სხვა ხილი და ბოსტნეული გრძნობს, როდესაც მათ ვჭამთ- მეცნიერების დასკვნა 2017, 16 მაისი, 11:21 როგორც მოგეხსენებათ მეცნიერება ადამიანის საქმიანობის სფეროა, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდის საშუალებით შესწავლის შედეგად.
რაოდენ წარმოუდგენლად და გასაგიჟებლადაც არ უნდა ჟღერდეს, მეცნიერების ახალი კვლევებით დადგინდა, რომ ხილი და ბოსტნეული, რომელთაც საკვებად ვიყენებთ, ამ ყველაფერს გრძნობენ და ძალიან არ მოწონთ. ფაქტი, რომ მცენარეებსაც აქვს ინტელექტი, ახალი და უცხო არ არის. მისურის უნივერსიტეტის მკვლევარმა ფერმერებმა ჩაატარეს კვლევები და ექსპერიმენტები, რამაც აჩვენა, რომ მცენარეები გრძნობენ როდესაც მათ ვჭამთ და იყენებენ დაცვის მექანიზმს ფაქტის თავიდან ასაცილებლად. ექსპერიმენტი ჩატარდა ბოსტნეულზე (არაბიდოპსისი- Arabidopsis thaliana), რომელიც კომბოსტოს, ბროკოლისა და სხვა კომბოსტოსებრთა ოჯახის ჯგუფს მიეკუთვნება. ექსპერიმენტის მიზეზი კი გახდა ის ფაქტი, რომ როდესაც მის ფოთლებს მუხლულო ჭამდა, მან რხევა და ვიბრაცია დაიწყო. გარდა არაბიდოპსისა, მეცნიერებმა სხვა მცენარეებზე ჩაატარეს იგივე კვლევა და დადგინდა, რომ მათი გრძნობის ფაქტი აქაც ანალოგიურია. რა შედეგები აჩვენა კვლევებმა? აღმოჩნდა, რომ მცენარეები ტოქსიკურ მდოგვისებრ ზეთს გამოყოფენ ფოთლებში, როდესაც მათ მივირთმევთ, რათა თავიდან აგვიცილონ "მტრები". ეს ერთადერთი კვლევა-ექსპერიმენტი არ ყოფილა, რომელიც მცენარეების შესასწავლად ჩატარდა, შესწავლილი იქნა აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ისინი აკუსტიკურ ენერგიაზე, კერძოდ კი მუსიკაზე რეაგირებენ. საბოლოოდ კი დამტკიცდა, რომ მცენარეები რეაგირებენ ჩვენი სამყაროს ყველა მოვლენაზე, როდესაც მათ ვჭამთ, მათი უჯრედული მეტაბოლიზმი წარმოქმნის ნივთიერებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენგან თავდაცვას. იხილეთ აგრეთვე: ● მსოფლიო საოცრება- ხელოვნური საშვილოსნო შექმნეს ● სექსი კალორიებს არ წვავს! 4 მეცნიერული ფაქტი, რომელიც შეცვლის თქვენს წარმოდგენას ● სპერმა დეპრესიას კურნავს! +13 68 18-ს მოსწონს
|