x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138968
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული მაფიოზის ცხოვრება და სიკვდილი

image

1929 წლის 17 მაისს ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ფილადელფიის პოლიციამ დააკავა მსხვილი კონტრაბანდისტების მეთაური ალ კაპონე, რომელსაც ბრალად წაუყენეს იარაღის უკანონო ტარება.ყველაზე ცნობილმა ამერიკელმა განგსტერმა თავის ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე სუპერშთამბეჭდავი კრიმინალური კვალი დატოვა:ბუტლეგი, სათამაშო ბიზნესი, სუტინიორობა, იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობა.14 წლის განმავლობაში, ალ კაპონეს ბოსობის პერიოდში განხორციელდა 700 მკვლელობა, მათგან 400 უშუალოდ კაპონეს ბრძანებით მოხდა, მათ შორის ყველაზე ცნობილი "წმინდა ვალენტინის დღის ხოცვა-ჟლეტა", სადაც მოწინააღმდეგე დაჯგუფების შვიდი განგსტერი სიკვდილით დასაჯეს.

ქვემოთ გაეცნობით საინტერესო ფაქტებს მისი ცხოვრებიდან.



მაფიის მომავალი მეფე დაიბადა 1899 წლის 17 იანვარს იტალიელი ემიგრანტების ოჯახში, რომელიც 1884 წელს გადმოსახლდნენ აშშ-ში, კერძოდ უილიანბრუნგში, (ბრუკლინი- ნიუ-იორკი).




image

ალფონსო 9 დედმაშვილთაგან ყველაზე უფროსი იყო და ბავშვობიდანვე გამოავლინა ფსიქოპატის ნიშნები, მე-6 კლასში იყო, როდესაც სკოლის მასწავლებელს თავს დაესხა, საბოლოოდ ალფონსომ სკოლა მიატოვა და James Street-ის კრიმინალურ ბანდას შეუერთდა, რომელსაც ჯონი ტორიო ხელმძღვანელობდა. 10 წლის ასაკიდან ჩხუბობს ქუჩაში, ძარცვავს მცირე მოვაჭრეებს და პატარა მაღაზიებს თანატოლ ბანდიტებთან ერთად.


image

ზორბა ტანის მოზარდი მალე საბილიარდოში კლუბში მცველად მიიღეს, იგი ბრწყინვალედ თამაშობდა ბილიარდს, იგებდა აბსოლუტურად ყველა ტურნირს, აგრეთვე იგი სიამოვნებით ასრულებდა თავის ბოსის, იმ დროის ერთ-ერთ უდიდეს მაფიოზის, ფრენკ იეილის დავალებით ჭუჭყიან საქმეებს განგსტერულ სფეროში.


imageსწორედ იმ პერიოდში ალ კაპონე სახის და კისრის არეში დანით დაჭრა მაფიოზმა ფრენკ გალუჩომ დის შეურაცხყოფისთვის, ამის შემდეგ კაპონეს სამუდამოდ შერჩა მეტსახელი "დაღიანი"(Scarface).



image



1918 წლის 30 დეკემბერს 19 წლის ალფონსო დაქორწინდა ირლანდიელ კათოლიკე მეი ჟოზეფინა კოფლინზე, რომელიც ერთ-ერთ კლუბში გაიცნო.



image


მალე მათ ბიჭი შეეძინათ - ალბერტ ფრენსის კაპონე, რომლის ნათლია გახდა თვით ჯონი ტორიო. ბავშვი ავადმყოფი დაიბადა, რადგან კაპონეს 15 წლიდან სიფილისი ჰქონდა აკიდებული და ამან იმოქმედა არა მარტო კაპონეზე, არამედ ოჯახის ყველა წევრზე.


image


ცოლის მოყვანის შემდეგ კაპონე მცირე პერიოდში აღარ განგსტერობდა. სამშენებლო კომპანიაში დაიწყო ბუღალტრად მუშაობა, მაგრამ მამის, გაბრიელ კაპონეს გარდაცვალების შემდეგ მალე ისევ ძველ საქმიანობას დაუბრუნდა.ამ დროისთვის კაპონეთი უკვე დაინტერესებული იყო პოლიცია, იგი სულ მცირე ორ მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი.

1921 წლის იანვარში კაპონემ დატოვა კანტორა. უფროსმა მას 500 დოლარი ასესხა. მალევე კაპონემ დაუბრუნდა მას ეს ფული და მერე მთელი ცხოვრების მანძილზე დიდი პატივისცემით იხსენებდა ამ პიროვნებას.კაპონე ჯონი ტორიოს დაუბრუნდა.


image

ტორიო იმ დროისთვის უკვე ჩიკაგოში მოღვაწეობდა, იგი თავის ნათესავს, - ჯეიმს კოლოსიმოს შეუერთდა, რომელიც ძალიან გავლენიანი ბანდიტი იყო. მას მოფერებით "დიდ ჯიმს" ეძახდნენ.


1920 წლის 11 მაისს იეილმა კოლოსიმო თავისავე კაბინეტში მოკლა. მისი დაჭერა ვერ მოახერხა პოლიციამ, რადგან მაფიოზური ომერტა მოქმედებდა.


ტორიო ჩიკაგოს ახალი ბოსი გახდა და მისი მარჯვენა ხელი ალფონსო კაპონე გახდა. იმ დროს ყველაზე დიდ შემოსავალს განგსტერებისთვის წარმოადგენდა სათამაშო ბიზნესი და პროტიტუცია. "მშრალი კანონის" შემოღებამ მათზე დადებითად იმოქმედა. ტორიოს შემოჰქონდა არალეგალური ალკოჰოლი და სარდაფში პატარა ქარხანაც გააკეთა, სადაც არალეგალური სპირტიანი სასმელი მზადდებოდა.


imageსაბუტლეგო ბიზნესში ახალგამომცხვარ ტორიოს ბანდას ძლიერი კონკურენტი ჰყავდა Irish North Side-ის სახით, რომელსაც დეიონ ო'ბეიონი ხელმძღვანელობდა, ინტერესების კონფლიქტმა ორ ბანდას შორის სისხლისღვრა გამოიწვია, რომელიც საბოლოოდ ო'ბეიონის მკვლელობით დასრულდა.

ო'ბეიონის ბანდა ვერ შეეგულა დამარცხებას, რამაც ალფონსოს უმცროსი ძმა ფრენკი შეიწირა.


image

ტორიოს ორჯერ დაეხსნენ თავს და მძიმედ დაჭრეს, ამის შემდეგ ბოსი იძულებული გახდა ჩამოშორებოდა საქმეს, ჯონი ტორიომ მემკვიდრედ ალ კაპონე გამოცხადა.


image

იმ დროისთვის ალ კაპონეს დაქვემდებარებაში 1000-მდე ბანდიტი იყო, ხოლო ყოველკვირეული შემოსავალი 300 000 $-ს შეადგენდა.


ალფონსმა 26 წლის ასაკში სრულად ააყვავა მაფია, მან შემოიღო "რეკეტი", მის ხელში დაიწყო პროსტიტუციის სრული ექსპლუატაცია, ყველაფერი ამის მფარველობისთვის კი კაპონე ქრთამს უხდიდა როგორც პოლიციელებს, აგრეთვე პოლიტოკოსებს. მათ შორის ქალაქის მერს, პროკურორებს და კონგრემენებსაც კი.

imageერთხელ ციცეროს მერმა, ჩიკაგოს გარეუბანში კაპონეს გარეშე ახალი კანონი მიიღო, განრისხებული განგსტერი საქალაქო საბჭოს შენობაში შეუვარდა მერს და მაგრად მიჟეჟა ხალხის და დეპუტატების თვალწინ.


image

თუმცა ჩიკაგოს მაფიოზთა მეფეს ნამდვილად მშვიდი ცხოვრება არ ჰქონდა, მის ოჯახს მუდმივად ემუქრებოდნენ, მას რამდენჯერმე ქუჩაში ესროლეს და მოწამლეს კიდეც.ომმა ბადიტურ დაჯგუფებებს შორის არნახული მასშტაბი მიიღო.


image


1924-29 წლებში ჩიკაგოში 500-მდე ბანდიტი იქნა მოკული, კაპონე დაუნდობლად ანადგურებდა ირლანდიურ დაჯგუფებებს: ო'ბეიონის, დოერტის და ბილი მორანის ბანდებს.

კაპონემ შეიარაღებაში ტყვიამფრქვევები და ხელყუმბარები შემოიტანა, აგრეთვე ავტომობილის სტარტერებზე აყენებდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც ავტომობილის დაქოქვისთანავე ფეთქდებოდა.კაპონემ ჩიკაგო ნამდვილ სისხლიან ბრძოლის ველად გადააქცია.

imageგანგსტერული ომების პიკი გახდა 1929 წლის 14 თებერვალი, რომელიც "წმინდა ვალენტინის დღის ხოცვა-ჟლეტის" სახელით არის ცნობილი.ამ დღეს კაპონეს თანამოაზრეები გადაცმულები იყვნენ პოლიციელების ფორმაში და მოტყუებით მიიყვანეს მორანის ბანდის 7 წევრი ერთ-ერთ გარაჟში, შემდეგ კი ახლო მანძილიდან ავტომატებით ჩაცხრილეს.

imageimage
ამ ამბავმა საზოგადოებაში ნამდვილი შოკი გამოიწვია, რამაც საბოლოოდ გააფუჭა ალ-კაპონეს რეპუტაცია(სისხლისმსმელი ბანდიტი დიდი ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდა-სხვადასხვა ასპარეზობების ბილეთებს ყიდულობდა და ღარიბ მოსახლეობას ურიგებდა. ასევე ჩუქნიდა ღარიბ ახალგაზრდებს ოც დოლარიანებს. 1930 წელს კი ალ კაპონემ უფასო სასადილოები გახსნა, სადაც 120 000 ადამიანის დაპურება შეიძლებოდა)


ფედერალურმა ორგანოებმა გადაწყვიტეს სერიოზულად მოეკიდათ ხელი ალ კაპონეს საქიანობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საქმის გამოძიებისთვის სერიოზული ხელისშემშლელი ომერტა და კორუფციაში ჩამხრჩვალი პოლიციელები თუ ჩინოვნიკებიც იყვნენ.


ალ კაპონეს წლიური შემოსავალი 60 მილიონი $ იყო(დღევანდელი კურსით დაახლოებით მილიარდი დოლარი), მარტო დოღზე დადებულ ფსონებზე წელიწადში მილიონ დოლარს აგებდა.


image"დიდი ალის' სახლები ფლორიდიდან ჩიკაგომდე დღე და ღამე დაცვის ქვეშ იყო აყვანილი, თვით კაპონეს კბილებამდე შეიარაღებული მცველები გამუდმებით იცავდნენ.


image1929 წლის 29 ოქტომბერს უოლ სტრიტზე მოხდა საბირჟო კრახი, რასაც მოყვა "დიდი დეპრესია". გაჩნდა აზრები "მშრალი კანონის" გაუქმებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, არალეგალური სპირტიანი სასმელები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ხდებოდა მომგებიანი. კაპონემ ამ ეკონომიკური კრიზისის პერიოდში საზოგადოების კეთილგანწყობის მიზნით ერთ-ერთმა პირველმა დაარსა უფასო სასადილოები უმუშევრებისთვის.

imageხელისუფლება კაპონეს დაჭერას ლამობდა, რადგან მკვლელობების დამტკიცება შეუძლებელი იყო, ამიტომაც მათ სხვა ტაქტიკა აირჩიეს.საბოლოოდ კაპონე გადასახადების გადაუხდელობის გამო დაიჭირეს. ალ კაპონე დააჯარიმეს 80 ათასი დოლარით და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოხდა მისი და მისი მეუღლის ქონების კონფისკაცია. ამჯერად ალ კაპონეს მოსამართლეების, პოლიციელების და ფედერალების მოსყიდვა აღარ გამოუვიდა.მეტიც, საქმის დახურვისთვის რამდენიმე აგენტის მოშორებაც სურდა.


image


ალ კაპონე 1934 წელს ალკატრაზის ციხეში გადაიყვანეს, საიდანაც 7 წლის შემდეგ სიფილისით სასიკვდილოდ დაავადებული გამოვიდა, იმ დროისთვის მას უკვე კრიმინალური ზეგავლენა დაკარგული ჰქონდა.საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ იგი ოჯახთან ერთად პალმების კუნძულზე დამკვიდრდა.


image


1947 წლის 21 იანვარს მას ინსულტმა დაარტყა. 25 იანვარს კი ის ოჯახის წევრების ხელში 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.. ოჯახმა მისი დაკრძალვა დიდი ხმაურის გარეშე გადაწყიტა. დაკრძალვას 350 ადამიანი ესწრებოდა. 4 თებერვალს ის "მაუნტ ოლივეტის" სასაფლაოზე დაკრძალეს. მის საფლავთან ბევრი თაყვანისცემელი მოდიოდა, რის გამოც მომავალში ოჯახმა ის მალულად გადამარხა "მაუნტ კარმელის" სასაფლაოზე.

image


ამერიკა მაფიიის საბოლოოდ ამოძირკვას თითქმის ნახევარი საუკუნე კიდევ მოუნდა, თუმცა რა თქმა უნდა აშშ-ის ორგანიზებულ დამნაშავეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი ალ კაპონე გახლდათ.

image


0
1004
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1004
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0