისი დაბადების დღეს ის ისევ განმატოვდა და სოფლიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორობით წავიდა, წამოწვა მინდორზე და დაიწყო ოცნება, ამ ფიქრებში გართულს ჩაეძინა როდესაც გაიღვიძა უკვე დაღამებული იყო ადგა და შინისკენ გაუდგა გზას. გზაში მან დაინახა სოფლის გზაზე მიმავალი მოხუცი ბერიკაცი რომელსაც სიარული ძალიან უჭირდა, ბიჭმა გადაწყვიტა დახმარებოდა და ის ზურგზე მოისვა. როდესაც სოფლის შესასვლელს მიუახლოვდნენ მოხუცმა უთხრა რომ აქ ჩამოესვა, შემდეგ კი მადლობა გადაუხადა და ჰკითხა, რა სურდა დაბადების დღეზე, ბიჭი მოხუცს დააკვირდა მაგრამ მიხვდა რომ ის არასოდეს უნახავს, გაუკვირდა საიდან უნდა სცოდნოდა ამ მოხუცს მისი დაბადების დღე, ბიჭს უნდოდა ეკითხა მაგრამ მოხუცმა არ დააცალა და ისევ დაუსვა კითხვა: გინდა რომ გქონდეს ბედნიერი ცხოვრება და შენი თანატოლი მეგობრები აღარასოდეს შეგეხონ? ბიჭს მოეწონა ასეთი შეთავაზება და ჰკითხა თუ როგორ აპირებდა ამას მოხუცი, ამ შეკითხვაზე ბერიკაცმა ბიჭს მედალიონი გაუწოდა და თქვა, თუ ამას ყოველთვის თან ატარებ შენ თანდათან მიიღებ ისეთ ძალას რომ ყოველი შენი ნებისმიერი სურვილი დაუყოვნებლივ აგისრულდება, მაგრამ ერთი პირობით, როდესაც მე შენთან მოვალ და რამის შესრულებას გთხოვ უნდა შემისრულო. უარის შემთხვევაში შენ ამ ძალას დაკარგავ და ისევ ისეთი იქნება შენი ცხოვრება როგორც დღემდე. ბიჭმა ჰკითხა თუ რა იყო მოხუცის სურვილი მედალიონის სანაცვლოდ და მოხუცმა უპასუხა, რთული არაფერია ყველაფერს მოგვიანებით გაიგებ. ბიჭმაც იფიქრა ასეთი რთული რა უნდა ყოფილიყო რომ ვერ შეესრულებინა და შემოთავაზებულ საჩუქარს სიხარულით დათანხმდა, მოხუცმა კი მედალიონის მნიშვნელობა აუხსნა, ვარსკვლავი რომელიც მედალიონზეა გამოსახული შენი დაბადების ვარსკვლავია და ყოველი მისი განშტოება შენს სხეულს ასახავს და ყოველი მისი მოხაზულობა შენი დაბადების წლის, თვის და დღეს აღნიშნავს. ამის გაგონებაზე ბიჭი ძალიან გახარებული დარჩა მედალიონი მოეწონა და მოხუცს მადლობა გადაუხადა, როდესაც ის მედალიონს სიხარულით ათვალიერებდა მოხუცი გაქრა, ბიჭი ვერ ხვდებოდა იმას რომ მოხუცი ჯოჯოხეთიდან ამოსული ეშმაკის ერთ-ერთი მსახური იყო და მედალიონზე გამოსახული ვარსკვლავი დემონის თავს ასახავდა გადმობრუნებულ მდგომარეობაში.



image


იმ დღიდან მესამე დღეს დილით სოფელში იპოვეს ექვსი მსხვერპლი, ექვსივე ბიჭის თანატოლი მეგობრები იყვნენ რომლებიც სულ სცემდნენ და ჩაგრავდნენ, გადიოდა წლები და ბიჭს ზებუნებრივი უნარები უნვითარდებოდა ყოველი ექვსი მსხვერპლის ნახვის შემდე, ერთ დღესაც მას საკუთარ მშობელ მამასთან შეკამათება მოუვიდა და მოულოდნელად ჯოჯოხეთიდან ამოსული დემონის სახე მიიღო, მან თავი ვრ გააკონტროლა და საკუთარი მამა ხელში შემოაკვდა, როდესაც გონს მოვიდა მიხვდა რაშიც იყო საქმე და სოფლიდან გაიქცა, დაიწყო იმ მოხუცის ძებნა ვინაც მედალიონი აჩუქა და რამოდენიმე დღის შემდეგ ეშმაკის მსახური მოხუცი თავად გამოეცხადა ბიჭს, ბიჭმა ჰკითხა რა ძალა ჰქონდა მედალიონს და რატომ არ მიდიოდა მოხუცი მის სანახავად როდესაც შეპირდა რომ მასთან მივიდოდა თხოვნის შესასრულებლად. მოხუცმა უპასუხა რომ რათქმაუნდა მე ყოველთვის მოვდიოდი შენთან ჩემი თხოვნის ასასრულებლად როდესაც მინდოდა და ხომ გახსოვს ის ექვსი მსხვერპლი რომლებსაც ასე ხშირად პოულობდით რამოდენიმე დროის შემდეგ, ისინი მსხვერპლშემოწირვა იყო შენგან ჩემთვის, მომხდარის შესახებ მეორე დილით აღარაფერი გახსოვდა რადგან ასე იყო საჭირო, სანაცვლოდ მე შენ საოცარ უნარებს გაძლევდი. ბიჭმა თხოვა რომ მედალიონი უკან დაებრუნებია მაგრამ ეშმაკის მსახურმა უპასუხა, რომ ამისგან თავის დაღწევა უკვე გვიანი იყო და თუ ასე ძალიან სურს მედალიონის უარყოფა ამისათვის მოუწევდა ძლიერი რიტუალის ჩატარება ღამით სავსე მთვარეობის დროს რაც მისი სიცოცხლისათვის ძალიან სახიფათო იყო და თუ ამ რიტუალს გადაურჩებოდა ის გათავისუფლდებოდა მედალიონის ზეგავლენისგან საპირისპირო შემთხვევაში მედალიონი ბიჭის სულს მიითვისებდა. ბიჭი დათანხმდა, ეშმაკის მსახურმა ზუსტად აუხსნა თუ როგორ უნდა ჩაეტარებინა რიტუალი და ამის შემდეგ გაქრა. ბიჭი წავიდა ტყეში და მიწაზე დახაზა დიდი ვარსკვლავი მის გარშემოთ კი თავისი დაბადების წლის, თვის და დღის ციფრები დაწერა, დადგა ნიშნის შუაში ტანზე კი რამოდენიმე ადგილას დანით ამოიკაწრა მედალიონზე ასახული ნიშნები, დაიწყო ლოცვა და იქამდე არ გაჩერებულა სანამ მისი სხეულიდან მედალიონის ძალამ არ დაიწყო გამოსვლა, ეს პროცესი ისეთი მტკივნეული იყო ბიჭი რიტუალის ჩატარებამ შეიწირა და მედალიონმა მისი სული მიითვისა.



image


ლეგენდა ამით დამთავრდა და მედალიონის შემდეგი მფლობელზე ინფორმაცია უცნობია. მედალიონს ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი უდანაშაულო სული ჰყავს მითვისებული და არანაირ ძალას არ შეუძლია მათი სულების გათავისუფლება მისგან. მე მივხდი რა ხდებოდა ყოველი ექვსი მსხვერპლის დროს რომლებსაც ვპოულობდი უცნაურ ვითარებაში, ისინი ჩემი მიერ იყო მოკლული და აღარ ვიცოდი რა მექნა, მედალიონისგან თავის დაღწევა უკვე გვიანი იყო და მისი უბრალოდ მოშორებით მე ვერაფერს გავხდებოდი, ის ყოველთვის ჩემთან იქნებოდა და თავს არ გამანებებდა, მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობდა, გამოსავალი რაც ამ ბიჭმა გააკეთა, სხვა გზა არ იყო, ასე ამიხსნა ნათელმხილველმა. მთელი ერთი თვე სულ ამ ლეგენდაზე ვფიქრობდი და ვერ ვიჯერებდი იმას რომ ყოველი ექვსი მსხვერპლი ჩემი მოკლული იყო. ერთი თვის შემდეგ გადავწყვიტე რიტუალი ჩამეტარებინა და ეს რომ არ გამეკეთებინა ვინ იცის კიდევ რამდენ ადამიანს შევიწირავდი თუმცა ის ფაქტიც მაღელვებდა თუ რიტუალის შემდეგ ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი მედალიონი ვის ხელში აღმოჩდებოდა. გავრისკე და სავსე მთვარეობის დროს ღამით რიტუალის ჩასატარებლად მყუდრო ადგილი მოვნახე ტყეში, მიწაზე დავხაზე ნიშანი და იმ ბიჭის დაბადების წელი, დღე და თვე დავწერე, სხეულზე რამოდენიმე ადგილას დავიხატე ნიშნები, შემდეგ დავდექი წრეში დავიწყე ლოცვა და რამოდენიმე წუთში ვიგრძენი მედალიონის ძალისგან როგორ ვთავისუფლდებოდი მაგრამ ეს ძალიან საშინელი და აუტანელი შეგრძნება იყო თითქოს ჩემი სული მედალიონის ძალას თან მიჰყავდა და სულს კი ჩემს სხეულში სურდა დარჩენა, ეს საშინელი ჯოჯოხეთური ტკივილი რამოენიმე წუთს გრძელდებოდა და ბოლოს გონება დავკარგე. მე გადავრჩი და როდესაც გონს მოვეგე ფეხზე წამოდგომა გამიჭირდა, შემდეგ აღმოვაჩინე რომ მედალიონი აღარსად ჩანდა.









1
102
7-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
102
  
2017, 19 მაისი, 7:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1