x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რა უნდა გავაკეთოთ და რა არა დაბადების დღეს, რომ იღბალმა არ მიგვატოვოს

image
წინასწარმეტყველები დაბადების დღეს მაგიურად თვლიან და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ დღეს იცავენ სხვადასხვა წესებს და გვარწმუნებენ, რომ ისინი მომავალში ბედნიერებას და წარმატებას მოგვიტანენ.

მაინც რა უნდა გავაკეთოთ დაბადების დღეს?!

ყველას გაგვიგონია, რომ როგორც შეხვდები ახალ წელს მთელ წელს ისე გაატარებო. როგორც აღმოჩნდა ეს წესი თურმე დაბადების დღესაც ეხება. სწორედ ამ დღეს ლაგდება თქვენი მთელი წლის მომავალი.

თქვენი დაბადების დღეს გაიღვიძეთ კარგი განწყობით - ასე მზად იქნებით აივსოთ დადებითი ენერგიით, რომელსაც ზეციური ძალები გიგზავნიან. ამ დღეს კარგი განწყობა გეხმარებათ დაზიანებული აურის აღდგენაში და ავ თვალსაც მოგაცილებთ.

დაუშვებელია კონფლიქტები, აგრესია. უარყოფითი ემოცია ბლოკავს სუფთა ენერგიის ნაკადს და ხდებით ენერგოვამპირებისთვის ადვილი მისაღწევი. იფიქრეთ მხოლოდ კარგ ამბებზე, აერიდეთ პრობლემებს, ამ დღეს რასაც უსურვებთ თქვენივე თავს ის დაგებედებათ. თუ მორწმუნე ხართ მიმართეთ თხოვნითი ლოცვებით უფალს და აუცილებლად შეგისრულდებათ.

ამ დღისთვის შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი. სტუმრებს რომც არ ელოდებოდეთ, სიმბოლურად მაინც გამოიპრანჭეთ. არ ჩაიცვათ ძველი, გაცვეთილი ტანისამოსი, ამით იღბალს ხელს კრავთ. ჯიბეში ჩაილაგეთ ფული, ჯიბე რომც არ გქონდეთ, ზემოდან მაინც დაიკერეთ აუცილებლად, რომ დაგებედოთ და მთელი წელი ბარაქა არ მოგაკლდეთ. ახალი ტანისამოსი მთელ დღეს გეცვათ, არ გამოიცვალოთ რომც დაგესვაროთ.

რა არ უნდა გავაკეთოთ დაბადების დღეს:

* არ შეიძლება ამ დღის აღნიშვნა წინასწარ - ითვლება, რომ ამით სიცოცხლეს იმოკლებთ.

* არ ისესხოთ არც წინა და არც ამ დღეს ფული. მეზობელს მარილიც კი არ სთხოვოთ. (ეს გამოიწვევს ფინანსურ და სხვა პრობლემებს სამსახურში).

* არ გასცეთ მოწყალება და არ დააბრუნოთ ვალი. ამით თქვენს წარმატებას სხვას უყოფთ.

* მოერიდეთ ავადმყოფთან შეხვედრას, თუ გარდაუვალია, ჯიბეში ჩაიდეთ ვერცხლის ნებისმიერი ნივთი.

* ხალხი, რომლებსაც იწვევთ ვახშამზე, მოქმედებენ თქვენი მთელი წლის ბედზე. არ შეიძლება 9, 13, 18, 21, 51, 99 და 100 სტუმრის მოწვევა.

* იგივე ითქმის სანთლებზეც, თუ ამდენი წლის ხდებით, იყიდეთ უბრალოდ ციფრები, ან საერთოდ ნურაფერს აანთებთ.

* ამ დღეს თქვენსა და სხვა სამყაროს შორის ბარიერი მგრძნობიარე ხდება, ამიტომ არაა საჭირო შეხვედრა იმ ადამიანებთან, ვის განწყობაშიც თქვენს მიმართ ეჭვი გეპარებათ.

* თუ ვინმეს ჭურჭელი გაუტყდა, უნდა დავაყოლოთ: "ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს", ნამსხვრევები შეაგროვოთ და მხოლოდ მეორე დღეს გადაყაროთ. ასევე სასურველია ნაგვის გატანაც მეორე დღეს მოხდეს.

მრავალ ბედნიერ დაბადების დღეს გისურვებთ!image

საუკეთესო რჩევა მილიონერისგან-სცადეთ, არ ინანებთ

იცოდით?-კბილის საცხი ასუქებს. ცნობილი დიეტოლოგების უცნობი რჩევები

თურმე ერბო-კვერცხს შეცდომით ვამზადებდით - ამერიკელი შეფ-მზარეულის რჩევა

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი - რას გვირჩევენ შვედი მეცნიერები

0
504
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
504