საზოგადოება "ქალი თუ გაბრაზებს უნდა სცემო? " ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება 2017, 17 მაისი, 16:18 ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი თავის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: "არ მიყვარს არაფერი, რაც ტყუილია. თუ სიტყვა სიწმინდეც აღწერს, რაღაცას ისეთს, რაც თავისთავად ასე არაა, ამ სიტყვასაც ეხება არსიყვარული. იმედია ოდესღაც, ამ ქვეყანაში მოვა ხელისუფლება, თავის-უფალი, რომელიც გააუქმებს ყველაფერს მსგავსს. რას ნიშნავს ოჯახის სიწმინდე? ვინ აღნიშნავს მას? ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ ქალი თუ გაბრაზებს უნდა სცემო? თუ ისინი, ვინც ამბობენ, რომ ღალატი არ არღვევს ამ სიწმინდის ფუნდამენტს. კაცები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალები კუხნაში უნდა იყვნენ? თუ ქალები, რომლებიც ფიქრობენ რომ კაცების მსახურობისთვის გაჩნდნენ? ოჯახის სიწმინდე არის თავის-უფლება. როცა ადამიანები თავად გადაწყვეტენ, ინდივიდუალურად, ურთიერთობის ჟანრს. როცა, მხოლოდ საკუთარ გულს ჰკითხავენ ვინ და როგორ უნდა უყვარდეთ და ერთგულები იქნებიან ამ სიყვარულის. არ ააქვს მნიშვნელობა ფერს, სქესს, ენას... არაფერს, სიყვარულის გარდა. სიწმინდეა, სადაც არ ადევს ბორკილები სიყვარულს. სადაც თავის-უფლებაა. ხოდა თავის-უფალ სიყვარულს გისურვებთ . როცა თავად გადაწყვეტთ ვინ უნდა გიყვარდეთ და გადაწყვეტილების მიღების დროს უბრალოდ დაიკიდებთ რას იტყვის საზოგადოება, იმიტომ რომ სიყვარული მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ და არავის სხვას. თუ ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, როცა ოჯახი, სიყვარული, სექსი ნიშნავს თავის -უფლებას, გრძნობების პატიმრობის და ტყუილის გარეშე, მაშინ ამ დღეს გილოცავთ მთავარია თავის-უფლება. დანარჩენი გემოვნების ამბავია "
საინტერესო სტატიები: კესარია აბრამიძე შეყვარებულია, ფოტო, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა თამო ვაშალომიძე ბიუსჰალტერის გარეშე, ახალმა ფოტომ საზოგადოება აალაპარაკა 421 4-ს მოსწონს
|