x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცოდით რატომ არის წიგნებში ცარიელი ფურცლები? მიზეზი გაგაკვირვებთ
ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით– წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების, იეროგლიფებისა და ანბანების გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე რაც ხელთ მოხვდებოდათ– თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე. ძველ დროში ჩამოყალიბდა წიგნის კონსტრურების ორგანიზაცია, ფირფიტების ან ფურცლების ერთობლიობა, რომლებიც შეკრული იყო ოზმის ან ბლოკის სახით. XIII საუკუნიდან ევროპაში წიგნის საწარმოებლად უკვე ქაღალდს იყენებდნენ.


image


წიგნი არის ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი. წიგნის ტექსტების ფიქსირება ხდება ფურცლებზე ნიშნების, ასოების ან სხვა გრაფიკული გამოსახულებების საშუალებით, რომლებიც აღიქმება ვიზუალურად. (გამონაკლისია წიგნები უსინათლოთათვის, რომლებიც ბრაილის შრიფტით არის დაწერილი.)
თანამედროვე წიგნი წარმოადგენს ყუაში ჩამაგრებული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველი ფურცლების კოდექსბლოკს გარე დამცველი ელემენტებითურთ (ყდა, გარეკანი) და ნაბეჭდი გვერდების განსაზღვრული რაოდენობით - იუნესკოს რეკომენდაციების შესატყვისად - ნაბეჭდ თაბახზე მეტი ე. ი. არანაკლებ 48 გვერდისა.


დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანს გაქვთ წაკითხული თუნდაც ერთი წიგნი და ალბათ შეგინიშნავთ, რომ თავიდან ან ბოლოში რამოდენიმე ფურცელი სუფთაა. იმედი მაქვს ერთხელ მაინც გაგიჩნდათ კითხვა თუ რატომ არის რამოდენიმე ფურცელი თეთრი– ბეჭვდის დროს დაშვებული შეცდომაა თუ აქვს ამას თავისი ახსნა?



როგორ წესი წიგნების ბეჭვდა ხდება გაცილებით დიდი ფორმატის ფურცლებზე და არა იმ ზომისაზე, რა ზომისაც ესა თუ ის წიგნია. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ფურცლები რჩება შეუვსებელი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი მას სპეციალურად ტოვებენ ცარიელს მკითხველთათვის "შენიშვნების" ჩასანიშნად.



იხილეთ აგრეთვე:


ეშმაკის ბიბლია.



0
152
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0