x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რა საფრთხეს შეიცავს არასწორად შერჩეული საჩუქარი

image
დაბადების დღე განსაკუთრებულია ყველა ადამიანის ცხოვრებაში. იუბილარის ბედზე საჩუქრებიც მაგიურ როლს ასრულებს, ამიტომ საჭიროა გავითვალისწინოთ აუცილებელი რჩევები.

გადათვალეთ ყვავილების რაოდენობა თაიგულში (თუ ღეროზე რამდენიმე აბია, დათვალეთ ღერები) აუცილებელია, რომ ის იყოს წყვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოაცალეთ ერთი ცალი.


არაა სასურველი გალანტერიის და კერამიკის ჭურჭლის ჩუქება(საფულე, ხელთათმანი, ლარნაკი და სხვა.)-ესენი იწვევს სამსახურში ფინანსურ პრობლემებს. უკიდურეს შემთხვევაში მათში უნდა ჩააყოლოთ მონეტა. მონეტა შეიძლება ჩადოს როგორც მჩუქებელმა ისე მიმღებმა.

დანა საჩუქრად - იწვევს ოჯახში კონფლიქტს. იგივე ეხება ნებისმიერ მჩხვლეტავ ნივთებს(ნემსები, მაკრატელი და სხვა). შეეცადეთ არავის აჩუქოთ, ხოლო თუ თქვენ გაჩუქებენ, შეეცადეთ თავიდან მოიშოროთ. მარგალიტი - ცრემლების საწინდარია, ამავე მიზეზით არ შეიძლება ცხვირსახოცების ჩუქებაც. თუ მაინც გაჩუქეს, ხმარებამდე უნდა გაავლოთ ნაკურთხ წყალში.image

სარკე - ის დერეფანია ორ სამყაროს შორის, დაბადების დღეს კი ენერგეტიკული ველი ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ ჩუქების შემთხვევაში ჩაიხედეთ მხოლოდ მეორე დღეს.

ნუ მიიღებთ საჩუქრებს ისეთი ადამიანებისგან, ვის წესიერებაშიც ეჭვი გეპარებათ. თუ უცხოა მჩუქებელი, მაშინ საჩუქარს ჯვარი გადასწერეთ და ჩაილაპარაკეთ: " ვიღებ რასაც ვხედავ, უხილავი კი დაიტოვე შენთვის". თუ მაინც ეჭვი გტანჯავთ, საჩუქარი მოიშორეთ.

დაიხსომეთ, რომ საჩუქარი თუ არ მოგწონთ, ჯობია გადააგდოთ, ვიდრე სხვას აჩუქოთ. უკეთესი იქნება, თუ გაყიდით და აღებულ ფულს ქველმოქმედებისთვის დახარჯავთ.image

რა უნდა გავაკეთოთ და რა არა დაბადების დღეს, რომ იღბალმა არ მიგვატოვოს

რა გველის სიკვდილის შემდეგ

თავსატეხები, რომლებსაც მხოლოდ ერთეულები თუ უმკლავდებიან

სიკვდილმისჯილი საცდელი პრეპარატის გამოყენების შემდეგ გარდაიცვალა, ადვოკატი აცხადებს, რომ ის წამებით მოკლეს

0
762
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
762