სხვა ამერიკელი გოგონა სკოლის გამოსაშვებ საღამოზე კუბოთი გამოცხადდა(ვიდეო) 2017, 14 მაისი, 10:13 საშუალო სკოლის მოწაფე ნიუ-ჯერსიდან, 17 წლის მეგან ფლაერტი სკოლის გამოსაშვებ საღამოზე კატაფალკით კუბოში მწოლიარე მივიდა.როგორც გოგონამ განაცხადა, მისი ოცნებაა დამკრძალავი ბიუროს დირექტორი გახდეს.
გოგონამ ასეთი საქციელი საკუთარი სიამოვნების დასაკმაყოფილებლად ჩაიდინა.საღამოზე თავღია კუბოთი მივიდა, შემდეგ წამოდგა ყვავილებით ხელში და ბედნიერი ღიმილით შეუერთდა ცოტა არ იყოს შეშინებულ თანაკლასელებს.(ნახე ვიდეო)
მსგავსი შემთხვევა მოხდა ორიოდე წლის წინ, როდესაც ინგლისელი 58 წლის ქალბატონი საკუთარ ქორწილზე კუბოში ჩაწოლილი გამოცხადდა, ხოლო 2013 წელს ჩინელმა გოგონამ საკუთარი დაკრძალვის იმიტაცია მოაწყო. 139 4-ს მოსწონს 1-ს არა
|