შოუბიზნესი " ის ხანძარშია გახვეული!" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული საიტი ქართველ მომღერალზე, რომელმაც ევროვიზიაზე გამოსვლით მსოფლიო გააოცა ( + ფოტოები ) 2017, 17 მაისი, 14:40 2017 წლის საერთაშორისო კონკურსზე წარსადგენად საქართველოდან მომღერალი თამარა იგივე თაკო გაჩეჩილაძე იღებდა მონაწილეობას.
" ის ხანძარშია გახვეული!" -- ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული საიტი და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ევროვიზია 2017 კიევში ძალიან დრამატული ფორმით დაიწყო.აი, როგორ ეხმაურებიან თაკო გაჩეჩილაძის გამოსვლას უკრაინაში: – " სპექტაკლის დროს ქართველი მომღერალი ცეცხლის ალში გაეხვა, რამაც მსოფლიო ყურადღება მიიქცია.წარმოდგენის დროს ერთმა ქმედებამ ფაქტიურად ააწყო ყველაფერი. 34 წლის მომღერალი და კომპოზიტორი თამარა გაჩეჩილაძე მაქსიმალურად ცდილობდა წარმოედგინა საკუთარი ქვეყანა ფინალშიც, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შოუმ მძაფრი ეფექტი მოახდინა ცოცხალ მაყურებელზე, ქართველმა მომღერალმა მაინც ვერ შეძლო ფინალში მოხვედრა.
ცეცხლმოკიდებული სილამაზე გამორჩეული და დაუვიწყარი იყო, თუმცა ცეცხლი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ თამარას გამარჯვებისთვის ბრძოლა შაბათის ფინალში გაეგრძელებინა, რადგან მისი სიმღერა საკმარისი არ აღმოჩნდა საზოგადოებრივ აზრზე გამარჯვებისთვის.
2017 წლის ევროვიზიის პირველი ათი ფინალისტი გამოვლინდა: მოლდოვა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია, პოლონეთი, კვიპროსი, ავსტრალია, ბელგია და სომხეთი.
რაც შეეხება მთავარ თემას, პოპულარულმა და ეფექტურმა გამოსვლამ ევროვიზიის კონკურსზე სოციალური მედია და მათ შორის ინსტაგრამი, თვითერი და ფეისბუქი აალაპარაკა. თაკო გაჩეჩილაძეზე წერდნენ: - " Tamara's on fire!" ან კიდევ "Her dress is on fire!" რაც შეეხება თავად მომღერალს, ის ფეისბუქის პირად გვერდზე ქართულ საზოგადოებას მიმართავს: - " ხალხო! მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! არც ერთი წამით არ იფიქროთ რომ ან ვნერვიულოიბ ან გული დამწყდა! უბრალოდ ძაააან მაგრად მეცინება;))))) და არც თქვერნ არ მოიწყინოთ და თავები მაღლა აწიეთ!საქართველო დღეს და ზოგადად წელს არის საუკეთესო!ეს დღეს ყველამ დაინახა! ამაზე მეტყველებდა ოვაციები, ტაში, ყველაფერი!!! და რაც მთავარია ხალხის რეაქცია და შოკი ბოლოს!"... 127 3-ს მოსწონს
|