x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სასწაულმოქმედი და იაფი მალამო E ვიტამინით - დარჩით მუდამ ახალგაზრდა!

image
E ვიტამინი ხშირად იხმარება ნაოჭების გასასწორებლად, კანის დასატენიანებლად, ამშვიდებს დამწვარ კანს, ასწორებს ნახეთქებსა და ნაჭდევებს, ამცირებს მათ და სახეს უბრუნებს პირვანდელ იერს. განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ მას გამოვიყენებთ ყოველდღიურად. E ვიტამინი გადაგვიტკიცავს კანს და მიეხმარება გამოიყურებოდეს ჯანმრთელად და მოდურად.

E ვიტამინი ანტიოქსიდანტია, ის ხელს უშლის ასაკობრივი პრობლემის წარმოქმნას და ბევრი კოსმეტიკური საშუალების მთავარი კომპონენტია. ის აჩქარებს რეგენერაციულ პროცესს, ანელებს დაბერებას, ასტიმულირებს ესტეროგენის გამომუშავებას, ახდენს ლიპიდური ბალანსის ნორმალიზებას, ხსნის შეშუპებას, კურნავს გამონაყარს, აქრობს ჭორფლს და ლაქებს.

ვიტამინი E, როგორც დამატენიანებელი ტონიკი:

ვარდის წყალში დაამატეთ 1 კაფსულა ვიტამინი E და კარგად შეანჯღრიეთ. გამოიყენეთ ყოველ ჯერზე სახის დაბანის შემდეგ.

მშრალი და აქერცლილი ტუჩების სამკურნალოდ:

აიღეთ კარგი ხარისხის კარაქის პაწაწინა ნაჭერი, აურიეთ მასში 1კაფსულა ვიტამინი E და წაისვით ეს ნარევი ტუჩებზე. არ მოიშოროთ, დაიტოვეთ მთელი ღამის განმავლობაში.

მალამო ღამისთვის:

აურიეთ ცოტაოდენ კარაქში 1 კაფსულა ვიტამინი E და ცოტა "ალოე ვერა"-ს მალამო. იხმარება მთელ სახეზე და ყელზე წასასმელად. დაიტოვეთ მთელი ღამით.


სახის ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის:

- აიღეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი,

- დაუმატეთ კარაქს ერთი კაფსულა ვიტამინი E,

- დაუმატეთ ცოტაოდენი "ალოე ვერა",

- აურიეთ კარგად ეს ყველაფერი და თქვენი ნიღაბიც მზად იქნება. დაიტანეთ ნიღაბი სუფთა სახეზე.

- გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

image

რა საფრთხეს შეიცავს არასწორად შერჩეული საჩუქარი

რა უნდა გავაკეთოთ და რა არა დაბადების დღეს, რომ იღბალმა არ მიგვატოვოს

სასწაულმოქმედი ტაიტური დიეტა. 6 კგ. ერთ კვირაში

სიკვდილი არ არსებობს - მეცნიერის შემაშფოთებელი აღმოჩენა

0
7785
8-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
7785
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0