x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"პოლ უოკერის" ქალიშვილის სილამაზე მოგნუსხავთ
Paul William Walker-ი ამერიკელი მსახიობი იყო, რომელიც ცნობილი ძირითადად ბრაიან ოკონერის ფილმი "ფორსაჟის" მთავარი როლის შესრულების შემდეგ გახდა. ის 1973 წლის 12 სექტემბერს დაიბადა და სამწუხაროდ 2013 წლის 30 ნოემბერს კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-კლარიტაში, ავტო-კატასტროფაში დაიღუპა. მისმა სიკვდილმა უამრავ გულშემატკივარს დაწყვიტა გული.


image


პოლი დაქორწინებული იყო და ყავდა ერთი ქალიშვილი Meadow (მედოუ), რომლის მიმართ უსაზღვრო სიყვარულის დასტურად მისი სახელის ტატუც კი ჰქონდა გაკეთებული. მამა-შვილის ლამაზი და უსაზღვრო სიყვარულით სავსე ურთიერთობა მედოუს 15 წლის ასაკში, სწორედ იმ შემზარავი ავარიის შედეგად დასრულდა, პოლი დაიღუპა. ერთ-ერთმა საიტმა კი გადაწყვიტა გაგვიზიაროს პოლის ულამაზესი ქალიშვილის მედოუს ფოტოები, თუ როგორი ლამაზი გახდა ის წლებთან ერთად, თუმცა სამწუხაროდ ამას მამამისი ვეღარ დაინახავს.


გოგონას ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 19 წელი, ის ძალიან ჭკვიანია, განათლებული და საოცარი სილამაზით გამოირჩევა. ფიგურისა და სახის ეფექტური ნაკვთების გამო მას ხშირად სთავაზობენ ფოტოსესიაში მონაწილეობას სხვადასხვა ფირმები.



მიუხედავად იმისა, რომ მედოუ დღემდე წუხს მამის გარდაცვალების ფაქტს, აგრძელებს ცხოვრებას აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესით, ბევრს მოგზაურობს და იქცევა ღირსეულად, რათა მამის ხსოვნა არ შეურაცხყოს და ამით პარალელურად ახარებს მამის გულშემატკივრებს.


image

image

imageimageimageimage




"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ჩვენ ერთად აღარ ვცხოვრობდით, მედოუ ხშირად იყო მამასთან, პოლი თავის მთელს თავისუფალ დროს სწორედ ქალიშვილს უთმობდა, მე მას ბოლომდე ვენდობოდი შვილის საკითხში, ის საუკეთესო მამა იყო"- ამბობს ინტერვიუს დროს პოლის ყოფილი ცოლი Rebecca Soteros-ი.


imageimageimageimageimage

0
103
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0