სისხლის სამართალი ამერიკელმა 40 წელი უსამართლოდ გაატარა ციხეში სიკვდილით დასჯის მოლოდინში 2017, 18 მაისი, 11:12 1975 წელს 18 წლის რიკი ჯექსონი(Ricky jackson) კლივლენდიდან ორ მეგობართან ერთად დამშავედ სცნეს ძარცვაში, მკვლელობაში და სასჯელის უმაღლესი ზომა, -სიკვდილი მიუსაჯეს.გამოძიება ძირითადად დაეყრდნო მოზარდის ჩვენებას. რიკი ჯექსონი მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა, მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან ცოტას თუ ეჯერა პროკურატურაში რიკის უდანაშაულობა და მათ წლები დასჭირდათ იმისთვის, რომ სიმართლე დამეტკიცებინათ. რიკი ჯექსონი გახდა რეკორდსმენი:უდანაშაულო სიკვდილმისჯილი ადამიანი, რომელმაც ყველაზე ხანგრძლივი ვადა მოიხადა ციხეში. განთავისუფლების შემდეგ ჯექსონი შეხვდა იმ ადამიანს, ვისი ჩვენების საფუძველზეც შორეულ 1975 წელს ჯექსონი ციხეში გამომწყვდიეს და მეტიც, სიკვდილი მიუსაჯეს.შეხვედრამ ექსესების გარეშე ჩაიარა.რიკი აღარ არის ის ახალგაზრდა, რომელსაც სისხლი უდუღს... გაჭაღარავებულმა, მოტეხილმა და მრავალჭირგამოვლილმა ცრუ მოწმესთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც მოინანია თავის დანაშაული და აღიარა შეცდომა, წყნარად ჩაილაპარაკა:"კარგით, მესმის თქვენი.." და გაშორდა. რიკის თავისუფლებისთვის იბრძოლა მარკ გოდსმა, ცინცინატის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა, რომელმაც შექმნა პროექტი "მიტევება ოჰაიოში".გოდსი სტუდენტებთან ერთად აგროვებს ძველი საქმეების ნივთმტკიცებულებებს და იკვლევს მათ. 2003 წლიდან მოყოლებული გოდსმა შეძლო 24 უდანაშაულო პატიმრის ციხიდან განთავისუფლება, რომლებსაც საერთო ჯამში 450 წელი ჰქონდათ მისჯილი. დნმ ტესტის გამოყენებამ კრიმინალურ ექსპეტიზაში დააჩქარა როგორც ძველი თაროზე შემოდებული საქმეების გახსნა, ასევე უდანაშაულოდ ჩასმული პატიმრების გამოვლენა. 1989 წლიდან დღემდე მარტო აშშ-ში გაამართლეს 2005 პატიმარი, რომლებიც უსამართლოდ იხდიდნენ სასჯელს. იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე 213 6-ს მოსწონს 1-ს არა
|