სხვა როგორ გავიგოთ, ადამიანი ჭკვიანია, თუ არა? – მეფე სოლომონის "ტესტი" 17 აგვისტო, 9:15 როგორ გავიგოთ, რომ ჩვენს წინაშე ჭკვიანი ადამიანია? რა ნიშნებით?.. სათვალე და მკაცრი იერი? წითელი დიპლომი და კარგი სამსახური? არასდროს დაუკავებიათ და არც ავანტიურებში ყოფილა შემჩნეული? ყოველთვის ფული აქვს? როგორც ამბობენ, "ჭკვიანი ადამიანი, ადვილად პოულობს გამოსავალს რთული სიტუაციიდან, რომელშიც ბრძენი არასდროს მოხვდება"... და მაინც, რა არის ინტელექტის საზომი? ამ საკითხთან დაკავშირებით, მეფე სოლომონს* საკუთარი დაკვირვება ჰქონდა: სულელი მთელ თავის რისხვას ანთხევს, ბრძენი კი მას იკავებს – ამბობდა ის. თუმცა, ადრე ადამიანებს მოკრძალებას და ემოციების დათრგუნვას ასწავლიდნენ. ახლა კი, ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ საკუთარი გრძნობები სააშკარაოზე გამოვიტანოთ... თუ საჭიროა, ვიყვიროთ, ვიტიროთ და ჭურჭელიც კი დავამტვრიოთ. არ გავჩუმდეთ, საკუთარ შიშებზე ვისაუბროთ და პრობლემები ვინმესთან განვიხილოთ. და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამის საპირისპიროდ, სოლომონი თვლიდა, რომ ჭკვიანი ადამიანი საიდუმლოს ყოველთვის გულში ინახავს და სიტყვას ყოველთვის ასრულებს, არასდროს იტყუება და არ ფარისევლობს... და კიდევ ერთი ნიუანსი – მეფე სოლომონის აზრით, ინტელექტუალური ადამიანი არასდროს და არავისთან დაიჩივლებს ცხოვრებაზე. შეიძლება, ზოგმა იფიქროს, რომ «ადრე ცხოვრება უფრო მარტივი იყო», – მაგრამ, იმის მტკიცება, რომ წინ უკეთესი იყო, იმის აღიარებას შეიცავს, რომ ახლა – ცუდია... ეს კი, უკვე ჩივილია! დასკვნა კი ასეთია: ჭკვიანი ადამიანები არ წუწუნებენ, ისინი მადლიერნი არიან იმისთვის, რაც მათთვის ახალ დღეს მოაქვს! * კაცობრიობის ისტორიაში არსებობდა ადამიანი, ვისი სახელიც სიბრძნესთან ასოცირდება და ეს მეფე სოლომონი. მან სახელმწიფო ეკონომიკურად ააყვავა და საკუთარ ერს ბედნიერება მოუტანა. აქ მეფე სოლომონის 25 ციტატებს წარმოგიდგენთ, რომელშიც მისი გამოცდილება და სიბრძნეა ასახული. ყველა მათგანმა ათასწლეულების გამოცდას გაუძლო და ჩვენამდე მოვიდა. 1. ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ ქვეყანაზე: არის დრო დაბადების და დრო გარდაცვალების. დრო ნგრევის და დრო შენების. დრო ქვების სროლის და დრო ქვების შეგროვების. დრო დუმილის და დრო ლაპარაკის. 2. სულელი, როცა ჩუმად არის, შეიძლება ბრძენად მოგეჩვენოს. 3. დაჰპირდი — შეასრულე! უმჯობესია არ დაგპირდე, ვიდრე დაგპირდე და არ შეასრულო. 4. სიამაყე მოვა და მას სირცხვილი მოჰყვება! ხოლო, თავმდაბლობას – სიბრძნე მოაქვს. 5. ჭკვიანი ცოლი საკუთარი სახლის მოწყობაზე ზრუნავს, ხოლო სულელი –საკუთარი ხელით ანგრევს მას. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* სენსაციური აღმოჩენა, რომელიც ადამიანების და დინოზავრების ერთ ეპოქაში ცხოვრების ფაქტს ადასტურებს* ვინ იყვნენ "ზღვის ხალხები" და რა გავლენა მოახდინეს მათ უძველეს ცივილიზაციებზე?* უცნაური და საოცარი ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან (20 ფოტო)* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ899 შეფასება არ არის
|