სამოქალაქო ინდონეზიაში ჰომოსექსუალურ წყვილს გაამათრახებენ!!! 2017, 18 მაისი, 16:31 ინდონეზიის აჩის რეგიონში, შარიათის სასამართლომ ორ ახალგაზრდას ჰომოსექსუალური კავშირის გამო გამათრახების განაჩენი გამოუტანა. განაჩენი განხორციელდება რეგიონის დედაქალაქ ბანდა აჩე -ში, სადაც თითოეულს მათგანს 85 ჯერ სახალხოდ გაამათრახებენ!
ინდონეზიაში მსგავსი დასჯა დღემდე არ გაგონილა, თუმცა შარიათის კანონმა პირველად ასეთი განაჩენი გამოუტანა ორ ახალგაზრდას, რომლებიც ჰომოსექსუალური ურთიერთობით არიან ბრალდებულნი. ახლაგაზრდები 20 და 23 წლისები არიან, მათ ურთიერთობის დროს შეამჩნიეს ადგილობრივ მოსახლეობამ და გადასცეს შარიათის სასამართლოს. როდესაც ყველა მსხვილ ფულად ჯარიმას ელოდა, შარიათის სასამართლომ შოკისმომგვრელი განაჩენი გამოიტანა. ორივე ახალგაზრდა 85 - ჯერ გაამათრახებდნენ. მოგახსენებთ, რომ 2001 წლიდან აჩის რეგიონში შარიათის კანონებია. რომლის თანახმადაც, რეგიონში სასტიკად აიკრძალა აზარტული თამაშები და ალკოჰოლური სასმელები. ინდონეზიელი ლგბტ პირების დამცველი ორგანოს დამფუძნებლის, დედე ოეტემოს თქმით- "ეს არის ძალიან დიდი უკუ-ნაბიჯი ინდონეზისაა, ჰომოსექსუალი არ არის კრიმინალი" განაჩენის გამოტანის შემდეგ, შარიათის სასამართლოს მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მსგავსი შემთხვევების განმეორების შედეგად, ჯარიმა გაორმაგდება, გასამაგდება ან გაათმაგდება. ჰომოსექსუალი წყვილი დაკავებმადე ერთი კვირით ადრე, უბნის "ბანდამ" დაუნდობლად სცემა. ცემა-ტყეპის კადრები სამოყვარულო კამერითაა გადაღებული და განთავსებულია სოციალურ ქსელებშიც, თუმცა შარიათის სასამართლოს და ადგილობრივ სამართალდამცავებს ამ ვიდეოზე რეაგირება არ ჰქონიათ. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. "6 დაკარგული სამყარო" - დედამიწაზე! 2. ტუნისის გათამამებული და მდიდარი ახალგაზრდები, ნახეთ როგორ ერთობიან ისინი! 3. 10 პრეისტორიული არსება, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ბინადრობდა! 4. 18 ფეხბურთელი, რომლებმაც ყველაზე მეტი ჰეთრიკი შეასრულეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში! 5. რა ხდება სიკვდილის შემდეგ?! 324 8-ს მოსწონს
|